მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7089.2
-0.001
flag
AZN 1.5949
-0.0006
flag
CNY 38.078
-0.0056
flag
EUR 3.1231
-0.0155
flag
GBP 3.5607
-0.0016
flag
KZT 51.52
0.0021
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7117
-0.001

თბილისში მალე ,,წერტის" მეხუთე ფილიალი გაიხსნება

news image

დეკემბრის დასაწყისში თბილისში, რიგის ქუჩაზე ,,წერტის" რიგით მეხუთე ფილიალი გაიხსნება.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ბექა გონაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ახალი ფილიალის კონცეფცია მცირედით განსხვავებულია იმ თვალსაზრისით, რომ ადგილზე წარმოება აღარ იგეგმება და რეალიზაციაში იქნება კომპანიის მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტები, რასაც მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს და ენდობა.

„ვაკეში, რიგის ქუჩაზე ვგეგმავთ ახალი ფილიალის გახსნას,  რომელიც  წარმოებიდან მომარაგდება პროდუქციით. ამ კუთხით კონცეფცია მცირედით იცვლება. თითქმის ყველა დეტალი მზადაა, მაქსიმალურად ვართ ჩართული და მომხმარებელს ძალიან მალე სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ.

„წერტის“ ახალ ფილიალში, როგორც სხვა ობიექტებში, მომხმარებელს ხორცის გარდა, ნახევარფაბრიკატები, რძის პროდუქტები, თევზი, ხილ-ბოსტნეული, პურ-ფუნთუშეული, ნატურალური თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა და სხვა პროდუქტები დახვდება.

 ეს იქნება მაღალი ხარისხის პროდუქტები, ჯანსაღი და 100%-ით უვნებელი. ნატურალურს არ ვამბობთ შეგნებულად, ვინაიდან კანონმდებლობას ვიცავთ.  წესით, როდესაც პროდუქტს ნატურალურს ვუწოდებთ  ბიოსერტიფიკატს უნდა ფლობდეს. თუმცა რაშიც დარწმუნებული ვართ, მაღალი ხარისხი და სტანდარტია, რის გამოც მიგვიღო  და გვენდო მომხმარებელი, ამ ნიშას არ ვღალატობთ და ბოლომდე ამ ხაზს მივყვებით", - ამბობს ბექა გონაშვილი.

ცნობისთვის, კომპანია „წერტი“, რომელიც თბილისში საცალო გაყიდვებისა და ნახევარფაბრიკატების წარმოების წერტილს წარმოადგენს, „აგროქიზიყის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ფერმებსა და ცხოველთა კვების წარმოებას ფლობს. 

კომპანია ხორცისა და ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატებს 2019 წლიდან აწარმოებს. 2020 წლიდან კი, საკუთარ რძის საწარმოში სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტების წარმოება დაიწყო.

ამ ეტაპზე ,,წერტის" ფილიალებში 130 ადამიანია დასაქმებული. ახალი ობიექტის გახსნის შემდეგ დამატებით 7-8 ადამიანი დასაქმდება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას და ახალი პროდუქციის შეთავაზებას მომხმარებლებისთვის - Lolli Pop Caramels

03.11.2025.18:00

კომპანია Lolli Pop Caramels ხელნაკეთი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 5 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ლიდა სარქისიანს ესაუბა.

„კომპანია „ლოლი პოპ კარამელსი“ 2020 წელს დაარსდა. უკვე 5 წელია რაც ბაზარზე ვართ და მომხმარებელს ვთავაზობთ ხელნაკეთ ტკბილეულს “, - ამბობს ლიდა სარქისიანი. 

კომპანიის ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ამჟამად, „ლოლი პოპ კარამელსი“ 20 -მდე სახეობის ტკბილეულს აწარმოებს. „გვაქვს მრავალფეროვანი ასორტიმენტი. 

ვაწარმოებთ 20-მდე სახეობის ტკბილეულს (ლოლიპოპსი, ქეიქპოპსი, ესკიმო, ხელნაკეთი შოკოლადი, მაფინები, ტკბილეულის თაიგულები და ა.შ) “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი. 

კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მთავარი კი მაღალი ხარისხია.

„ლოლი პოპ კარამელსი" გამოირჩევა ხარისხით, განსხვავებული გემოს მქონე საკონდიტრო ნაწარმით და განსხვავებული დიზაინის პროდუქციით. ჩვენი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს მათთვის სასურველი დიზაინის პროდუქციას რაც კონკურენტულ უპირატესობად მიგვაჩნია, რადგან არ ვამზადებთ შაბლონური წესით და ყველანაირად ვცდილობთ მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა მომხმარებელმა თავი განსაკუთრებულად და სასიამოვნოდ იგრძნოს “, - აღნიშნავს ლიდა სარქისიანი. 

„ლოლი პოპ კარამელსი" სამომავლოდ გაფართოებას და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.

„სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას, ახალი პროდუქციის დამატებას და დისტრიბუციით პროდუქციის გატანას რეგიონებში “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი. 

ცნობისთვის, მაღაზია ქალაქ თბილისში, ატენის #1 -ში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა