Tegeta Construction Equipment-ი JCB-ს TOP 80 დილერს შორის მოხვდა - ბრიტანულმა ბრენდმა 80 წლის იუბილე აღნიშნა
ბრიტანულმა კომპანიამ JCB-მ დაარსებიდან 80 წლის აღსანიშნავად ინდოეთში გამართულ შეკრებაზე 800 დილერიდან მხოლოდ 80 საუკეთესოს მოუყარა თავი. მათ შორის იყო „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Construction Equipment-ი, რომლის სერვისცენტრიც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად დასახელდა. კომპანიის რეგიონულ ლიდერობას კიდევ უფრო ამყარებს მაღალკვალიფიციური გუნდი, მოწინავე ინფრასტრუქტურა და ეფექტური ბიზნესპროცესები. სწორედ გასული წლის შედეგები შეჯამდა ინდოეთში გამართულ შეხვედრაზე.
ღონისძიების მიზანი, საუკეთესო პარტნიორების აღიარებასთან ერთად, ბრენდის ხუთწლიანი განვითარების სტრატეგიის წარდგენა იყო. გეგმა ითვალისწინებს პარტნიორებთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას, ინოვაციური პროდუქტების, ციფრული ინსტრუმენტების, CRM სისტემების დანერგვას და სამომავლო ოპერაციული მხარდაჭერის გაძლიერებას, ოპერაციების ერთობლივ მართვას, ასევე გაყიდვების შემდგომი მომსახურების გაუმჯობესებას.
გიორგი ბერიძე: „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „კონფერენციაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „თეგეტა ჰოლდინგის“ სტატუსს, როგორც JCB-ს გლობალური სტრატეგიის მნიშვნელოვანი პარტნიორის, და ადასტურებს კავკასიის მზარდ როლს ბრენდის საერთაშორისო განვითარებაში. განსაკუთრებით საამაყოა, რომ Tegeta Construction Equipment-ის სერვისცენტრი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად დასახელდა. ჩვენ სრულად ვიზიარებთ JCB-ს ამბიციურ ხედვას და მზად ვართ, რეგიონში მომხმარებლებს მივაწოდოთ ინოვაციური, მდგრადი და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები.
ღონისძიებაზე გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა სტრატეგიული ხედვები და გავცნობოდით ინოვაციებს. კონფერენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო სწორედ გაყიდვების შემდგომი მომსახურების გაძლიერება. პრიორიტეტად რჩება სერვისის რეაგირების სისწრაფე, მომხმარებლის კმაყოფილების ამაღლება და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესება, რაც ახლა უკვე შესაძლებელია ინოვაციური ტელემატიკ გადაწყვეტილებებით, მათ შორის დისტანციური დიაგნოსტიკა, ტექნიკის პარკის მართვის ციფრული სისტემები - „Livelink“-ის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ“.
JCB-მ საუკეთესო დილერებს განახლებული მოდელების სრული სპექტრი წარუდგინა. მათ შორის არის ექსკავატორ-დამტვირთველები, ფრონტალური დამტვირთველები, მუხლუხა ექსკავატორების ახალი და უფრო მრავალფეროვანი სამოდელო ხაზი, ტელესკოპური დამტვირთველები და პლატფორმები.
გიორგი ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების განვითარება იყო. დილერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ როგორც ელექტრო ტექნიკის განახლებულ სერიას, ისე JCB-ს წყალბადზე მომუშავე ძრავებით აღჭურვილ ინოვაციურ პროექტებს. ის სრულად ნულოვანი ემისიით უზრუნველყოფს მძიმე ტექნიკისთვის აუცილებელ სიმძლავრეს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის მოწინავე როლს ინდუსტრიაში. როგორც ყოველთვის, JCB ინოვაციების წინა ხაზზეა.“
ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული დელეგაციები JCB-ს ქარხნებსაც ესტუმრნენ. ინდოეთი ბრიტანული ბრენდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სწრაფად მზარდი და პერსპექტიული ბაზარია. კომპანიას იქ ხუთი ქარხანა აქვს, მათგან ორი ცოტა ხნის წინ აშენდა.
ბრიტანულ უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდს საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნებში 2007 წლიდან „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია - Tegeta Construction Equipment წარმოადგენს.კომპანია შედეგებსა და სერვისის ხარისხს ყოველწლიურად აუმჯობესებს. რეკორდული იყო გასული წელიც. რეგიონში ჯამურად 500-ზე მეტი ერთეული ტექნიკის რეალიზაცია მოხდა.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
30.04.2025.16:36
ახალი, 50-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგმა“, „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით განახორციელა. კომპანიამ კაპიტალის ბაზარზე 10 მილიონი აშშ დოლარის ფასიანი ქაღალდები განათავსა. მიმდინარე წელს დამტკიცებულ პროგრამას ერთწლიანი ვადა აქვს და ითვალისწინებს 50 მილიონი მოცულობის ეკვივალენტი ბონდების განთავსებას დოლარში, ევროსა და ლარში.
ტრანზაქციის ვადიანობა ორი წელია. აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი გაუმჯობესებული 8%-ია. სარგებელს ინვესტორები ექვს თვეში ერთხელ მიიღებენ.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტა“ კაპიტალის ბაზარზე მიმდინარე წელსაც აქტიურია. ამჯერად, ჩვენს პარტნიორთან „გალტ & თაგარტთან“ ერთად, 10-მილიონიანი ტრანში განვახორციელეთ გაუმჯობესებული 8%-იანი განაკვეთით. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მაღალ სანდოობაზე კომპანიისა და მისი სამომავლო ხედვების მიმართ. დაინტერესება კვლავაც დიდია და აქვე ხაზგასასმელია, რომ, ახალ ინვესტორებთან ერთად, ობლიგაციების უმრავლესობა იმ პირების მფლობელობაშია, რომლებმაც „თეგეტას“ ფასიანი ქაღალდები 2023 წელსაც შეიძინეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ინვესტორებს ჰოლდინგის მიმართ მაღალი ნდობა აქვთ და კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ.
რაც შეეხება ფასიანი ქაღალდების მიზნობრიობას, მოზიდული კაპიტალი ორი წლის წინ განხორციელებული ემისიის რეფინანსირებას მოხმარდა“.
ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია. საერთო ჯამში, „თეგეტას“ ობლიგაციები 66-მა ფიზიკურმა პირმა შეიძინა, მათგან 29 არარეზიდენტია. ჰოლდინგის ფასიანი ქაღალდებით 3 კერძო კომპანია დაინტერესდა.
საავტომობილო ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიისთვის წელს ეს უკვე მეორე ემისიაა. გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი ამჯერად „გალტ & თაგარტია“. „თეგეტასა“ და „გალტ & თაგარტის“პარტნიორობის ფარგლებში ეს უკვე მერვე წარმატებული ემისიაა.
გიორგი კუპრაშვილი, „გალტ & თაგარტის“ გენერალური დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა ჰოლდინგმა“ ობლიგაციები „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური პარტნიორობით განათავსა. განსაკუთრებით მისასალმებელია ის ინტერესი, რომელიც ობლიგაციების მიმართ ინვესტორებმა გამოიჩინეს. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს „თეგეტას“ ძლიერ პოზიციებს ბაზარზე, ასევე ინვესტორების ნდობას როგორც „თეგეტას“, ისე „გალტ & თაგარტის“ მიმართ. ჩვენთვის საამაყოა, რომ მრავალი წელია, მხარს ვუჭერთ „თეგეტა ჰოლდინგის“ ობლიგაციებს წარმატებულ ემისიებს“.
ამჟამინდელი მდგომარეობით „თეგეტა ჰოლდინგს“ განთავსებული აქვს 215 მილიონი ლარის, 38მილიონი აშშ დოლარისა და 19 მილიონი ევროს ობლიგაციები.
„თეგეტა“ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ახალი მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის ემზადება — კომპანიაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული აქტივობა სწორედ წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.