მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

თბილისში 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით PARAGRAPH TABORI გაიხსნა

news image
ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობა თავისი შინაარსით გამორჩეულია ჩვენი ქვეყნისთვის, “პარაგრაფ თაბორი” ორიენტირებულია იმაზე, რომ ახალი ბიძგი მისცეს შესაბამისი ქალაქის, რეგიონის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით „პარაგრაფ თაბორი“ თავისი მასშტაბით, ამბიციითა და შინაარსით, ახალ, ძალიან მნიშვნელოვან თავს წერს დედაქალაქის თანამედროვე ისტორიაში.
„მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის ინიციატორს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ამ იდეის სულისჩამდგმელი. ეს პროექტიც არის მისი საქველმოქმედო საქმიანობის მორიგი გამოვლინება და გამოხატულება. ყველა ანალოგიური პროექტი გამოირჩევა იმით, რომ ის არის ორიენტირებული, არა ფინანსური მოგების მიღებაზე, არამედ იმაზე, რომ ახალი ბიძგი მისცეს შესაბამისი ქალაქის, რეგიონის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას. სწორედ ამით გამოირჩევა „პარაგრაფ თაბორის“ პროექტიც. ეს კომპლექსი, რომელიც მსოფლიო დონის ბრენდის - „მარიოტის“ „ავტოგრაფ ქოლექშენის“ ნაწილია, თბილისს ამკვიდრებს ევროპული დონის, პრემიუმ კლასის ტურისტულ და საქმიან ცენტრად.
„პარაგრაფ თაბორი“ თანამედროვე არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების საინტერესო სინთეზს წარმოადგენს. თბილისში პირველი, უმაღლესი დონის გოლფის კლუბი, გამორჩეული სპა-კომპლექსი და ინოვაციური საბაგირო გზა, რომელიც მას ქალაქის გულთან, თავისუფლების მოედანთან აკავშირებს, მას რეგიონისთვის უნიკალურ პროექტად აქცევს“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, სასტუმროში, გოლფის მოედანსა და საბაგიროში ჯამურად განხორციელებული 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია არის პირდაპირი, გრძელვადიანი დაბანდება დედაქალაქის და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ მომავალში.
„ეს ინვესტიცია, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.
აღსანიშნავია, რომ „პარაგრაფ თაბორი“ არ არის ერთეული პროექტი. ის არის „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ მიერ შექმნილი სასტუმროების ქსელის ნაწილი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს თბილისში, სიღნაღში და მალე აბასთუმანსაც მოიცავს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო მისი ამ ინიციატივის განხორციელებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ტურიზმის განვითარების ფონდს, თითოეულ არქიტექტორს, ინჟინერსა და მშენებელს, ვინც ამ ამბიციური იდეის ხორცშესხმაში იყო ჩართული და ვინც ამ პროექტის განხორციელებაში წვლილი შეიტანა.
„პარაგრაფ თაბორი“ ჩვენს დედაქალაქს ახალ ხიბლსა და ენერგიას შესძენს და ქალაქის თანამედროვე განვითარების მისაბაძ მაგალითს შექმნის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სასტუმრო „პარაგრაფ თაბორი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან, ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან, თანაინვესტირების ფონდის გენერალურ დირექტორ დავით გალუაშვილთან და სასტუმროების მართვის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ტოგონიძესთან ერთად გახსნა.
ღონისძიებას „მარიოტის“ რეგიონული დირექტორი შენერ სოიულე, „მარიოტისა“ და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მთავრობის მეთაურმა და ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა ახლად გახსნილი სასტუმრო დაათვალიერეს.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ესტუმრა

02.10.2025.20:26

ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ. 

ინვესტორები  საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი  კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“  „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა