თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა დასტაბილურდა - თიბისი კაპიტალის უფროსი ვიცე პრეზიდენტის შეფასება
გაყიდვების ნაწილში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა დასტაბილურდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან თიბისი კაპიტალის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2024–2025 წლებში გაყიდვების დიდი ზრდა აღარ არის, რადგანაც ის ეფექტები, რაც მაღალ ზრდას განაპირობებდა, ამოწურულია.
„ფაქტი ისაა, რომ მიმდინარე წლის 8 თვეში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა გაზრდილია 0.5%-ით. რაც შეეხება ფასებს, ის აგვისტოში თვიურ ჭრილში გაზრდილია 4%-ით. ზოგადად, თვე-თვეზე ფასებში დიდი ზრდა არ არის.
გაყიდვების ნაწილში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა დასტაბილურდა. დასტაბილურებაში ვგულისხმობთ იმას, რომ ბაზარი ისე ძლიერად აღარ იზრდება, როგორც იზრდებოდა 2022–2023 წლებში. თუმცა ის მაინც რჩება მაღალ დონეზე. 2024 წელი ახლოს იყო 2023 წლის მაჩვენებლებთან – მცირედით ჩამოუვარდებოდა. პიკური ზრდის პერიოდი აღარ არის და არც იყო მოსალოდნელი ჩვენი გათვლებით.
მიზეზი ის იყო, რომ 2022 წელს უძრავი ქონების ბაზარი ორმა ფაქტორმა გაააქტიურა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – მიგრანტების შემოდინება. მიგრანტების შემოდინებამ ქირაზე გააჩინა მოთხოვნა, ასევე გარკვეულწილად – ყიდვაზეც. ანუ მიგრანტები უმეტესწილად ქირაობდნენ და ყიდულობდნენ შედარებით ნაკლებად. თუმცა ქირაზე რომ ძლიერი მოთხოვნა გაჩნდა, ამის გამო გაჩნდა მოთხოვნა ბინებზე, რომ შეესყიდათ ადამიანებს და შემდეგ გაექირავებინათ. ამიტომ მოთხოვნა განსაკუთრებულად ძლიერი იყო 2023–2024 წლებში.
კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც უძრავი ქონების ბაზარი გააქტიურებული იყო, ეს იყო პოსტპანდემიური მოთხოვნა. 2021–2022 წლებში პანდემიის გამო მოთხოვნა სუსტი იყო. შემდეგ გადაიარა ამ პანდემიამ და ეს დაგროვილი მოთხოვნაც წამოვიდა.
2024–2025 წლებში კი უკვე ვხედავთ, რომ დიდი ზრდა აღარ არის - პანდემიის ეფექტი ამოწურულია, მიგრანტების ეფექტიც ამოწურულია და ქვეყანამ მიგრანტების დამატებითი ტალღები აღარ მიუღია. ახლა პირიქით - ნაწილობრივ გადიან, სხვადასხვა ქვეყნებს შეიძლება ირჩევდნენ“, - განმარტავს თიბისი კაპიტალის უფროსი ვიცე პრეზიდენტი.
ირინა კვახაძე ამბობს, რომ თბილისში უძრავი ქონების გაყიდვებში მხოლოდ 20% მოდის არარეზიდენტებზე, ხოლო ბათუმის მაგალითზე ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
„საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მყიდველები შეიძლება გავყოთ ორ ძირითად ნაწილად: საქართველოს მოქალაქეები/საქართველოს რეზიდენტები და არარეზიდენტები. მიგრანტები ძალიან ცოტა ხანი - 2022–2023 წლებში იყვნენ მყიდველები და პატარა წილი ჰქონდათ, თუმცა გაქირავების ბაზარზე დიდი წილი შექმნეს და დღესაც ქმნიან. მაგრამ გაყიდვების ნაწილში მათი წილი ძალიან პატარაა - თუ არ ვცდები, 3% იყო.
რაც შეეხება არარეზიდენტების გაყიდვებს - თბილისში დაახლოებით 80% რეზიდენტებზე მოდის, ხოლო 20% - არარეზიდენტებზე. ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი დიდწილად დამოკიდებულია არარეზიდენტებზე - დაახლოებით 60-70% უცხოელებზე იყიდება და დანარჩენი - საქართველოს მოქალაქეებზე“, - ამბობს თიბისი კაპიტალის უფროსი ვიცე პრეზიდენტი.
მისივე თქმით, თბილისის მაგალითზე უძრავი ქონების ბაზარზე შესყიდვით არარეზიდენტების კუთხით საკმაოდ აქტიურობენ: რუსეთი, ისრაელი, სპარსეთის ყურე და ევროპა.
„ყველაზე მეტი მოთხოვნა არის შემდეგ უბნებზე: დიდი დიღომი, ისანი და საბურთალო. თუმცა აქ საუბარი იმაზე არაა, რომ დიდი მოთხოვნაა და დიდი არჩევანია და გინდა თუ არა, ყველა იქით მიდის – არაა ასე. როდესაც მიწოდება ჩნდება ახალ უბანში, იქ მოთხოვნაც იზრდება. ვაკე, მთაწმინდა და ვერა თითქმის ათვისებულია და ახალი შეთავაზებები, რაც დრო გავა, ნაკლებად იქნება. ამიტომ ამ კონკრეტულ უბნებში პირველად ბაზარზე გაყიდვებიც ნაკლები იქნება“, – აცხადებს თიბისი კაპიტალის უფროსი ვიცე პრეზიდენტი.
თიბისი კაპიტალის ცნობით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება აგრძელებს ზრდას და კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრდება. 2025 წლის 8 თვეში გაცემული პროექტების დაახლოებით 60% უკვე მშენებლობის ფაზაშია. იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვები 878 კვ.მ საცხოვრებელ ფართობზეა გაცემული და წლიური ცვლილება 24%-ს შეადგენს.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი 115%-ით გაიზარდა, მთავარ საექსპორტო ბაზრად კი თურქეთი ჩამოყალიბდა
სხვა სიახლეები
10.10.2025.18:27
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვისაც პროფესიის ცვლილება ან/და კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, ახალ პროექტს ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში და დაეუფლონ სასურველ პროფესიას სრული დაფინანსებით.
პარტნიორ აკადემიებს შორისაა თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool), სადაც სტიპენდიის მიღებას დაინტერესებული პირები მათთვის საინტერესო მიმართულებაზე შეძლებენ.
ამისათვის, მათ უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი და გაიარონ გასაუბრება.
აპლიკაციების მიღება 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge
თბილისის კომუნიკაციის სკოლა უკვე მე-8 წელია ქმნის ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს აქტუალურ დარგებში, რომელიც კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს იყვნენ კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე.
ამ ეტაპზე სკოლა აერთიანებს 30+ პროგრამას ხელოვნური ინტელექტის (AI), მონაცემების, მარკეტინგის, დიზაინის, IT მენეჯმენტისა და პროგრამირების მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტთა კმაყოფილების დონე (CSAT) 96%-ია, ხოლო კურსის წარმატებით დასრულების მაჩვენებელი თითქმის 80% აღწევს.
კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები კურსდამთავრებულთა კლუბში ირიცხებიან, რომლის ფარგლებშიც სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებით, დახურული ღონისძიებებითა და კომპანიის პარტნიორების შეთავაზებებით.
სკოლის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და კურსების ჩამონათვალს შეგიძლია გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.commschool.ge
პროგრამები განსხვავდება ფორმატის, ხანგრძლივობისა და შინაარსის მიხედვით და თითოეული მათგანი დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებას.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge