მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

თბილისის ცენტრში 30 მილიონიანი მრავალფუნქციური კომპლექსის Capital Square-ის მშენებლობა დაიწყო

news image

თბილისის ურბანულ რუკაზე ახალი, მაღალი კლასის მრავალფუნქციური პროექტი ჩნდება, რომელიც დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს. მერაბ ალექსიძის N9-ში, გმირთა მოედნიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, კომპანია „საბურთალო ფიჭვები“ Capital Square-ის მშენებლობას ახორციელებს.

ვაკისა და ისტორიული უბნების გასაყარზე მდებარე პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული და რეკრეაციული სივრცეების ერთიან, ჰარმონიულ გარემოში გაერთიანებას.

დეველოპერმა პრემიუმ კლასის მშენებლობის მაღალი სტანდარტი უკვე დაამკვიდრა ლისის პრესტიჟულ დასახლებაში განხორციელებული სამი წარმატებული პროექტით. სწორედ მსგავს გამოცდილებებს ეფუძნება Capital Square-ის კონცეფციაც, 22-სართულიანი შენობის არქიტექტურული გადაწყვეტა სრულად არის მორგებული არსებულ გარემოს და ორგანულად ერწყმის იმ ურბანულ არეალს, სადაც კომპლექსი შენდება. ენერგოეფექტურობისა და თანამედროვე ვიზუალური ელემენტების სინთეზი პროექტს არა მხოლოდ ფუნქციურს, არამედ ქალაქის ამ ნაწილისთვის ახალ არქიტექტურულ ორიენტირად აქცევს.

„ჩვენი გამოცდილება დეველოპმენტში 13 წელს ითვლის. ამ პერიოდში წარმატებით განვახორციელეთ მაღალი კლასის პროექტები და კარგად გვესმის ამ სეგმენტის სპეციფიკა. Capital Square არის ექსკლუზიური კომპლექსი, რომელზეც მუშაობისას განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ხარისხზე, მწვანე არქიტექტურასა და ინოვაციურ გადაწყვეტებზე. ჩვენ ვქმნით სივრცეს წარმატებული ადამიანებისთვის, რომლებიც დროს სწორად აფასებენ და მომავალზე ორიენტირებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს დღესვე იღებენ”, - აცხადებს კომპანიის მმართველი პარტნიორი ბათია ჯანაძე.

პროექტის მასშტაბურობასა და საიმედოობაზე მისი ფინანსური მხარეც მეტყველებს. საერთო ინვესტიცია 30 მილიონ ლარს შეადგენს. Capital Square  სრულად არის დაფინანსებული „თიბისი ბანკის“ მიერ, რაც მშენებლობის პროცესის სტაბილურობისა და ფინანსური სანდოობის გარანტიაა.

Capital Square -ის სიახლოვეს მდებარე მუნიციპალური პარკი და კომპლექსის შიდა, 2500 კვ.მ-ის ფართობის კეთილმოწყობილი ეზო მობინადრეებისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ქმნის. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ შიდა ტერიტორია სრულად იქნება თავისუფალი ავტომობილებისგან, რაც უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს.

პროექტი მოიცავს :

• საცხოვრებელ ნაწილს დამოუკიდებელი ლობითა და კონსიერჟის მომსახურებით;
• A კლასის ბიზნესცენტრს, დამოუკიდებელი ლიფტებითა და შესასვლელით;
• კომერციულ სივრცეებს;
• დახურულ საცურაო აუზს;
• სავარჯიშო დარბაზს;
• მიწისქვეშა ავტოსადგომებს;
• ელექტრომობილების დასამუხტ სივრცეს;
• ღია საბავშვო მოედანსა და მოსასვენებელ სივრცეებს.

გაყიდვების საწყის ეტაპზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ექსკლუზიური სტატუსი, რაც მოიაზრებს ინდივიდუალურ შეთავაზებებს.

Capital Square – არის პროექტი რომელიც ნერგავს მომავლის საცხოვრებელ და საინვესტიციო სტანდარტს რეალურ დროში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი

11.03.2026.18:26

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.

მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.

ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.

„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.

თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.

ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა