თბილისში Norde -ს პირველი ოფიციალური ავეჯის შოურუმი გაიხსნა, რომლის წარმომადგენელი Gabuild Group - ია
“გაბილდი ჯგუფი” აგრძელებს განვითარების გზას და ახალ ეტაპზე გადადის – კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა პრემიუმ ავეჯის ბრენდი Norde, - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს Gabuild Group-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა მარიამ ჯმუხაძემ განუცხადა.
“გაბილდი ჯგუფი” აგრძელებს განვითარების გზას და ახალ ეტაპზე გადადის – კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა პრემიუმ ავეჯის ბრენდი Norde, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დახვეწილ დიზაინს, ფუნქციურობასა და ესთეტიკის ახალ ხედვას. Norde შეიქმნა იმ იდეით, რომ სახლის სივრცე მხოლოდ ავეჯი კი არა, ცხოვრების სტილია. თითოეული ელემენტი აერთიანებს ოსტატობას, ხარისხს და ინოვაციურ დიზაინს, რაც ინტერიერს ანიჭებს ელეგანტურობასა და ბუნებრივ ჰარმონიას.

ბრენდის კონცეფცია შთაგონებულია ევროპული ტენდენციით, ინტეგრირებული შოურუმების მოდელით, სადაც კარი და ავეჯი ერთიანადაა წარმოდგენილი. ევროპაში ეს მიდგომა სწრაფად ხდება ტრენდული, რადგან მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში დაინახოს სრულად გათვლილი ინტერიერის ჰარმონია - ფერები, ფაქტურები და ფორმები ერთ მთლიანობაში. სწორედ ამ მიდგომის ინსპირაციით Gabuild Group-მა გადაწყვიტა პრემიუმ ავეჯის მიმართულების გაერთიანება უკვე არსებულ ეკოსისტემაში, რომელიც მოიცავს „გაბილდის“ შოურუმებსა და Profildoors-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.
Norde-ს ავეჯის კოლექციები ხასიათდება ბუნებრივი მასალებით, რბილი ფორმებითა და მინიმალისტური ესთეტიკით. ეს არის ავეჯი, რომელიც სივრცეს ამშვენებს და ქმნის ცხოვრების ახალ სტილს, კომფორტთან ერთად.

„Norde სრულად ერგება Gabuild Group-ის ფილოსოფიას - ხარისხი, ესთეტიკა და კომფორტი ერთ სივრცეში. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ სრულფასოვანი დიზაინ-გამოცდილება, სადაც ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს Gabuild Group-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ ჯმუხაძე.
აღსანიშნავია, რომ Gabuild Group - ი აერთიანებს სამ მსხვილ მიმართულებას:
• Gabuild doors - მულტიბრენდული კარების შოურუმი 3 ფილიალით, თბილისსა და ბათუში;
• Profildoors by Gabuild Group - პრემიუმ კლასის კარის შოურუმს, აღმაშენებლის ხეივანზე, ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, ექსკლუზიური დიზაინის კარით;
• Norde by Gabuild Group - პრემიუმ ავეჯის ბრენდი, რომლის შოურუმიც სულ რამდენიმე დღის წინ გავხსენით თბილისში, გამრეკელის #19-ში.
სხვა სიახლეები
„სტარბაქსი" უმსხვილესი, გლობალური მოთამაშეა და მისი შემოსვლა იმის დასტურია, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი გარემოა საინვესტიციოდ, ბიზნესის გასაფართოებლად - ირაკლი ნადარეიშვილი
16.04.2026.15:00
„სტარბაქს"-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მთავრობის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოდ ჩამოყალიბებას არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონშიც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „სტარბაქსი" საქართველოში ოპერირებას იწყებს - ბაზარზე მისი შემოსვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით შედგა. „სტარბაქს"-ის პირველი ობიექტი საქართველოში 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნება, მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება დედაქალაქის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.
„ჩვენ ყოველწლიურად ვაკვირდებით მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკის კონკრეტულ შედეგებს - გლობალურ, ცნობად კომპანიებს, რომლებიც შემოდიან საქართველოს ბაზარზე, ეს იქნება უძრავი ქონების, ტექნოლოგიური, საფინანსო სექტორები თუ ამ შემთხვევაში სარესტორნე მიმართულება. „სტარბაქსი" ამ ბიზნესში ერთ-ერთი უმსხვილესი, გლობალური მოთამაშეა და მისი შემოსვლა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი გარემოა საინვესტიციოდ, ბიზნესის გასაფართოებლად", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
„სტარბაქსი" 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს კომპანიის ქსელი 40,000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს. Alshaya Group ევრაზიაში „სტარბაქს"-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, გლობალური ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას გადამდები ეფექტი ექნება, მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის და ზოგადად ამ სფეროში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.