მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152.5
0.029
flag
AZN 1.5892
0.0011
flag
CNY 39.102
0.0037
flag
EUR 3.0967
-0.0065
flag
GBP 3.5657
-0.0069
flag
KZT 56.73
0.006
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.7015
0.0017

თბილისში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მასპინძლობით ICAO-ს რეგიონული შეხვედრა იმართება

news image

11-12 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო ,,ტელეგრაფში”, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის - ICAO-ს რეგიონულ ვორქშოფს მასპინძლობს. ICAO-ს სამუშო შეხვედრა, რომელიც კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისთვის   აერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიან დანერგვას. ვორქშოფს იკაოს წევრი ქვეყნების ევროპის და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი ორგანოების, აეროპორტების ოპერატორებისა და ინდუსტრიის 35-მდე წარმომადგენელი ესწრება. 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG), ლევან კარანაძემ მიმართეს. 

ხაზი გაესვა, რომ საერთაშორისო ფორმატის ვორქშოფის ჩატარება თბილისში მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კიდევ უფრო განმტკიცების გზაზე. 

ორი დღის განმავლობაში შეხვედრის მონაწილეები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართს (ICAO Annex 14) განიხილავენ. რომელიც აეროპორტების დიზაინსა და ოპერირების სტანდარტებს ეხება. ასევე, ICAO-ს მიერ ცოტა ხნის წინ, აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის კლასიფიკაციის რეიტინგის ახალ სისტემას, რომლის ეეფექტიანი დანერგვა მსოფლიოს აეროპორტებში სავალდებულო ხდება. 

შეფასების ახალი სისტემა საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად და ერთიანი საერთაშორისო სტანდარტით განისაზღვროს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკისა და ბაქანის ეფექტურად გამოყენებისა და დატვირთვის შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდებისთვის. 

ვორქშოფის მონაწილეები ეცნობიან სისტემის ძირეულ პრინციპებსა და პრაქტიკულ ასპექტებს, ცვლიან გამოცდილებას, განიხილავენ რეგულირებისა და ოპერირების საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენს აეროპორტების უსაფრთხოებაზე და ინფრასტრუქტურის ეფექტიან მართვაზე. 

ღონისძიებაში ქართული მხრიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქაერონავიგაციის და TAV Georgia-ს წარმომადგენლები ესწრებიან.

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პირველი ქართული ვისკი Jimsher-ი ProWein Düsseldorf 2026-ზე

01.04.2026.12:00

15-17 მარტს, გერმანიამ მსოფლიოს უმსხვილეს ალკოჰოლური სასმელების გამოფენას, ProWein Dusseldorf 2026-ს უმასპინძლა. წლევანდელი გამოფენა განსაკუთრებული აღმოჩნდა ქართული წარმოებისთვის -კომპანია „ქართველმა“ საერთაშორისო ასპარეზზე პირველი ქართული ვისკი, Jimsher-ი წარადგინა, რომელმაც ევროპელი ექსპერტების დიდი დაინტერესება გამოიწვია. სამი დღის განმავლობაში, გამოფენის ათასობით სტუმარს, დარგის წამყვან ექსპერტებსა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, პირადად დაეგემოვნებინათ სასმელი, რომელმაც უკვე მოახერხა ქართული მეღვინეობის ტრადიციებისა და ვისკის წარმოების კლასიკური მეთოდების ჰარმონიული შერწყმა.

Jimsher-ის მიმართ გამოჩენილი ინტერესი შემთხვევითი არ ყოფილა; პროფესიონალებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მისი უნიკალური გემოვნური თვისებები, რაც ქართული ღვინის კასრებში დაძველების შედეგია. სწორედ ეს გამორჩეული ხასიათი გახდა იმის საფუძველი, რომ ბრენდმა World Whisky Awards 2026-ის პრესტიჟული ოქროს მედალი მოიპოვა. ამ ექსკლუზიურმა ხასიათმა აქცია ქართული ვისკი გამოფენის ერთ-ერთ აღმოჩენად. იმ ფონზე, როდესაც გერმანია ევროპაში ღვინისა და მაღალალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი იმპორტიორია, Jimsher-ის გამოჩენა ამ ბაზარზე ახალ სტრატეგიულ შესაძლებლობებსა და საექსპორტო პერსპექტივებს ხსნის. გამოფენის ფარგლებში გამართული ინტენსიური შეხვედრები პოტენციურ იმპორტიორებთან ადასტურებს, რომ ქართულ პროდუქტს აქვს ყველა რესურსი, რათა ევროპულ პრემიუმ-სეგმენტში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.

,, ეს მონაწილეობა კომპანია „ქართველისთვის“ მხოლოდ პროდუქტის პრეზენტაცია არ ყოფილა - ეს იყო განაცხადი იმაზე, რომ საქართველო მზად არის მსოფლიოს შესთავაზოს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და, ამავდროულად, ღრმა ტრადიციების მქონე სასმელი. ProWein Dusseldorf 2026-ზე მიღებული პოზიტიური შეფასებები და დამყარებული ბიზნეს-კავშირები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ვისკის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო დონეზე და საფუძველს უყრის მის გრძელვადიან წარმატებას გლობალურ ბაზარზე , - აცხადებს ელისო ღირდალაძე, კომპანია ქართველის დირექტორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა