თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი - Hospitality Investment Forum - გაიმართება
წელს პირველად საქართველო სტუმარმასპინძლობის გლობალურ ფორუმს - Hospitality Investment Forum 2026-ს, უმასპინძლებს. ერევანში ჩატარებული ორი მასშტაბური ღონისძიების შემდეგ, კონფერეცია 18 თებერვალს თბილისში, სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” გაიმართება. კონფერენციის სტრატეგიული პარტნიორი თიბისია.
Hospitality Investment Forum (HIF) მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ აზიას, აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონს. ფორუმი აერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ინდუსტრიის გრძელვადიან განვითარებას რეგიონულ და გლობალურ დონეზე.
თბილისში დაგეგმილი ღონისძიება ფოკუსირებული იქნება ახალი სასტუმრო პროექტების განვითარებაზე, კურორტებისა და მრავალფუნქციური უძრავი ქონების მიმართულებებზე, სტრატეგიული ინვესტიციების მოზიდვასა და მდგრადი სტანდარტების დანერგვაზე. ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო ინვესტორებს, დეველოპერებსა და გლობალური სასტუმრო ბრენდების წარმომადგენლებს.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიებიც. საქართველოს ტურისტული საინვესტიციო პოტენციალის შესახებ თიბისის კორპორატიული მიმართულების უფროსი ვიცე პრეზიდენტი ნათია სონიშვილი ისაუბრებს. ამავე დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ტურიზმის სექტორის მაღალი რგოლის წარმომადგენლები.
თიბისი აქტიურად უჭერს მხარს სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებას თბილისსა და რეგიონებში. სასტუმროებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ბანკის პორტფელი ბოლო სამ წელში 22%-ით არის გაზრდილი და 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს. მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით კი, თიბისი ხელს უწყობს დარგის განვითარებას: ბაზრის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ პირდაპირი კავშირები, გაცვალონ გამოცდილება და განიხილონ რეალური საინვესტიციო შესაძლებლობები.
დღის ტოპ 10 სიახლე
S&P Global Ratings - საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში
სხვა სიახლეები
ვგეგმავთ გაფართოებას და ახალი ფილიალების დამატებას სხვადასხვა ლოკაციაზე - Cafe Vanilla House
16.02.2026.14:00
2025 წელი ჩვენთვის გამოწვევებით სავსე და ამავდროულად ძალიან საინტერესო იყო , - Business Insider Georgia - ს ამის შესახებ Cafe Vanilla House - ის დამფუძნებელმა და დირექტორმა დიანა ველენგურსკაიამ განუცხადა.
„2025 წელი ჩვენთვის იყო გამოწვევებით სავსე და ძალიან საინტერესო, რადგან სწორედ ამ წელს გავიხსენით და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ერთი წლისებიც არ ვართ, უამრავ სირთულესთან გამკლავება მოგვიხდა ხანმოკლე პერიოდში. ჩვენი სტარტაპი მთელი გულითა და ემოციებით წამოვიწყეთ, უამრავი ენერგია ჩავდეთ მის დიზაინში, ინტერიერში, მენიუს ფორმირებაში, ბრენდისა და კონცეფციის შექმნაში და ვფიქრობთ ძალიან კარგი სივრცე გამოგვივიდა.
სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ უკვე ძალიან ბევრმა იცის ჩვენ შესახებ, და რაც მთავარია, ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს, ვინც ხშირად გვსტუმრობს. გარდა ამისა, დაგვემატა გამოძახების სერვისი და ბევრი კერძია უკვე პოპულარული გლოვოსა და ვოლტის პლატფორმებზე. ასევე, ყოველდღიურად ვამზადებთ თან წასაღებ მენიუებსაც, რაც ძალიან კომფორტულია ჩვენი საქმიანი მომხმარებლისთვის.

ამასობაში აღვადგინეთ და უკვე მეორედ გავხსენით ჩვენი ტერასა, რისთვისაც უდიდესი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. ახლა უკვე გარე სივრცეშიც კვლავინდებურად შეგვიძლია სტუმრების მიღება და დიდი შემართებით ველოდებით გაზაფხულს. 2026 წელი იგეგმება, რომ იყოს „ვანილის სახლის“ ზრდისა და განვითარების წელი, რადგან ვგეგმავთ გაფართოებას, ფილიალების დამატებას და მათ გახსნას მომხმარებლებისთვის საყვარელ სხვადასხვა ლოკაციებზე.

ახალი წლიდან მენიუს დაემატა უამარავი ახალი კერძი, მომვალში კიდევ გვექნება სეზონური და საინტერესო სიახლეები კერძებში. სიახლეები გვექნება სააღგომოდაც. კაფეს ჰყავს ცნობილი შეფი – ირაკლი მაკასარაშვილი, რომელიც მაყურებელს "მასტერშეფიდან" ახსოვს. სწორედ მისი ხელწერაა "ვანილის სახლის" კერძების გემოსა და ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი.
"ვანილის სახლი" ცდილობს არა მხოლოდ გემრიელი მენიუ, არამედ კომფორტული და თანამედროვე ცხოვრების წესთან ადაპტირებული პრაქტიკული გარემოც შესთავაზოს მომხმარებელს. დისტანციურად მომუშავე სტუმრებს აქ ცალკე ზონა დახვდებათ, საქმიანი შეხვედრებისა და შესვენებებისათვის კი მყუდრო კუთხეები. აღსანიშნავია ბარის მრავალფეროვანი მენიუც, სადაც საავტორო ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების დიდი არჩევანია: ყავა, ფრეშები, სმუზები, ე.წ. სახლური ლიმონათები და კოქტეილები.

ჩვენთვის პრიორიტეტია მაღალი სტანდარტი, აქ კი მნიშვნელოვანია მომხმარებლის მომსახურების დონე, პროდუქციის უმაღლესი ხარისხი, მენიუს გამორჩეული გემოვნური თვისებები, კომფორტული და უზადო ინტერიერი, სისუფთავე, HACCP-ის სტანდარტები, შრომის უსაფრთხოება და ა.შ. მუდმივად ვატარებთ ტრენინგებს თანამშრომლებისთვის და ვზრუნავთ მათ განვითარებაზე.
გვიხარია, რომ ჩვენი სივრცე უკვე აქტიურად ეთმობა მრავალი ხელის თხოვნის, დაბადების დღისა და კორპორატიული საღამოების ჯავშნებს. საზაფხულოდ ისევ გვექნება ცოცხალი მუსიკის ულამაზესი საღამოები ტერასაზე, რომელიც ძალიან უყვარდათ ჩვენს სტუმრებს “, - აცხადებს დიანა ველენგურსკაია.
ცნობისთვის, კაფე ფხოვის ქუჩაზე 3 ნომერში მდებარეობს.