„თეგეტა ჰოლდინგი“ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის საკონცერტო სეზონის მხარდამჭერია
გაზაფხულზე მუსიკის მოყვარულებს თბილისში 7 განსაკუთრებული საღამო ელოდებათ. ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს მეათედ გაიმართება, მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას უმზადებს. 27 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით მოწყობილ კონცერტებზე, ქართველ მუსიკოსებთან ერთად, უცხოელ შემსრულებლებსაც შევხვდებით.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით ჩატარდება.
ფესტივალის წლევანდელ პროგრამაში წარმოდგენილი იქნება: მსოფლიო კინომუსიკის შედევრები უნგრელი დირიჟორის გაბორ ჰოლერუნგის შესრულებით; ცნობილი ამერიკული ანსამბლების - New York Voices და Kennedy Administration, გამორჩეული კუბელი მესაყვირის რობერტიკო გარსიას ბენდისა და პოპულარული ქართველი მომღერლის ეკა მამალაძის კონცერტები, ორკესტრის თანხლებით. ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეს კი მისი სასიმღერო შემოქმედების 2 საღამო მიეძღვნება. ფესტივალი კულტურის სამინისტროს ეგიდით ჩატარდება.
ვახტანგ კახიძე, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი: „წლევანდელი ფესტივალისთვის განსაკუთრებით ვემზადებით, რადგან ეს სეზონი გამორჩეულია რამდენიმე მიზეზით: წელს ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეა და სწორედ მისთვის მიძღვნილი ორი საღამო დახურავს ფესტივალს. ფესტივალის შემდეგ კი ამ კონცერტით თელავს, ქუთაისსა და სხვა ქალაქებს ვესტუმრებით. ეს იქნება ძალიან ემოციური და მრავალფეროვანი საღამოები, არაერთი სიურპრიზით.
ასევე განსაკუთრებული იქნება პროექტი, რომელიც ფესტივალს გახსნის - მსოფლიო კინომუსიკის საღამო გაბორ ჰოლერუნგის დირიჟორობით. დიდ ეკრანზე გაეშვება მსოფლიო კინოშედევრებიდან 20-ზე მეტი სხვადასხვა ეპიზოდი, ორკესტრი კი ამ ეპიზოდებიდან ცნობილ ნაწარმოებებს ცოცხლად შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ფესტივალის ფარგლებში 3-4 კონცერტის გამართვას ვახერხებდით, წელს კი „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით მოგვეცა საშუალება, შვიდი კონცერტი ჩავატაროთ და ჯანსუღ კახიძის საიუბილეო საღამო რეგიონებშიც ჩავიტანოთ.
ზოგადად, ბიზნესის მხარდაჭერა ყველა სფეროს სჭირდება. მისასალმებელია, რომ „თეგეტა“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უამრავ მნიშვნელოვან პროექტს უდგას გვერდით“.
„თეგეტა ჰოლდინგისა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის თანამშრომლობა 15 წელს ითვლის. სახელოვნებო მიმართულების მხარდაჭერა კომპანიისთვის წლებია, პრიორიტეტია.
თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „თეგეტასა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრს უკვე წლებია მყარად ჩამოყალიბებული პარტნიორობა აკავშირებთ. ეს თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კახიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეულია თავისი მასშტაბითა და გემოვნებიანი მუსიკით. ეს არ არის მხოლოდ კონცერტების სერია, პროექტი ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსებს შეუძლიათ ჩაერთონ, გაეცნონ განსხვავებულ კულტურას და პროფესიონალი მუსიკოსები ინსპირაციის წყაროდ აქციონ.
ჩვენთვის, როგორც მომავალზე ორიენტირებული ჰოლდინგისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. გვჯერა, რომ კულტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების განვითარებაში. მუსიკის მხარდაჭერით კი ვუხსნით სივრცეს განათლებას, ინოვაციას და ახალ თაობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხარისხიან კონტენტს ქმნის, გრძელვადიან გავლენას ახდენს და ჩვენს ღირებულებებთან თანხვედრაშია“.
„თეგეტა ჰოლდინგისა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის თანამშრომლობით უკვე არაერთი მუსიკალური საღამო შედგა. გასულ წელს კომპანიის მხარდაჭერით, ფესტივალი „შემოდგომის თბილისი 2024“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კამერული, სიმფონიური, საგუნდო და ჯაზ-პოპ მუსიკის კონცერტები ჩატარდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
25.04.2025
ბიზნესისთვის ფინანსური რესურსების სწორად მართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაყიდვების ზრდა ან ახალი მომხმარებლების მოძიება. ერთ-ერთი გზა გრძელვადიანი სტაბილურობისთვის — ანაბრების გამოყენებაა. თუმცა, რა განსხვავებაა ანაბრის სხვადასხვა ტიპს შორის? როგორ გავარჩიოთ, რომელი მოერგება უკეთ ჩვენს საქმიანობას, გეგმებს ან ფინანსურ საჭიროებებს?
ამ სტატიაში გაგაცნობთ საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილ ოთხ განსხვავებულ ანაბარს (ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე + და შეგროვებადი), რომელთაც ბიზნეს მობილბანკში ნახავთ და განვიხილავთ თითოეულის უპირატესობას.
ᲕᲐᲓᲘᲐᲜᲘ ᲐᲜᲐᲑᲐᲠᲘ
თუ გაქვთ თავისუფალი თანხა და გსურთ მიიღოთ სარგებელი სხვა ტიპის ანაბრებთან შედარებით მაღალი პროცენტით, ვადიანი ანაბარი ამაში დაგეხმარებათ. იგი მინიმუმ 3 თვით, მაქსიმუმ კი 24 თვით იხსნება, შესაბამისად, თუ იცით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხა არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ეს ანაბარი ბიზნეს მობილბანკიდან გაააქტიუროთ. დეტალები კი ასეთია:
• საწყისი თანხა: 500 ლარი ან ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში
• სარგებელი ლარში: წლიური 10.95%-დან 12.25%-მდე
• ეფექტური პროცენტი ლარში 10.95-დან 11.5%-მდე
ᲑᲝᲜᲣᲡᲘ: ᲗᲣ ᲐᲛ ᲐᲜᲐᲑᲐᲠᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲘᲗ ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲚᲐᲠᲨᲘ, ᲛᲘᲘᲦᲔᲑᲗ 0.25%-ᲘᲗ ᲛᲔᲢ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲔᲚᲡ.
გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.
მოთხოვნამდე ანაბარი
მოთხოვნამდე ანაბრის უპირატესობა მისი მოქნილობაა, რადგან უვადოა, საწყისი შენატანის ოდენობა განსაზღვრული არაა, ხოლო თანხის გატანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ამიტომაც, იგი მათთვისაა ხელსაყრელი, ვინც ზუსტად არ იცის, როდის შეიძლება დასჭირდეს თანხა, თუმცა სურს, გარკვეული დროის განმავლობაში სარგებელი მაინც მიიღოს.
• საწყისი თანხა: 0 ლარი
• თანხის დამატება /გატანა: ნებისმიერ დროს
• სარგებელი ლარში: 2%
• ეფექტური პროცენტი ლარში: 2.02%
• მარტივად მართვადი: ანაბრის გახსნა და წლიური მომსახურება 0 ლარია.
გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.
მოთხოვნამდე+ ანაბარი ბიზნესისთვის
თუ გსურთ ანაბარი, რომელსაც თანხას ნებისმიერ დროს დაამატებთ ან გამოიტანთ, თუმცა მაინც მიიღებთ სარგებელს, შეგიძლიათ მობილბანკით მოთხოვნამდე+ გაააქტიუროთ. ამ შემთხვევაში სარგებელს ყოველთვიურად ან წლის ბოლოს, თვის მინიმალურ ნაშთზე მიიღებთ.
• ანაბრის გახსნა: უფასო;
• საწყისი თანხა: 0 ლარი;
• წლიური სარგებელი ლარში: 3%;
• ეფექტური პროცენტი -8.06%
გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.
შეგროვებადი ანაბარი
თუ გსურთ თანდათან შეაგროვოთ თანხა კონკრეტული მიზნისთვის — ახალი ტექნიკის შესაძენად ან საინვესტიციო პროექტისთვის, ეს ანაბარი ოპტიმალური არჩევანი იქნება. მისი უპირატესობა მაღალი სარგებლიანობაა, ხოლო საწყისი თანხა 10 ერთეულით განისაზღვრება. თანხის გატანა კი შესაძლებელია ვადის ბოლოს.
• ვადა: 3–24 თვე
• წლიური სარგებელი ლარში: 10.35%-დან 11.50%-მდე;
• ეფექტური პროცენტილარში 10.85%-დან 11.41%-მდე;
• ბონუსი: თუ ამ ანაბარს გახსნით ონლაინ ნებისმიერ ვალუტაში, მიიღებთ 0.25%-ით მეტ სარგებელს.
გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.
ამგვარად, თუ თქვენი მიზანია სტაბილური ზრდა, მოულოდნელობებისთვის მზადყოფნა, თუ უბრალოდ დამატებითი ფულადი რესურსების დაგროვება, საქართველოს ბანკის ბიზნეს ანაბარი ამაში დაგეხმარებათ. რაც მთავარია, მათი გააქტიურება სრულად დისტანციურად, ბიზნეს მობილბანკითაა შესაძლებელი.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.