მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

თბილისში Ferrari-ს ოფიციალური შოურუმი გაიხსნა

news image
mbc image

თბილისში Ferrari-ს ოფიციალური შოურუმი გაიხსნა. კომპანიის ოფიციალური პარტნიორია Nazar Holding, რომელსაც 46-წლიანი გამოცდილება აქვს საიმედოობისა და Ferrari-ს კლიენტებისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაში. Ferrari-ს უახლესი კორპორატიული იდენტობის ფარგლებში შეიქმნა კლიენტზე ორიენტირებული ახალი სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში Ferrari-ს მფლობელობის გამოცდილების ამაღლებას და აერთიანებს ბრენდის მემკვიდრეობას, კომუნიტეტს და უწყვეტ ფიზიკურ–ციფრულ გამოცდილებას.

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ექსკლუზიურად იხილონ ახალი Ferrari 849 Testarossa შესრულებისა და საინჟინრო ოსტატობის შთამბეჭდავი ნიმუში, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Ferrari-ს უწყვეტ ერთგულებას ინოვაციისა და დიზაინის სრულყოფის მიმართ. ღონისძიებაში მონაწილეობენ ალი ნაზარი, Nazar Group-ის მფლობელი, და რენო დე პაოლი, Ferrari Europe & Africa-ის ხელმძღვანელი, რაც ადასტურებს ახალი შოურუმის სტრატეგიულ როლს რეგიონში და საქართველოს პრემიუმ და მაღალწარმადიანი ავტომობილების ბაზრის ძლიერ პოტენციალს.

ალი ნაზარი, Nazar Group-ის მფლობელი | „დღეს ჩვენ მხოლოდ შოურუმს არ ვხსნით ჩვენ ხაზს ვუსვამთ დაპირებას, შევუთავსოთ Ferrari-ს მარადიული ღირებულებები თანამედროვე, ზედმიწევნით ზუსტ და პერსონალიზებულ მომსახურებას. თბილისი იმსახურებს Ferrari-ს გამოცდილებას უმაღლეს დონეზე.“

რენო დე პაოლი, Ferrari | „Ferrari Tbilisi-ს გახსნით ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციას რეგიონში პარტნიორთან ერთად, რომელიც იზიარებს ჩვენს სტანდარტებსა და ხედვას. კლიენტები ბრენდის სრულყოფილებას მხოლოდ ავტომობილებში კი არა, ყველა ურთიერთქმედებაში იგრძნობენ.“

Ferrari-ს შესახებ

Ferrari მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ლუქს ბრენდია, რომელიც აერთიანებს ავტოსპორტს, სპორტულ ავტომობილებსა და ,,ლაიფსტაილ" მიმართულებას. ამ სამივე მიმართულებაში Prancing Horse წარმოადგენს ექსკლუზიურობის, ინოვაციისა და უახლესი ტექნოლოგიური შესრულების სიმბოლოს.

ბრენდის მემკვიდრეობა და გლობალური აღიარება მჭიდროდ არის დაკავშირებული Formula 1-ის გუნდთან  Scuderia Ferrari-სთან, რომელიც ავტოსპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ გუნდად ითვლება. 1950 წელს მსოფლიო ჩემპიონატის დაარსების დღიდან Scuderia Ferrari-მ მოიპოვა 16 კონსტრუქტორთა და 15 პილოტთა მსოფლიო ტიტული.

იტალიის ქალაქ მარანელოში მდებარე სათავო ოფისიდან Ferrari ქმნის, აპროექტებს და აწარმოებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იკონურ და ამოსაცნობ ლუქს სპორტულ ავტომობილებს, რომლებიც იყიდება მსოფლიოს 60-ზე მეტ ბაზარზე.

,,ლაიფსტაილ" მიმართულებაში Ferrari ქმნის პერსონალური ლუქს პროდუქციის, კოლექციური ნივთებისა და ექსკლუზიური გამოცდილებების შერჩეულ ასორტიმენტს, რომელიც სრულად ასახავს ბრენდის დახვეწილ სტილს.

 

Nazar Group-ის შესახებ

Nazar Group წამყვანი საავტომობილო ჰოლდინგია 46-წლიანი გამოცდილებით, რომელიც ცნობილია საიმედოობითა და მომხმარებელთა მაღალი კმაყოფილების მუდმივი სტანდარტით. საქართველოში ჯგუფი უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის ავტომობილების გაყიდვისა და შემდგომი მომსახურების სერვისებს, კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებით ხარისხის, ექსპერტიზისა და ზრუნვის საფუძველზე.

დღეს Nazar Group ოპერირებს ოფისებით ბაქოში, აზერბაიჯანში, რომელიც 2004 წლიდან ჯგუფის ოპერაციულ შტაბად ფუნქციონირებს და წარმოადგენს Ferrari-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვანძო ცენტრს რეგიონში. ბაქოს ლოკაცია უზრუნველყოფს Ferrari-ს ავტომობილების გაყიდვებს, after-sales მხარდაჭერას, ტექნიკურ მომსახურებასა და სარემონტო სამუშაოებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება - თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

16.10.2026.13:20

16-25 ოქტომბერს თიბისი ტექსკოლა უფროსკლასელებს ორ ახალ, უფასო სასწავლო კურსზე იწვევს: „Python ხელოვნური ინტელექტისთვის“ და „ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე“.
თიბისიმ განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერების მოშლით საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეს, თიბისი სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლოს თანამედროვე ტექნოლოგიები და მიიღოს ხარისხიან განათლებაზე წვდომა. ტექსკოლაში სწავლა სრულად უფასოა და ონლაინ მიმდინარეობს. კურსებს შესაბამის სფეროებში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები გაუძღვებიან.
„Python ხელოვნური ინტელექტისთვის“ და „ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე“ კურსებზე, მოსწავლეები იდეიდან რეალური პროექტის შექმნამდე ხელოვნურ ინტელექტს ასისტენტად იყენებენ, სწავლობენ პრობლემების გადაჭრასა და ციფრული პროდუქტების შექმნას. პრაქტიკული გამოცდილებით ისინი განივითარებენ სისტემურ და კრიტიკულ აზროვნებას, პროექტის მართვისა და AI-ის გააზრებულად გამოყენების უნარებს, რაც საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და მომავალი პროფესიის არჩევაშიც დაეხმარებათ.
თიბისი ტექსკოლა უკვე სამი წელია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 9-12 კლასის მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. შვიდი ნაკადის განმავლობაში პროგრამას 5000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. ტექსკოლის საგანმანათლებლო პროგრამები „ჯეოლაბთან“ პარტნიორობით ხორციელდება.
გაიგე დეტალური ინფორმაცია და დარეგისტრირდი 25 ოქტომბრამდე.
თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა