„თეგეტა აუთლეტი“ – მხოლოდ ორი დღით ტოპ-ბრენდების პროდუქცია ყველაზე დაბალ ფასად
24-25 იანვარს „თეგეტა მოტორსი“ ცენტრალური ფილიალის ტერიტორიაზე (დავით აღმაშენებლის ხეივანი №129) აუთლეტ-გაყიდვებს უმასპინძლებს. მხოლოდ ორი დღის განმავლობაში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საავტომობილო პროდუქტები სპეციალურ ფასად შეიძინონ.
„თეგეტა აუთლეტისთვის“ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები შეირჩა, რომლებიც ნებისმიერი მძღოლის ყოველდღიურ საჭიროებებს პასუხობს. მათ შორის წარმოდგენილი იქნება საბურავები, ზეთები და ანტიფრიზი, აკუმულატორები, ნაწილები, ავტომობილის მოვლის საშუალებები და აქსესუარები - ყველაფერი, რაც უსაფრთხო გადაადგილებისთვის არის საჭირო.
ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მთავარი ოფიცერი: „ქართულ საავტომობილო სფეროში აუთლეტ-ფორმატი ამ დრომდე ფართოდ დანერგილი პრაქტიკა არ ყოფილა. სწორედ ამიტომ „თეგეტა მოტორსმა“, კომპანიამ, რომელიც ბაზარზე ახალ მიდგომებს ამკვიდრებს, გადაწყვიტა, „თეგეტა აუთლეტის“ სახით მომხმარებლისთვის განსხვავებული გამოცდილება შეეთავაზებინა. მათ ვაძლევთშესაძლებლობას, ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების ახალი პროდუქცია მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, ზოგ შემთხვევაში მეორადზე უფრო იაფადაც კი შეიძინონ.
გვინდა, ჩვენს სფეროში ეს პრაქტიკა ეტაპობრივად დავამკვიდროთ. ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ მომხმარებელს ავტომობილის ფლობა გავუმარტივოთ და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის საჭირო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ“.
„თეგეტა მოტორსისთვის“, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, საგზაო უსაფრთხოება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია წლებია, ცდილობს, მომხმარებელს ხელი შეუწყოს - მოამზადოს ავტომობილი სეზონური ცვლილებებისთვის. მანქანის შესაბამისად მომზადება კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ზამთარში იძენს, როდესაც გზის რთული პირობები, თოვლი და ყინვა, გადაადგილებისას დიდ რისკებს წარმოშობს. მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუძენიათ ზამთრის საბურავები, ან არ განუახლებიათ აკუმულატორი და ანტიფრიზი, „თეგეტა აუთლეტი“ საუკეთესო შესაძლებლობაა, ამ სეზონის გამოწვევებს სრულად მომზადებულები შეხვდნენ.
როდესაც საქმე მოყინულ ან სველ გზას ეხება, საბურავის ხარისხი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. სწორედ ამიტომ „თეგეტა მოტორსი“, ორდღიანი აუთლეტის ფარგლებში, მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზებს პროდუქციას საბურავების მწარმოებელი ისეთი წამყვანი ბრენდებისგან, როგორებიცაა იაპონური Bridgestone და ფრანგული Michelin.
საბურავების მიმართულებით სპეციალურ ფასად ასევე ხელმისაწვდომი იქნება „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორი ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა Pirelli, BF Goodrich, Petlas. გარდა ამისა, აუთლეტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ძრავის ზეთები Champion-ისა და NSL-ისგან, ანტიფრიზი გერმანული Driver-ისგან, ავტოქიმია და ავტომობილის მოვლის საშუალებები Motul-ისა და Sonax-ისგან, ასევე Monbat-ის, Exide-ისა და Fiamm-ის ბრენდის აკუმულატორები. ამ ბრენდებს წარმოების მაღალი სტანდარტი და ხარისხი გამოარჩევს, რომლებიც არაერთგზის არის გამოცდილი. ყველაზე დაბალ ფასად იქნება ხელმისაწვდომი Toptul, Ring, Total-ის ბრენდების ინსტრუმენტები.
აღსანიშნავია, რომ „თეგეტა აუთლეტში“ ასევე ჩართული იქნება ჰოლდინგის ერთ-ერთი მიმართულება - „თეგეტა ქარსი“, რომელიც თავისი პარტნიორი ბრენდების პროდუქციას წარმოადგენს. კერძოდ, ის მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, შეღავათიან ფასად შეიძინონPorsche-ს, Toyota-ს, Mazda-სა და Volvo-ს ორიგინალი სათადარიგო ნაწილები, მათ შორის ძარისა და სავალი ნაწილის კომპონენტები.
„თეგეტა აუთლეტის“ მიზანი მომხმარებლისთვის ავტომობილის ფლობის გამარტივება და ისეთი საავტომობილო პროდუქტების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, რომლებიც უსაფრთხო გადაადგილებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
სხვა სიახლეები
2026 წელს განვითარებას სამი მთავარი მიმართულებით ვგეგმავთ - teamtwo - Architects & Engineers
22.01.2026.13:00
2026 წელს განვითარებას სამი მთავარი მიმართულებით ვგეგმავთ, - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს teamtwo - Architects & Engineers - ის თანადამფუძნებელმა და არქიტექტომა შოთა საგანელიძემ განუცხადა.
„2026 წელს განვითარების სტრატეგიას სამი მთავარი მიმართულებით ვგეგმავთ. ეს მიმართულებები უკავშირდება როგორც ბაზრის მიმდინარე ტენდენციებს, ისე ჩვენი კომპანიის გრძელვადიან ხედვას.
პირველ რიგში, აქცენტს ვაკეთებთ მდგრადი არქიტექტურისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. აშკარაა, რომ ამ მიმართულებით მოთხოვნა მუდმივად იზრდება, ხოლო ჩვენი მიზანია ვიყოთ წამყვანი კომპანია, რომელიც დამკვეთს შესთავაზებს მაღალპროფესიონალურ, სერტიფიკაციებსა და რეალურ ეფექტურობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.
მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა. ამ კუთხით teamtwo უკვე ფლობს ამერიკის ბაზარზე მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას და კარგად იცნობს IBC (International Building Code) სტანდარტებს. პარალელურად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ევროკოდების სიღრმისეულ შესწავლასა და პრაქტიკულ ინტეგრაციას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი არქიტექტურული და კონსტრუქტიული სერვისების სრულ შესაბამისობას ევროპული ბაზრების მოთხოვნებთან.
მესამე მიმართულება უკავშირდება ინდუსტრიული და მოდულარული შენობების პროექტირებას. საქართველოში ამ ტიპის პროექტებზე მოთხოვნა მზარდია: Cushman & Wakefield-ის რეგიონული კვლევების მიხედვით, ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ ფართებზე მოთხოვნა ბოლო წლებში წლიურად საშუალოდ 15–20%-ით იზრდება, რაც განპირობებულია წარმოების, ლოგისტიკისა და სწრაფი მშენებლობის საჭიროებით. ჩვენს გუნდს კი აქვს ინდუსტრიული და ლოგისტიკური ობიექტების პროექტირების მრავალწლიანი გამოცდილება — როგორც ტრადიციული, ასევე მოდულარული სამშენებლო სისტემების გამოყენებით, სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტებზე.
ამ სამ მიმართულებაზე კონცენტრაციით 2026 წელს teamtwo გეგმავს არა მხოლოდ სერვისების გაფართოებას, არამედ პოზიციონირების გაძლიერებას, როგორც თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საპროექტო კომპანიის “, - აცხადებს შოთა საგანელიძე.