მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7081.5
-0.0031
flag
AZN 1.589
0.0004
flag
CNY 38.206
-0.0029
flag
EUR 3.1522
0.0026
flag
GBP 3.6056
0.0171
flag
KZT 53.88
0.0026
flag
TRY 0.0636
0
flag
USD 2.7016
0.0006

თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა, პირველად ბაზარზე 13.7%-ით, ხოლო მეორად ბაზარზე 10.1%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

news image

2025 წლის ოქტომბერში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე წინა თვის რეკორდული გაყიდვების შემდეგ მოთხოვნა დანორმალიზდა, თუმცა გაყიდვები პირველად და მეორად ბაზარზე კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა. აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. ირკვევა, რომ მიწოდების მხარეს, წელს ჯამურად
გაცემული ნებართვების მოცულობამ მცირედით იკლო, თუმცა კვლავ მაღალ დონეზეა შენარჩუნდა - რაც მოთხოვნის დასტაბილურების მიუხედავად, კვლავ ქმნის ჭარბი მიწოდების რისკებს და ზღუდავს ფასის ზრდის
პოტენციალს.

„2025 წლის ოქტომბერში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,232 შეადგინა, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 10.1%-ით გაიზარდა (10 თვეში +1.6% წ/წ).
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 13.7%-ით გაიზარდა (10 თვეში +5.9% წ/წ).
ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), 2025 წლის ოქტომბერში გაყიდვები წლიურად 26.7%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2025
წლის 10 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა 19.6%-ით გაიზარდა, გალტ & თაგარტის სისტემური დეველოპერების გამოკითხვაზე დაყრდნობით.
2025 წლის 10 თვეში თბილისში სულ 34,204 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+13.0% წ/წ)“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის პუბლიკაციაში.

2025 წლის ოქტომბერში ნებართვა გაიცა 17 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 135,487კვ.მ.-ს შეადგენდა (-44.5% წ/წ). ჯამურად, 2025 წელს გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად
მცირედი 0.6%-ით შემცირდა და კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, შესაბამისად, გაზრდილი მიწოდების რისკები კვლავ საყურადღებოა.
„ფასები 2025 წლის ოქტომბერში, უძრავი ქონების ფასმა პირველად ბაზარზე ზრდა განაგრძო და თვიურად 0.6%-ით გაიზარდა 1,352 აშშ დოლარამდე. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა და 1,286 აშშ დოლარი შეადგინა.

ქირა 2025 წლის ოქტომბერში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი თვიურად 4.2%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგებმა კი 9.0%-ს მიაღწია“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სელფი მობაილი ქსელის სიახლეებს ახალი კამპანიით გვიყვება

05.12.2025.14:27

წელს, ქსელის გაძლიერება და განვითარება მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები სამჯერ გავზარდეთ. აპრილიდან ჩვენს კომპანიას სათავეში როსტომ ტალახაძე ჩაუდგა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობს ქსელის განვითარებას. გადავწყვიტეთ, რომ თქვენამდე ეს სიახლეები საინტერესო გზით მოგვეტანა და ქსელის განახლების კამპანია გენერალურ დირექტორს პირდაპირ სელფის სატელეკომუნიკაციო ანძიდან ვაუწყებინეთ.

აპრილიდან დღემდე, შთამბეჭდავი და, რაც მთავარია მომხმარებლისთვის ხელშესახები შედეგები გვაქვს. სელფიმ ქვეყნის მასშტაბით დაამატა 132 ახალი საბაზო სადგური და 85-ის მოდერნიზაცია მოახდინა. შედეგად, ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 25%-ით, ხოლო ქსელის გამტარუნარიანობა 32%-ით გაიზარდა.

მიღწეული პროგრესი სელფის გუნდის შრომისა და ერთგულების დამსახურებაა, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლების, რომლებიც ყველაზე გამომწვევ პირობებშიც კი უზრუნველყოფენ ქსელის უწყვეტობას, იქნება ეს დიდთოვლობა, ქარიშხალი, თუ რთული რელიეფი.

2025 წლის საკვანძო ინიციატივები და სიახლეები:

  • გავხდით ევროპაში წამყვანი ოპერატორის, Vodafone Group-ის პარტნიორი 
  • დავნერგეთ საქართველოს ტელეკომ ინდუსტრიისთვის პირველი ლოიალურობის პლატფორმა
  • დავიწყეთ თანამშრომლობა Airalo-სთან, რაც საქართველოში ტურისტებს სელფის ქსელზე მარტივ და სწრაფ წვდომას უზრუნველყოფს, რეგისტრაციის გარეშე
  • დავნერგეთ 2G ტელეფონების ჩანაცვლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 70,000 მომხმარებელი მიიღებს სრულიად ახალ ტელეფონს და ისარგებლებს გაუმჯობესებული მომსახურებით
  • წარვადგინეთ ახალი პროდუქტი Travel eSIM, რომელიც ნებისმიერი ოპერატორის მომხმარებელს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ სანდო და მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტით ისარგებლოს
  • გამოვყავით დამატებით 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ახალი სიხშირული რესურსის შეძენისთვის, რაც 4G ქსელის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ქსელზე აქამდე ჩატარებულმა სამუშაომ უკვე ჰპოვა ასახვა მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და მისი მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 15 პუნქტით გაიზარდა. ახალი ინიციატივების დამსახურებით კი, საქართველოს ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომ ოპერატორის ჯილდოც მოვიპოვეთ.

„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, მომხმარებლებისთვის შევქმნათ სტაბილური, სწრაფი და თანამედროვე ქსელი. დღევანდელი შედეგები მხოლოდ დასაწყისია - ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ინფრასტრუქტურას, ვაფართოებთ ქსელის დაფარვას და ვქმნით ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას ყოველდღიურად საგრძნობლად აუმჯობესებენ. ჩვენი ამბიციაა, სელფი იყოს არა მხოლოდ მობილური ოპერატორი, არამედ ბრენდი, რომელსაც ადამიანები ენდობიან და უყვართ,“ - როსტომ ტალახაძე, სელფის CEO

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა