თბილისში, ვინოტელის ღვინის ბუტიკი - „ღვინომ თქვა“ გაიხსნა
თბილისში, ბახტრიონის 12 ნომერში ღვინის ახალი მაღაზია და ბარი ვინოტელის ღვინის ბუტიკი- „ღვინომ თქვა“ გაიხსნა
„აქ შეხვდებით ფართო, საინტერესო და ექსკლუზიურ არჩევანს, როგორც ქართული ასევე უცხოური ღვინის, ჭაჭის, ბრენდის, კონიაკის, არყის და ალკოჰოლის თითქმის ნებისმიერი სახეობის. ამ ყველაფერთან ერთად იგეგმება მსუყე და თანამედროვე კერძების სამზარეულოს შექმნა. ჩატარდება ღვინის ყოველკვირეული კლასები და შეხვედრები მეღვინეებთან. ღვინის დაგემოვნება მოხდება ფარული დეგუსტაციის საფუძველზე“, - ამბობს ბუტიკის პროექტის მენეჯერი Business Insider Georgia-თან.
ბუტიკის პროექტის მენეჯერი ინფორმაციით, საქართველოში ბოლო წლებში მეღვინეობის სექტორი სწრაფად იზრდება, ასევე სულ უფრო პოპულარული ხდება მაღალალკოჰოლური სასმელებიც.
„დღემდე რთულია თბილისში ისეთი ადგილის პოვნა, სადაც ყველა სერვისი ერთადაა თავმოყრილი სრულყოფილი სამზარეულოს თანხლებით. სწორედ ეს არის ჩვენი მოტივაცია და მიზანი შევქმნათ ასეთი ადგილი ბაზარზე. ვინოტელის ღვინის ბუტიკის სომელიეა ზაზა გრიგალაშვილი, ხოლო მენეჯერი ლიზა გრიგალაშვილი“, - ამბობს პროექტის მენეჯერი.
სხვა სიახლეები
ქუთაისსა და ვენეციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
03.12.2025.10:43
2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატა. ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაშიორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით ასრულებს. ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის პირველი რეისით 340 მგზავრმა ისარგებლა. ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით, რომისა და მილანის შემდეგ, იტალიის უკვე მესამე ქალაქში არის მოხვედრა შესაძლებელი.
ვენეციიდან პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარი დევიძე მიესალმნენ. პირველი რეისის მგზავრებს აეროპორტების გაერთიანებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო ზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმისაწვდომობას და აძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ევროპასთან.