მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა იხსნება

news image

საქართველოში იხსნება შვეიცარიული სკოლების პირველი საგანმანათლებლო ქსელი, რომელიც მოსაწავლეებს შვეიცარიული ხარისხის ინოვაციური სწავლების მოდელს სთავაზობს.

რა გამოარჩევს SIST-ს?

• შვეიცარიაში გადამზადებული მასწავლებლები;
• გაძლიერებული ენები - ინგლისური I კლასიდან, ფრანგული, გერმანული და იტალიური III კლასიდან;
• ტექნოლოგიები და მომავლის პროფესიები - კოდირება, რობოტიქსი და ციფრული უნარები სასკოლო პროგრამის ნაწილია;
• ბანაკები შვეიცარიაში, მრავალფეროვანი კლასგარეშე პროგრამები.

SIST-ის სასწავლო პროგრამის საფუძველს საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმი (IPC - International Primary Curriculum) წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც მეცნიერება, ისტორია, გეოგრაფია და ხელოვნება ინტეგრირებულად ისწავლება. მოსწავლეები სამყაროს კვლევის მეთოდებით შეიცნობენ, რაც მათ კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარებს უვითარებს.

ორენოვანი განათლება და კემბრიჯის პროგრამის სტანდარტი

სკოლაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ინგლისური ენის სწავლებაზე. პირველივე კლასიდან მოსწავლეები კემბრიჯის (Cambridge Assessment English) პროგრამით ეუფლებიან ენას, ხოლო მესამე კლასიდან სწავლება ბილინგვურ ფორმატში გრძელდება - ზოგიერთი საგანი ქართულად, ზოგი კი ინგლისურ ენაზე ისწავლება.

გაცვლითი ბანაკები შვეიცარიაში

ზაფხულისა და ზამთრის გაცვლითი ბანაკები შვეიცარიაში მოსწავლეებს აძლევს განსაკუთრებულ შესაძლებლობას, გაიცნონ ახალი კულტურა, გაიღრმავონ ენის ცოდნა და გაიზიარონ ჩვენი სკოლის საერთაშორისო სულისკვეთება.

კლასგარეშე აქტივობები აკადემიური პროგრამის პარალელურად, SIST-ი მოსაწავლეებს მრავალფეროვან კლუბებს სთავაზობს:

კრეატიული: დრამა, ხელოვნება, ბალეტი;
სპორტული: კარატე, კედელზე ცოცვა, ტანვარჯიში.

გარემო, რომელიც შთააგონებს

SIST-ის ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ულტრათანამედროვე ბიბლიოთეკა, ინოვაციური ლაბორატორიები, კაფეტერია და სპორტული სივრცეები შექმნილია იმისათვის, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოს.

უსაფრთხოება და ინდივიდუალური მიდგომა

სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხო და მზრუნველი გარემოა. პოზიტიური ქცევის წახალისების სისტემა, ფსიქოლოგთა გუნდი და მხარდამჭერი მასწავლებლები თითოეული ბავშვის ემოციურ და აკადემიურ კეთილდღეობას უზრუნველყოფენ.

შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა თბილისში აფართოებს საგანმანათლებლო ქსელს და გთავაზობთ კამპუსებს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე.

მალე: ვაკის კამპუსი, წავკისის კამპუსი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დარეგისტრიდით ბმულზე ან დაგვიკავშირდი ნომერზე: +995 511 16 39 95.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური მდგრადობისთვის და გლობალურ ენერგეტიკულ სისტემაში ჩართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ირაკლი კვერღელიძე

17.04.2026.22:37

ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის მდგრადობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია, - ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა. ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსიის თემა „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“ იყო და იქ ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა. 

როგორც „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა  განაცხადა, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა აქტიურ და გამჭვირვალე ეტაპზე გადადის. მისი განმარტებით ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსია ადასტურებს, რომ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა ინტენსიურია.

„სასიამოვნო იყო ეს ცოცხალი დისკუსია, რომელშიც როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები აქტიურად ცვლიდნენ ერთმანეთში ინფორმაციას, რაც ცხადყოფს და ადასტურებს ენერგეტიკის დარგში, სახელმწიფოს და ბიზნესის ძალიან მჭიდრო, აქტიურ და გამჭვირვალე ურთიერთობას.

ენერგეტიკა ქვეყნის მდგრადობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია, რომელიც ყველაზე ღირებული, აქტუალური და მნიშვნელოვანი აქტივია არა მხოლოდ საქართველოსთვის - თუ გადავხედავთ ბოლო მოვლენებს მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის. ამიტომ ენერგეტიკული მდგრადობა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება - ეს არის სწორედ ის ქოლგა, ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ალბათ არ არსებობს ბიზნესის დარგი და მიმართულება, რომელსაც ენერგეტიკასთან კავშირი არ ჰქონდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც დეველოპერებისთვის“, - ირაკლი კვერღელიძემ.

როგორც „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივაა. მისი შეფასებით, მომდევნო წლებში დაგეგმილი ენერგეტიკული სიმძლავრეების ზრდა განსაკუთრებით შთამბეჭდავია, ხოლო აღნიშნული კაბელი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს იმისთვის, რომ საქართველომ ეფექტიანად მოახდინოს ენერგიის ექსპორტი მაღალი მოთხოვნის მქონე ევროკავშირის ბაზარზე.

„ასევე მინდა აღვნიშნო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობაზე. ალბათ ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისთვის და ჩვენი ქვეყნის გლობალურ ენერგეტიკულ სისტემაში ჩართვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან აღმაფრთოვანებელია ის ციფრები, რომელიც მომავალი 10 წლის განმავლობაში დადგმული სიმძლავრის სახით ენერგეტიკულ პროექტებში იგეგმება და სწორედ შავი ზღვის კაბელი არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იმისა, რომ საქართველომ ძალიან ეფექტურად განახორციელოს ამ ენერგიის იმპორტი უკვე ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ ბაზარზე, ევროკავშირის ბაზარზე, სადაც ძალიან მოთხოვნადია ეს პროდუქტი. 

სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკური სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა, სრულად პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ შიდა თუ საგარეო გამოწვევებს. ეს განსაკუთრებით ვლინდება ჰესებისა და ენერგეტიკის სხვა დარგების განვითარების აქტიურ მხარდაჭერაში.

ამიტომ მისასალმებელია ეს და მისასალმებელია ის ფორმატიც, რომელსაც „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ასე აქტიურად და შედეგიანად ახორციელებს და ასე აკეთებს ყველა ბიზნესის დარგისთვის და წარმომადგენლისთვის“, - აღნიშნა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა