„თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დაასრულა
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.
ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნის შედეგად, ემისიის საპროცენტო განაკვეთი 8.0%-ით განისაზღვრა, რაც “თეგეტას” დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის, ყველაზე დაბალი განაკვეთია. ინვესტორები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ, ობლიგაციების ძირი თანხა კი 2027 წლის აპრილში დაიფარება.
ამ ემისიით, კომპანიამ 2024 წლის აპრილში გამოცხადებული ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ემისიები 4 ტრანშად განხორციელდა და ჯამში 10 მილიონი ევრო და 20 მილიონი დოლარი შეადგინა.
„მოხარული ვართ, რომ „თეგეტას“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ჯამში დაახლოებით 310 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდები აქვს გამოშვებული. ეს ჩვენი რიგით მე-9 ერთობლივი განთავსებაა, რომლითაც წარმატებით დავასრულეთ მულტისავალუტო პროგრამა. აღნიშნული მასშტაბური პროგრამა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი, ბიზნესებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებასა და განვითარებაში ვეხმარებით. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალმა 2024 წელს ჯამში 620 მლნ ლარზე მეტი მოცულობის ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში, ჯამში კი 16 ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა, რამაც (IFI ობლიგაციების გამოკლებით) ბაზრის 60% შეადგინა“ - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.
„თიბისი კაპიტალთან პარტნიორობით კიდევ ერთი ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დავასრულეთ. აღნიშნული ტრანზაქცია განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ჩვენთვის — შევძელით დოლარში ნომინირებული ობლიგაციების პირობების გაუმჯობესება და ფასიანი ქაღალდების განთავსება არსებულზე დაბალ, 8%-იანი საპროცენტო განაკვეთით, რაც კომპანიის მიმართ ინვესტორთა მზარდი ნდობის ნათელი დადასტურებაა. ამასთანავე ახალი განთავსება აძლიერებს კომპანიის ლიკვიდობასა და ფინანსურ მოქნილობას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას განვაგრძოთ სტრატეგიული ინვესტიცია და ეფექტურად ვმართოთ კაპიტალი.“ - მანანა ხინაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თეგეტა უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს მსუბუქი, სატვირთო, სამშენებლო, კომერციული, სამგზავრო და ინდუსტრიული ტრანსპორტის მიმართულებით. კომპანია 1995 წელს დაარსდა და დღეს, ქვეყნის მასშტაბით, 28 სერვის ცენტრი აქვს. . თეგეტა 300-მდე მსოფლიო ბრენდის პარტნიორია, როგორებიცაა: Porsche, Lamborghini, Bentley, Toyota, Mazda, Volvo, Man, JCB, Bridgestone, Michelin, Pirelli, Shell, Petronas და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
19 , 2025
დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.
საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje