მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0004
flag
AZN 1.6116
-0.0002
flag
CNY 38.04
0.0089
flag
EUR 3.109
0.0275
flag
GBP 3.6772
0.0167
flag
KZT 53.69
0.0018
flag
TRY 0.0706
0.0001
flag
USD 2.7397
-0.0004

„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართება

news image

20-22 ივნისს თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს. ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ტექნოლოგიის სფეროს ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს გააერთიანებს. ხელოვნური ინტელექტი (AI), ფინტექი (FinTech) გეიმინგი, WEB3, აგროტექნოლოგიები (AgriTech) მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი (E-Sport) - ეს არის მიმართულებები, რომლებზედაც ტექპროფესიონალები ღონისძიების ფარგლებში ისაუბრებენ.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მხარდამჭერია „თეგეტა ჰოლდინგი“. კომპანიამ წლებია, ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესმოდელისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფუნდამენტად აქცია. ღონისძიების მონაწილეებს „თეგეტას“ დიგიტალ ტრანსფორმაციისა და ციფრული პროდუქტების, მათ შორის  Tegeta app-ის შესახებ ინფორმაციას, ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი გაუზიარებს. ნიკა კოხოძე 21 ივნისს  Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარ ღონისძიებაზე  - Shaping the New Era გამოვა სიტყვით. 

 

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „თეგეტასთვის“ ციფრული ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ პროექტი — ესაა ბიზნესის განვითარების ძირითადი ღერძი. გვიხარია, რომ Global Tech Weekend Tbilisi 2025 ფარგლებში საშუალება მოგვეცემა, ტექსფეროს წარმომადგენლებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში  შევქმენით მონაცემთა ერთიანი სტრუქტურა, მოვახდინეთ პროცესების ავტომატიზაცია, ციფრულ პროდუქტებზე აქცენტით. 

Tegeta App სწორედ ამ ტრანსფორმაციის ერთ-ერთი  მაგალითია, რომელიც  მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვას უმარტივებს.  ის  არის ერთგვარი ციფრული ასისტენტი, შენი მანქანის პერსონალური მენეჯერი. ეს აპლიკაცია მხოლოდ „თეგეტას“ მომხმარებლებისთვის არ შეგვიქმნია, ის იქნება ერთიანი პლატფორმა ყველა ავტომფლობელისთვის საქართველოში, მომავალში — რეგიონშიც.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ი შესაძლებლობას მოგვცემს, საფუძველი ჩავუყაროთ პროფესიულ კომუნიკაციას, მივიღოთ უკუკავშირი იმ ადამიანებისგან, ვინც არა მხოლოდ გვისმენს, არამედ ხედავს განვითარების გლობალურ ტენდენციებსა და შესაძლებლობებს“.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით Shaping the New Era 21 ივნისს,  Radio City | District 4-ში ჩატარდება და მას  3000-ზე მეტი სტუმარი, 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და სხვადასხვა ქვეყნიდან 80 სპიკერი დაესწრება. Radio City | District 4-ში ქართველი და უცხოელი წამყვანი ტექპროფესიონალები სხვადასხვა სცენაზე წარდგებიან: მოეწყობა მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა მცირე სცენა, Arrival Lab-სცენა, Co-Working სივრცე, მედიასივრცე და Chillout ზონა და სხვა. ბილეთების გაყიდვა მთავარი ღონისძიებისთვის უკვე დაწყებულია. სრული განრიგი კი ეტაპობრივად დაანონსდება.

ღონისძიების პირველ და მესამე დღეს, Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის ქოლგის ქვეშ, არსებული Community Partner-ები თბილისის მასშტაბით ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა უნიკალურ  Side Event-ს გამართავენ.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს, სურს, შეხვდეს ინვესტორებს და გაიცნოს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები. გარდა ადგილობრივი მონაწილეებისა, ღონისძიება უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რაშიც აქტიურად არიან ჩართულები GTWT 2025-ის ბრენდელჩები – საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ათი პროფესიონალი, რომელთა მხარდაჭერით სხვადასხვა ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელება და სტუმრების მოწვევა ხდება.

--

,,თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

21.05.2025.19:25

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა.

ნათია თურნავამ მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის საკითხები და მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააცნო.

სებ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკი რჩება არსებული მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ერთგული, რომლის ფარგლებშიც ცენტრალური ბანკი წარმატებით უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში ხორციელდება, საქართველოში მუშაობა დღეს დაიწყო.

მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.

ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე. სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი და სებ-ის მიმართულებების ხელმძღვანელები.

მომდევნო დღეებში სსფ-ს მისია სამუშაო შეხვედრებს გამართავს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური ბაზრების, სპეციალიზებული რისკების და სხვა დეპარტამენტებთან.

ვიზიტის დასასრულს მისია შემაჯამებელ შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან და ეკონომიკური პროფილის სამინისტროების წარმომადგენლებთან გამართავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა