თბილისში იტალიური დიზაინისა და პრემიუმ ხარისხის მულტიბრენდული მაღაზია Principe გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ამჯერად, იტალიური დიზაინისა და პრემიუმ ხარისხის მულტიბრენდული მაღაზია Principe გაიხსნა. მაღაზია ილია ჭავჭავაძის გამზირზე №37მ, Axis Tower-ში მდებარეობს.
Principe იტალიური მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელია, რომელიც მოდის ინდუსტრიაში 60 წელზე მეტია ოპერირებს და საერთაშორისო პრემიუმ ხარისხის ბრენდებს აერთიანებს.
მაღაზიაში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა :
HUGO BOSS BIKKEMBERGS, Christian Lacroix, CERRUTI 1881, BALDESSARINI და POLICE.
კოლექციები ძირითადად მოიცავს ტყავის ნაწარმს, ფეხსაცმელს, ჩანთებსა და აქსესუარებს, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
საქართველოში Principe-ს ექსკლუზიურად წარადგენს კომპანია Gtex-ი, რომელიც ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით წარმოადგენს 8 საერთაშორისო ბრენდს, 35 ფილიალითა და 300-ზე მეტი თანამშრომლით.
„PRINCIPE მულტიბრენდული კონცეფციის მაღაზიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდებს აერთიანებს. აღნიშნული ბრენდები მსოფლიო მასშტაბით უკვე დამკვიდრებულია პრემიუმ სეგმენტში და გვჯერა, რომ მაღაზია ქართულ ბაზარზეც მოიპოვებს წარმატებას. სამომავლოდ ვმუშაობთ ისეთი ახალი ბრენდების შემოყვანაზე, რომლებიც მიეკუთვნება როგორც affordable luxury სეგმენტს, ისე mass market-სა და სპორტული ხაზის მიმართულებებს. საქართველოს ბანკი მრავალი წელია ჩვენი სტრატეგიული ფინანსური პარტნიორია. ყველა მნიშვნელოვან პროექტში გვიდგას გვერდით და სწორედ ასეთი მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ სტაბილური განვითარება”,- განაცხადა ქეთევან რამიშვილმა, კომპანია Gtex-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთ ბიზნესებთან პარტნიორობა, რომლებიც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანითა და ახალი შესაძლებლობების შექმნით ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. კომპანია Gtex ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორია, 10 წლის განმავლობაში მრავალი პროექტი განვახორციელეთ, რის შედეგადაც ქართულ ბაზარზე არაერთი საერთაშორისო ბრენდი შემოვიდა. მოხარულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება და თბილისში კიდევ ერთი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების მაღაზია გაიხსნა. მსგავსი ინიციატივები საცალო ვაჭრობის სექტორს მნიშვნელოვნად აძლიერებს და მომხმარებლებს მრავალფეროვან და ხარისხიან არჩევანს სთავაზობს”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.
სხვა სიახლეები
საქართველომ წარმატებით განახორციელა საჰაერო ხომალდის და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეოდოლოგიის დანერგვა - Airbus-ის წარმომადგენელი
12.11.2025.16:22
მეორე დღეა თბილისში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მასპინძლობით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ICAO-ს რეგიონული შეხვედრა იმართება. ICAO-ს სამუშაო შეხვედრა, რომელიც კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისთვის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიან დანერგვას.
კომპანია Airbus-ის წარმომადგენგენლის, სირილ ფაბრეს განცხადებით, საქართველომ, ICAO-ს ახალი მოთხოვნების შესაბამისად, წარმატებით განახორციელა საჰაერო ხომალდის და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის (ACR/PCR) ახალი მეოდოლოგიის დანერგვა.
მისი თქმით, საჰაერო ხომალდების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე მეტი პროცენტულობით Airbus-ის ტიპის სამგზავრო ხომალდები დაფრინავენ. განსაკუთრებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ძირითადად A321neo, A321ceo, და A320neo/ceo გვხვდება.
,,Airbus-ის მხრიდან ICAO-სთან ერთად ვმუშაობთ ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდებისა ახალი კლასიფიკაციის შეფასების სისტემის დანერგვაზე. აქ ვართ იმისთვის, რომ დეტალურად ავუსხნათ ICAO-ს წევრ ყველა ქვეყანას ახალი კლასიფიკაციის არსი. რათა შემდეგ მათ მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტებში დანერგონ,-“აცხადებს სირილ ფაბრე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, აეროპორტი შეფასდება ICAO-ს ხელოვნური საფარის ახალი შეფასების სისტემით.