თბილისში „აუგუსტის“ ახალი ფილიალი გაიხსნა
ფრანგული ბულანჟერიის ცნობილი ბრენდი ,,აუგუსტი" ქსელს აფართოებს. კომპანიამ მერვე ფილიალი თბილისში, ბელიაშვილის 43 ნომერში გახსნა, სადაც მომხმარებელს გარდა სტანდარტული ასორტიმენტისა, ასევე ადგილზე დამზადებული არტიზანული პიცა დახვდება.
„2023 წელს გავხსენით ორი ფილიალი, აღმაშენებლის გამზირსა და კრწანისის ქუჩებზე. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით და რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან დავიწყეთ თანამშრომლობა. აუგუსტი დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე დიდ საწარმოებს აერთიანებს, როგორიცაა პურ-ფუნთუშეულის საწარმო და სამზარეულო, ასევე ვფლობთ ხილის გადამამუშავებელ საწარმოს.
ჩვენს ფილიალებში იყიდება კომპანიის მიერ წარმოებული კომპოტი, ჯემები, წვენები და ხილის სხვა ნაწარმი. საწარმოში მზადდება არტიზანული პური, ფრანგული ხაზი-კრუასანები, ფუნთუშები, სალათები და სენდვიჩები, რომლებიც ყოველდღე, დღეში ორჯერ იგზავნება აუგუსტის ფილიალებში“, - ამბობს Business Insider Geoorgia-სთან „აუგუსტის“ თანადამფუძნებელი ქრისტინე მორჩილაძე.
ამ ეტაპზე აუგუსტი 8 ფილიალით არის წარმოდგენილი და 5 წელია რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ჩემპიონატი ტრადიციულად სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
07.04.2026.13:12
2026 წლის ზამთრის საშეჯიბრო სეზონი საქართველოს ჩემპიონატით დაიხურა. ჩემპიონატი სლალომსა და გიგანტურ სლალომში გუდაურში, კუდების ტრასაზე გაიმართა. ძლიერი ქარის და ნისლის მიუხედავად, საშეჯიბრო საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტული კლუბების მწვრთნელებთან ერთად, უზრუნველყვეს შეჯიბრის წარმატებით ჩატარება.
თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის სპორტული სკოლების აღსაზრდელებმა ჩემპიონატში მონაწილეობის მანდატი რეგიონულ ეტაპებზე მიღებული მაღალი ქულებით მოიპოვეს. 5 აპრილს კი გამოვლენილი პრიზიორების და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ტრადიცია გაგრძელდა და გუდაურის დამაარსებლის, სოლიკო ხაბეიშვილის პრიზი გადაეცა სპორტსმენს, რომელმაც შეჯიბრში საუკეთესო დრო აჩვენა. წელს სოლიკოს თასი ბაკურიანელ ნინო გეორქოვს ერგო.
ყოველწლიურად, სილქნეტის უწყვეტი მხარდაჭერით, M.T.A („ემ თი ეი“) -ის თანაორგანიზებით, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მართავს საქართველოს თასის ეტაპებს და საქართველოს ჩემპიონატს. ზამთრის კურორტებზე სპორტული ღონისძიებების წარმატებით ჩატარებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მონაწილეობენ.
სეზონზე, რეგიონული თასის ეტაპების და საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, ახალი თაობის სპორტსმენების აღმოჩენას და აღზრდას უწყობს ხელს. საქართველოსთვის საეტაპო იყო 2023 წელი, როცა სილქნეტის თანადგომით, ბაკურიანმა ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, რამაც მეტი ცნობადობა შესძინა ქვეყანას გლობალურ ასპარეზზე.