თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შენელებული რჩება, რაც მყიდველების სიფრთხილეს ასახავს - Galt & Taggart
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შენელებული რჩება, რაც მყიდველების სიფრთხილეს ასახავს. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში „თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული. მიმოხილვის თანახმად, მიწოდების მხარეს, 2025 წლის პირველ კვარტალში შენელდა გაცემული ნებართვების მოცულობაც. პირველად ბაზარზე ფასები კვლავ მზარდია, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ზრდის ტემპი 2024 წელთან შედარებით შენელებულია.
2025 წლის მარტში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,078 შეადგინა, რაც წინა წლის მარტის გაყიდვებზე 2.9%-ით მეტია, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 2.9%-ით შემცირდა.
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 9.8%-ით გაიზარდა. აღნიშნული გამოწვეულია რამდენიმე პროექტში წარსულში გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერადი ეფექტით.
„ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) შედეგებიც მეორადი ბაზრის მსგავსად შენელებას აჩვენებს. 2025 წლის მარტში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 11.3%-ით შემცირდა. 2025 წლის პირველ კვარტალში, თბილისში სულ 9,286 ბინა გაიყიდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 671.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (-1.1% წ/წ)“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
Galt & Taggart-ის თანახმად, გაცემული ნებართვების მოცულობა 2025 წლის იანვარში დაფიქსირებული კლების შემდეგ აღდგა და თებერვალი-მარტში გაიზარდა. მარტში გაიცა 17 მშენებლობის ნებართვა საცხოვრებელ პროექტებზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 160,975 მ2 -ს შეადგენდა (+7.3% წ/წ). საერთო ჯამში, გაცემული ნებართვების მოცულობა 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით 7.4%-ით შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა 2023 წლამდე დონესთან შედარებით.
2025 წლის მარტში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.4%-ით გაიზარდა და 1,330 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი ზედიზედ მეორე თვის განმავლობაში შემცირდა და 2025 წლის მარტში თვიურად 1.9%-იანი კლების შემდეგ $1,220 შეადგინა.
2025 წლის მარტში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი თვეში მცირედით, 0.3%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.5 აშშ დოლარი შეადგინა. ქირის საშუალო წლიური ამონაგები 8.6% იყო.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
21.05.2025.18:05
20-22 ივნისს თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს. ის სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ტექნოლოგიის სფეროს ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს გააერთიანებს. ხელოვნური ინტელექტი (AI), ფინტექი (FinTech) გეიმინგი, WEB3, აგროტექნოლოგიები (AgriTech) მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი (E-Sport) - ეს არის მიმართულებები, რომლებზედაც ტექპროფესიონალები ღონისძიების ფარგლებში ისაუბრებენ.
Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მხარდამჭერია „თეგეტა ჰოლდინგი“. კომპანიამ წლებია, ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესმოდელისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფუნდამენტად აქცია. ღონისძიების მონაწილეებს „თეგეტას“ დიგიტალ ტრანსფორმაციისა და ციფრული პროდუქტების, მათ შორის Tegeta app-ის შესახებ ინფორმაციას, ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი გაუზიარებს. ნიკა კოხოძე 21 ივნისს Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარ ღონისძიებაზე - Shaping the New Era გამოვა სიტყვით.
ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „თეგეტასთვის“ ციფრული ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ პროექტი — ესაა ბიზნესის განვითარების ძირითადი ღერძი. გვიხარია, რომ Global Tech Weekend Tbilisi 2025 ფარგლებში საშუალება მოგვეცემა, ტექსფეროს წარმომადგენლებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში შევქმენით მონაცემთა ერთიანი სტრუქტურა, მოვახდინეთ პროცესების ავტომატიზაცია, ციფრულ პროდუქტებზე აქცენტით.
Tegeta App სწორედ ამ ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვას უმარტივებს. ის არის ერთგვარი ციფრული ასისტენტი, შენი მანქანის პერსონალური მენეჯერი. ეს აპლიკაცია მხოლოდ „თეგეტას“ მომხმარებლებისთვის არ შეგვიქმნია, ის იქნება ერთიანი პლატფორმა ყველა ავტომფლობელისთვის საქართველოში, მომავალში — რეგიონშიც.
Global Tech Weekend Tbilisi 2025-ი შესაძლებლობას მოგვცემს, საფუძველი ჩავუყაროთ პროფესიულ კომუნიკაციას, მივიღოთ უკუკავშირი იმ ადამიანებისგან, ვინც არა მხოლოდ გვისმენს, არამედ ხედავს განვითარების გლობალურ ტენდენციებსა და შესაძლებლობებს“.
Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით Shaping the New Era 21 ივნისს, Radio City | District 4-ში ჩატარდება და მას 3000-ზე მეტი სტუმარი, 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და სხვადასხვა ქვეყნიდან 80 სპიკერი დაესწრება. Radio City | District 4-ში ქართველი და უცხოელი წამყვანი ტექპროფესიონალები სხვადასხვა სცენაზე წარდგებიან: მოეწყობა მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა მცირე სცენა, Arrival Lab-სცენა, Co-Working სივრცე, მედიასივრცე და Chillout ზონა და სხვა. ბილეთების გაყიდვა მთავარი ღონისძიებისთვის უკვე დაწყებულია. სრული განრიგი კი ეტაპობრივად დაანონსდება.
ღონისძიების პირველ და მესამე დღეს, Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის ქოლგის ქვეშ, არსებული Community Partner-ები თბილისის მასშტაბით ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა უნიკალურ Side Event-ს გამართავენ.
Global Tech Weekend Tbilisi 2025-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს, სურს, შეხვდეს ინვესტორებს და გაიცნოს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები. გარდა ადგილობრივი მონაწილეებისა, ღონისძიება უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რაშიც აქტიურად არიან ჩართულები GTWT 2025-ის ბრენდელჩები – საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ათი პროფესიონალი, რომელთა მხარდაჭერით სხვადასხვა ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელება და სტუმრების მოწვევა ხდება.
--
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.