Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025 წელს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობითა და ახალი ნომინაციით ხვდება. მასშტაბური პროექტის გვერდით დგანან ის ბრენდებიც, რომლებიც თავად ემსახურებიან ქვეყანაში ბიზნეს სოციუმის განვითარებას.
ერთ-ერთი მათგანია „თეგეტა“- ქართული კომპანია, რომლის 30-წლიანი გამოცდილება, პროდუქტები და ხედვა თანხვედრაშია ბიზნესდაჯილდოების ღირებულებებთან.
„ჩვენ კარგად გვესმის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკაში. ძლიერი ეკონომიკა იქმნება შიდა რესურსების განვითარებით — იმ ადამიანების და კომპანიების წახალისებით, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ეკონომიკურ დინამიკას - სამუშაო ადგილებსა და ინოვაციებს“,- ამბობს ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი.
ამ მიზანს ემსახურება ახალი მიმართულება “თეგეტა ბიზნესი”, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისაა განკუთვნილი. ამ პროდუქტით კომპანიას სურს, ხელი შეუწყოს მათი ოპერაციული პროცესების, ხარჯების და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
„ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა ჩვენთვის არ შემოიფარგლება მხოლოდ სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებით, ეს არის ღირებული პარტნიორობისნ ჩამოყალიბება, რომელიც ემყარება გამოცდილების გაზიარებას, ტექნოლოგიურ ცოდნასა და წინსვლაზე ორიენტირებულ მიდგომას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ კომპანიებს განვითარებაში და ხელი შევუწყოთ, რომ ქვეყნის ბიზნეკოსისტემაში თვალსაჩინო ადგილი დაიკავონ“, --განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.
ელენკა კოხრეიძე აღნიშნავს, დაჯილდოება არა მხოლოდ პრიზების, არამედ ფიქრის ფორმატის შეცვლის სივრცეა — სადაც ბიზნესი იწყებს საკუთარ თავზე დაკვირვებას.. არა მხოლოდ იმაზე, თუ რას აკეთებს, არამედ როგორ მიდის მიზნამდე.
“პირადად ჩემთვის თითოეული წარმატებული ისტორია ღირებულია. თიბისის ბიზნეს დაჯილდოება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჯილდო — ეს არის პროცესი, რომელიც ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას გააანალიზონ საკუთარი გზა, გაიაზრონ მიღწევები და წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური ისტორია ფართო საზოგადოებისთვის.ასეთი ინიციატივები ქმნის სივრცეს, სადაც ბიზნესი ვითარდება არა მხოლოდ ოპერაციულად. ისინი იწყებენ ფიქრს სტრატეგიაზე და ღირებულებაზე. პლატფორმა ქმნის მყარ საფუძველს სამომავლო განვითარებისთვის“, -ამბობს ელენა კოხრეიძე.
სხვა სიახლეები
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12.12.2025.16:35
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.
ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.
1. HOME
HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.
2. ძველი სუფრა
15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.
3. iPLUS
17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.
4. VOULEZ-VOUS
Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).