მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7217.6
0.0281
flag
AZN 1.5845
-0.0003
flag
CNY 39.498
0.0019
flag
EUR 3.1687
-0.0084
flag
GBP 3.6395
-0.0044
flag
KZT 57.73
0.0023
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6931
-0.0005

Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე

news image

ცხოვრების აჩქარებული ტემპის ფონზე დროის დეფიციტი დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ავტომობილის ტექნიკური შემოწმება და შეკეთება - ხშირად რამდენიმე საათს, ზოგჯერ კი მთელ დღესაც მოითხოვს. სწორედ ამ პრობლემას აგვარებს „თეგეტა მოტორსის“ სერვისი – Tegeta Comfort, რომელიც ავტომობილის სერვისცენტრში მისვლის გარეშე მომსახურებას გულისხმობს.

სერვისის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია, გამოიძახოს პერსონალური მენეჯერი, რომელიც ადგილზე მივა, შეაფასებს ავტომობილის მდგომარეობას,  გადაიყვანს სერვისცენტრში და შეათანხმებს ყველა საჭირო მომსახურებას, უზრუნველყოფს საჭირო სამუშაოების შესრულებას და დასრულების შემდეგ ავტომობილს მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე დააბრუნებს. Tegeta Comfort ასევე მოიცავს ადგილზე აკუმულატორის მიტანა-მონტაჟის სერვისს. 

ემზარ კბილაშვილი„თეგეტა მოტორსის“ პერსონალური მენეჯერების ჯგუფის უფროსი:„თეგეტა მოტორსში“ გამუდმებით ვქმნით და ვნერგავთ ახალ სტანდარტებს, რომლებიც ავტომობილის მფლობელებს მომსახურებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. ბაზრისთვისგვსურდა, შეგვეთავაზებინა მომსახურების ისეთი მოდელი, რომელიც იქნებოდა მოქნილი, სწრაფი და რაც მთავარია, მომხმარებელს საშუალებას მისცემდა, დაეზოგა დრო. Tegeta Comfort – სახელწოდებაც მიანიშნებს, რომ სერვისი მომხმარებლისთვის სწორედ კომფორტის შექმნას  ისახავს მიზნად.  

ავტომობილის მფლობელებს, რომლებიც Tegeta Comfort-ს გამოიყენებენ, ჩვენს ფილიალში მოსვლა აღარ დასჭირდებათ. პერსონალური მენეჯერი ავტომობილს ადგილზე მიაკითხავს და შესაკეთებლად სერვისცენტრში წაიყვანს. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ავტომობილის მოვლა და ეს პროცესი მეტად სასიამოვნო გავხადოთ“.

სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ორი გზით: ქოლ-ცენტრში დარეკვით ნომერზე -  0322264444 ან Tegeta App-ის საშუალებით. მოთხოვნის გენერირების შემთხვევაში განაცხადი პერსონალურ მენეჯერთან გადამისამართდება, ხოლო მომხმარებელი უკუკავშირს მაქსიმუმ 10 წუთში მიიღებს.

პერსონალური მენეჯერის გამოძახება შესაძლებელია თბილისსა და  ბათუმში. Tegeta Comfort-ის გუნდის წევრი ადგილზე მისვლისას ათვალიერებს ავტომობილს, რათა სერვისცენტრში წაყვანამდე მისი მდგომარეობა დეტალურად შეფასდეს. მომხმარებელთან შეთანხმებისა და ტექნიკური დეტალების გავლის შემდეგ კი ავტომობილი „თეგეტა მოტორსის“ შესაბამის ცენტრში გადაჰყავს. მომხმარებელი მომსახურებას მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად იღებს.

მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით:  როგორც ხელშეკრულების გაფორმებისას საბანკო გადარიცხვით, ისე ადგილზე POS-ტერმინალის საშუალებით. 

Tegeta Comfort-ის მიზანი მომხმარებლის დროის მაქსიმალურად დაზოგვა და ავტომობილის მომსახურების პროცესის გამარტივებაა – სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე, კომფორტულად და მოქნილი კომუნიკაციით.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ ეხმარება AI კონტენტ კრეატორს შემოქმედებით პროცესში

20.04.2026.18:56

ალბათ, ხშირად მოგისმენია, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე ყველას ჩაგვანაცვლებს და სამყარო, რომელსაც ვიცნობთ, რადიკალურად შეიცვლება. თუმცა, სინამდვილეში რეალობა ბევრად ნაკლებად დრამატულია: მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიების ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია გარდაუვალია, ადამიანურ რესურსსა და შემოქმედებით გონებაზე მოთხოვნა მუდმივად იარსებებს.

იმისთვის, რომ შენი პროფესიული უნარები თანამედროვე ბაზარზე რელევანტური დარჩეს, ნაკლებად შემოქმედებითი საქმე AI-ს უნდა გადააბარო, შენი ენერგია კი ისეთ ამოცანებს დაუთმო, რომლებშიც ბადალი არ გყავს.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, UN Women-თან და Mastercard-თან ერთად, AI სტიპენდიას გთავაზობს. ინიციატივა სპეციალურად ქალებისა და გოგოებისთვის შეიქმნა, რათა მათ თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების ათვისება შეძლონ.

ამ ბლოგში ნუციკო ნებიერიძეზე მოგიყვებით. ნუციკო კონტენტ კრეატორია, რომელმაც საქართველოს ბანკის სტიპენდიით ხელოვნური ინტელექტის კურსი გაიარა, რის შემდეგაც მისი ყოველდღიური შემოქმედებითი პროცესი რადიკალურად შეიცვალა.

რატომ გადაწყვიტა ნუციკომ AI შეესწავლა?

ნუციკო ძირითადად სოციალური მედიისთვის ქმნის ვიდეობს. მუშაობს, როგორც კომპანიებთან, ისე კერძო დამკვეთებთან და ინფლუენსერებთან.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემმა კონტეტმა შექმნას განწყობა, დატოვოს ემოცია და შთააგონოს ის ადამიანი, რომელიც მას უყურებს. ჩემი მთავარი მიზანია, გავიზარდო როგორც კრეატორი, უფრო მასშტაბურ და პროფესიონალურ პროექტებში ჩავერთო და საბოლოოდ, ჩემი სტილი და ხელწერა ფართო აუდიტორიას გავაცნო – აღნიშნავს ნუციკო ინტერვიუში.

ნუციკომ იცოდა, რომ მიზნების მისაღწევად ტექნოლოგიური განვითარების ტალღას უნდა აჰყოლოდა და AI მოდელებთან დამეგობრებულიყო. კურსის გავლა გადაწყვიტა, რათა შემოქმედებით პროცესში AI ტექნოლოგიები უფრო მოქნილად და ეფექტურად ჩაერთო.

AI ჩემთვის არის ინსტრუმენტი, რომელიც მეხმარება სამუშაო პროცესში: იდეების გენერირებაში, ვიდეოების დაგეგმვასა და კონტენტის შინაარსის გამდიდრებაში. ახლა, იმის გაკეთებას, რასაც ადრე საათები ვანდომებდი უფრო სწრაფად, ეფექტურად და ჩემებურად, ორიგინალურად ვახერხებ.

სტიპენდიისა და კურსის შესახებ

სტიპენდიის შესახებ ნუციკომ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ნახა. აპლიკაცია ბოლო დღეს შეავსო, იგრძნო, რომ კურსზე ერთ-ერთი ადგილი მას ეკუთვნოდა. სამოტივაციოც გულწრფელად და ზედმეტი სირთულეების გარეშე დაწერა.

რაც შეეხება AI კურსს მან მოლოდინები სრულად გაამართლა. როგორც თავად იხსენებს, მანამდე ეგონა, რომ AI-სთან საერთო ენის გამონახვა მხოლოდ მას უჭირდა:

ხანდახან ვფიქრობდი, ერთადერთი ვარ, ვინც საერთო ენას ვერ პოულობს ხელოვნურ ინტელექტთან-მეთქი. დავალებას მივცემდი, ვერ მიგებდა, მერე ვბრაზდებოდი და ვთიშავდი. კურსზე ვისწავლე რაშიც იყო პრობლემა, როგორ უნდა დამეფორმირებინა სწორად დავალება იმისთვის, რომ ჩემსა და AI-ს შორის დიალოგი შემდგარიყო.

ამჟამად ნუციკო ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად იყენებს იდეების გენერირების, ტექსტების შედგენისა და სცენარების დაგეგმვის პროცესში. პარალელურად, ის თავის მოვლისა და სილამაზის (Skincare/Beauty) მიმართულებით სატესტო პროექტზე მუშაობს.

ვგეგმავ, შევქმნა კამპანიები და კონტენტი, რომლებსაც კომპანიებს ჩემს მომსახურებასთან ერთად უკვე მზა სახით შევთავაზებ. ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში კი AI ძალიან გამომადგება. სწორედ მასთან ერთად ვაპირებ პროდუქტის ვიზუალიზაციას.

თუ შენც გსურს, თანამედროვე ტექნოლოგიები შენი პროფესიული დღის წესრიგის ნაწილად აქციო, თვალი ადევნე ვებგვერდს ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა