მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7117.3
0.0059
flag
AZN 1.6098
-0.0004
flag
CNY 38.112
0.0114
flag
EUR 3.1061
0.0137
flag
GBP 3.6955
0.0273
flag
KZT 53.52
-0.0053
flag
TRY 0.0701
-0.0003
flag
USD 2.7376
-0.0007

„თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად

news image

„თქვენი ბიზნესის უწყვეტი მოძრაობისთვის“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ ახალ მიმართულებას ქმნის. „თეგეტა ბიზნესი“ საგანგებოდ ბიზნესმომხმარებლებზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.  

„თეგეტა ბიზნესი“-ს პირველი ახალი პროდუქტი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას და სურთ ოპერაციული ხარჯების შემცირება, სერვისის დიგიტალიზაცია და ავტოპარკის ეფექტიანი მართვა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ჩვენ კარგად გვესმის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკაში. სწორედ ამიტომ „თეგეტამ“, როგორც პასუხისმგებლობიანმა კომპანიამ, განავითარა ცალკე მიმართულება - „თეგეტა ბიზნესი“,  რომელიც ბიზნესს ბევრად უფრო ეფექტიან ოპერირებასა და ხარჯების შემცირებაში დაეხმარება.

მოქნილი და სწრაფი თანამშრომლობისათვის შევქმენით საკომუნიკაციო არხები (www.tegetabusiness.ge; TegetaBusiness@tegetamotors.ge;  226 44 44), სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ან დაუკავშირდნენ სპეციალურად ამ მიმართულებაში შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს. ეს კი დაგვეხმარება ბიზნესის საჭიროებების სწორად განსაზღვრაში და მათზე მორგებული შეთავაზებების შექმნაში.

30-წლიანი გამოცდილება, მაღალი ნდობა საავტომობილო სექტორში და მრავალფეროვანი პორტფელი შესაძლებლობას გვაძლევს, სრულად ვუპასუხოთ მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნესსაჭიროებებს. მათ შორის, შევთავაზოთ და ვმართოთ სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტი, მსუბუქი ავტომობილების ავტოპარკი თუ აგროტექნიკა, ამასთან ერთად, სალიზინგო მომსახურება, საავტომობილო პროდუქცია და სერვისი პერსონალიზებული პირობებით.

ვფიქრობთ, ეს ახალი ინიციატივა იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად. გვჯერა, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესების როლი ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია“. 

ახალი მიმართულების მიზანია, გაამარტივოს, დააჩქაროს, ხარჯთეფექტური გახადოს და გააუმჯობესოს კორპორაციული ავტოპარკის მართვის პროცესები.

Tegeta for Business მომხმარებელს სთავაზობს:

  • ფლიტ მენეჯმენტის სერვისს – ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, გამართულობის კონტროლსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას;
  • TCO (Total Cost of Ownership) ანალიზს –ავტოპარკის ფლობის  ხარჯების გამჭვირვალე შეფასებას, რაც ხელს უწყობს ფინანსურ ოპტიმიზაციას;
  • PPK (Price-Per-Kilometer) სერვისს – უნიკალურ შეთავაზებას, სადაც მომხმარებელი იხდის მხოლოდ გავლილი კილომეტრის მიხედვით, რაც გამორიცხავს ერთჯერად დიდ ხარჯებს საბურავებსა და სერვისებზე;
  • ინდივიდუალურ ფასებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას ავტოპარკის სპეციფიკის მიხედვით;
  • პრიორიტეტულ მომსახურებასა და პერსონალურ მენეჯერს, რომელიც ზრუნავს სერვისის უწყვეტობასა და მომხმარებლის საჭიროებებზე;
  • მომხმარებელზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებსა და გადახდის პირობას.

„თეგეტა ბიზნესი“ მცირე და საშუალო ბიზნესებს მხარდამჭერ სპეციალურ შეთავაზებას უმზადებს და ჰპირდება, რომ საავტომობილო პროდუქტებთან მიმართებით ბაზარზე საუკეთესო ფასებსა და ავტოპარკის მართვის სრულიად ახალ და ინოვაციურ გამოცდილებას შესთავაზებს.

რატომ Tegeta for Business?

  • ოპერაციული ეფექტიანობა და დანახარჯების შემცირება;
  • თქვენი ავტოპარკის დიგიტალიზაცია და რეალურ დროში მონიტორინგი;
  • სანდო პარტნიორი 30-წლიანი გამოცდილებითა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობით;
  • მაღალი ხარისხის ბრენდები და სტანდარტიზებული სერვისები;
  • საუკეთესო ფასები ბაზარზე.

„თეგეტა ჰოლდინგი“ აგრძელებს ინოვაციებზე დაფუძნებული სერვისების განვითარებას და ქმნის ბიზნესგარემოს, სადაც ტექნიკური სანდოობა და ფინანსური გამჭვირვალობა მთავარი ღირებულებებია.

ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“  გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც მეწარმეების ხელშეწყობა და ამით ქვეყნის ეკონომიკის  გაძლიერებაა. „თეგეტა“ სერვისებისა და პროდუქტების მიმართულებით შეთავაზებებს უწყვეტად  გააფართოებს. ისარგებლეთ Tegeta for Business-ის შეთავაზებებით და მართეთ ავტოპარკი ახალი სტანდარტებით.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როდესაც ავტომობილი ბუნების ნაწილად იქცევა - „მაზდა ცენტრი თეგეტას“ გაზაფხული

23.05.2025.20:23

ბუნების დაბადება, გაზაფხულის ფერები, ამინდისა და განწყობის ცვლილება - ამ კომპონენტების გაერთიანება, აღბეჭდვა და მნახველამდე მიტანა იყო „მაზდა ცენტრი თეგეტას“ საიმიჯო ფოტოგადაღების მიზანი, რომელმაც ბრენდის ავტომობილები ბუნებაში, განსხვავებულ და კინემატოგრაფიულ გარემოში ასახა.

ფოტოებიმაზდა ცენტრი თეგეტასადა ფოტოხელოვან მარიამ სიჭინავას თანამშრომლობით შეიქმნა. გადაღება ქალაქგარეთ დაიგეგმა, სადაც პეიზაჟიმაზდასიაპონურ კულტურას ჰარმონიულად შეერწყა. ფოტოებზე ასახულია  ავტომობილები - CX60 და Mazda 3 ჰეჩბეკი, რომელთა განსხვავებული სტილი და ფერი ეფექტურად პასუხობს ჩანაფიქრს. ნამუშევრები ფირითაა შესრულებული, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდის ფოტოებს.

 

საბა მჭედლიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი:თავისუფლების შეგრძნება გაზაფხულის მშვიდ დღეს - ალბათ ესაა განწყობა, რომელსაც ნამუშევრები აჩენს. აქ ავტომობილი მეტია, ვიდრე უბრალოდ სატრანსპორტო საშუალება. ის ლანდშაფტის, შეგრძნებების ნაწილად იქცა. ჩვენი მიზანი იყო, დამთვალიერებელს ეგრძნო  ჰარმონიული კავშირი ავტომობილებსა და ბუნებას შორის; მიზნის მიღწევაში რამდენიმე კომპონენტი დაგვეხმარა: გაზაფხულის ფერები, მზე, ცივი და თბილი ტონების მონაცვლეობა, ნისლი, ტყე, ყვავილებიანი მინდორი... 

მარიამ სიჭინავას ნამუშევრები გამორჩეულია სწორედ ბუნებისა და ადამიანის არაჩვეულებრივი სინთეზით. გვსურდა, რომ ამ ჰარმონიულ კავშირში ავტომობილებიც ჩაგვერთო. ვფიქრობ, შთამბეჭდავი თანამშრომლობა გამოგვივიდა. ფოტოების ეფექტს განსაკუთრებით აძლიერებს ფირი, რომელიც იდეალურად გადმოსცემს სეზონის ესთეტიკას და საშუალებას გაძლევს, რეალობა  ზედმეტი ჩარევების გარეშე აღბეჭდო“.

ფოტოხელოვანი მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ გაზაფხული მისთვის ახალი ჰაერის, რბილი ნათების, პასტელური ფერების, ნისლისა და მზის ერთობლიობაა. სწორედ ამ კომპონენტების ასახვა სურდა ფოტოსესიაში. გადაღებისთვის მოდელი თაკო კოსტავა შეირჩა. არჩევანი იდეის ავტორებმა მისი განსაკუთრებული, სახასიათო ვიზუალის გამო გააკეთეს.

მარიამ სიჭინავა, ფოტოხელოვანი: მაზდა ცენტრი თეგეტასთანთანამშრომლობა განსხვავებული გამოცდილება იყო ჩემთვის. გუნდისგან სრული ნდობა, თავისუფლება და მაქსიმალური ხელშეწყობა მქონდა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. გაზაფხულის ფოტოსესიის დროს ჩვენი ამოცანა იყო, ავტომობილი წარმოგვეჩინა არა მხოლოდ ტრანსპორტირების საშუალებად, არამედ როგორც პერსონაჟი, რომელიც მოგზაურობს კინემატოგრაფიულ სამყაროში. ამ მიზნითმაზდასთანამედროვე დიზაინის  ავტომობილები გადავიღეთ მისტიკურ გარემოში, ნისლში, ცივი და თბილი ფერების ცვალებადობით. გადაღების დღეს რამდენჯერმე იწვიმა. დღის გარკვეულ მონაკვეთში მზე იყო, შემდეგ - ნისლი. რეალურად ამინდის რადიკალურმა ცვლილებამ, შეიძლება ითქვას, ხელი შეგვიწყო - გვქონოდა რამდენიმე განწყობა. შედეგი დამთვალიერებელმა უნდა შეაფასოს, თუმცა ჩემთვის ამ ფოტოებს სიმშვიდისა და იდუმალების შერწყმული განწყობა მოაქვს. თითოეული ფოტო თითქოს კინოკადრია“.

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ბრენდის საიმიჯო ფოტოგადაღებას ყველა სეზონზე გეგმავს. მალე იაპონური ბრენდისა და მარიამ სიჭინავას თანამშრომლობით შექმნილ ახალ ნამუშევრებს ვიხილავთ. 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 201წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა