„თეგეტა აკადემია“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს
სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც „თეგეტა აკადემია“ ონლაინ სასწავლო პლატფორმის Electude-ის წარმომადგენლობასშეითავსებს. ინიციატივა ჰოლანდიაში სასწავლო ვიზიტისას გაჩნდა, სადაც „თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია USAID-ის მხარდაჭერით იმყოფებოდა. შეთანხმების შედეგად, „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს ქვეყნებს, სადაც ონლაინ სასწავლოპლატფორმა ხელმისაწვდომი ჯერ არ არის.
„თეგეტა აკადემია“ საქართველოში პროგრამის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია. Electude-ს კომპანია USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლების“ მხარდაჭერით ახორციელებს. საქართველოს შემდეგ ცოდნის გავრცელებას „თეგეტა აკადემია“ რეგიონშიც უზრუნველყოფს.
ჰოლანდიაში ვიზიტისას, „თეგეტა აკადემიის“ წარმომადგენლები Koning Willem I College-შიიმყოფებოდნენ, სადაც კოლეჯის საავტომობილო პროგრამების უკლებლივ ყველა სტუდენტი სწორედ„ელექტუდის“ პლატფორმას იყენებს. „თეგეტა აკადემია“ პლატფორმის განვითარებისა დადანერგვის პროცესში მიღებულ გამოცდილებას გაიზიარებს. მათ შორის იქნება Electude Classroom-ის დანერგვა. Electude-ის განახლებული ვერსია „თეგეტა აკადემიაში“ ხელმისაწვდომისექტემბრიდან გახდება. სიახლე ელექტრონული წიგნების, ასევე HOW TO მოდულების დამატებასგულისხმობს, სადაც ინტეგრირებული იქნება რეალური ვიდეოები. ონლაინ სასწავლო პლატფორმისგანახლებული ვერსიის დანერგვით „თეგეტა აკადემია“ საავტომობილო განათლების სფეროში მორიგპრეცედენტს შექმნის.
რკო ახალი კოლექცია
დღის ტოპ 10 სიახლე
ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის ფარგლებში, ProCredit Bank-ში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართა
სხვა სიახლეები
SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა
17.03.2026.18:54
ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.
ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.
SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.