მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.8
-0.0052
flag
AZN 1.5277
0
flag
CNY 38.935
-0.0004
flag
EUR 2.9082
-0.0008
flag
GBP 3.4665
-0.0084
flag
KZT 57.36
-0.0009
flag
TRY 0.0522
0
flag
USD 2.5966
-0.0005
news banner

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა დასტაბილურდა - TBC Capital

news image
mbc image

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა დასტაბილურდა, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ სექტორულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

თიბისი კაპიტალის ცნობით, ტრანზაქციების რაოდენობამ 8 თვეში 25,219 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

როგორც თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული, მოთხოვნასთან ერთად დასტაბილურდა უძრავი ქონების გასაყიდი ფასიც.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები უახლოვდება ევროპის რიგ ქვეყნებში არსებულ დონეს.

„თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ქირა განაგრძობს შემცირებას. ქირის შემცირებასთან ერთად მცირდება ამონაგები უძრავ ქონებაზე.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება აგრძელებს ზრდას და კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრდება. 2025 წლის 8 თვეში გაცემული პროექტების დაახლოებით 60% უკვე მშენებლობის ფაზაშია.

2024 წლის მეორე კვარტლიდან, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი „მცირედი გადაჭარბების“ ზონაშია, თუმცა ინდექსი დაღმავალია და სტაბილური ბაზრის ფაზაში შედის“, - აღნიშნულია „სექტორულ მიმოხილვაში“. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ პასუხობს RENÉ მომხმარებლის მოთხოვნებს და რა მიმართულებებით გეგმავს განვითარებას

27.10.2026.14:00

RENÉ თანამედროვე იტალიური რესტორანია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2025 წლიდან ოპერირებს. კომპანია განვითარების პროცესს აგრძელებს და განსაკუთრებულ ყურადღებას მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, მენიუს დახვეწასა და კერძო და ჯგუფური ღონისძიებების მიმართულების განვითარებას უთმობს. მიმდინარე სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia RENÉ-ს რესტორატორს, საერთაშორისო ჰოსპიტალიტის პროექტების ინვესტორსა და Vapiano-ს ფრენჩაიზის წარმომადგენელს საქართველოში, ტატო ხოკერაშვილსა და მის მეუღლეს, მარიამ კოხრეიძეს ესაუბრა.

რა შეიცვალა კომპანიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში და რა არის კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

RENÉ-ს განვითარება მუდმივი პროცესია. ჩვენი მთავარი მიზანია, სტუმრებს შევთავაზოთ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის იტალიური სამზარეულო, არამედ განსაკუთრებული გარემო და მომსახურება.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, მენიუს დახვეწასა და სტუმრების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას.

ჩვენთვის RENÉ მხოლოდ იტალიური რესტორანი არ არის. ეს არის სივრცე, სადაც იტალიური გასტრონომია, დახვეწილი ინტერიერი და სასიამოვნო ატმოსფერო ერთიანდება.

როგორ აფასებთ ამ ეტაპზე მომხმარებლის მოთხოვნას და რა ცვლილებებს ხედავთ სტუმრების ინტერესებსა და არჩევანში?

ჩვენი დაკვირვებით, მომხმარებლის მოთხოვნები მუდმივად ვითარდება. დღეს სტუმრები მხოლოდ გემრიელ კერძს აღარ ეძებენ - მათთვის მნიშვნელოვანია სრული გამოცდილება, რომელიც მოიცავს ხარისხიან მომსახურებას, სასიამოვნო გარემოსა და დეტალებზე ყურადღებას.

განსაკუთრებით იზრდება ინტერესი ხარისხიანი იტალიური სამზარეულოსა და ისეთი სივრცეების მიმართ, სადაც შესაძლებელია როგორც საქმიანი შეხვედრის, ისე ოჯახური ვახშმისა თუ მეგობრებთან დროის გატარების ორგანიზება.

RENÉ-ს კონცეფციაც სწორედ ამ მოთხოვნებზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, თითოეულ სტუმარს შევუქმნათ მიზეზი, რომ კვლავ დაგვიბრუნდეს.

როგორია მოთხოვნა ჯგუფურ და კერძო ღონისძიებებზე და რა შესაძლებლობებს ქმნის ეს მიმართულება RENÉ-სთვის?

ჯგუფური და კერძო ღონისძიებები RENÉ-სთვის განვითარების ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა.

რესტორნის კონცეფცია საშუალებას გვაძლევს, სტუმრებს შევთავაზოთ გარემო სხვადასხვა ტიპის ღონისძიებისთვის - იქნება ეს დაბადების დღე, ოჯახური შეკრება, კორპორაციული ვახშამი თუ საქმიანი შეხვედრა.

ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინდივიდუალურ მიდგომას, მენიუს სწორად შერჩევასა და მომსახურების ხარისხს.

ვფიქრობთ, კერძო ღონისძიებების მიმართულებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ მის განვითარებაზე.

რა არის კომპანიის მთავარი გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის და განიხილება თუ არა ახალი ლოკაციის დამატება ან განვითარების სხვა მიმართულებები?

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი RENÉ-ს არსებული კონცეფციის გაძლიერება, მომსახურების ხარისხის მუდმივი განვითარება და ბაზარზე პოზიციების გამყარებაა.

ამასთან, ყოველთვის ვაკვირდებით ბაზრის შესაძლებლობებს და განვიხილავთ განვითარების სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის ახალი ლოკაციების პერსპექტივასაც.

თუმცა ჩვენთვის გაფართოება მხოლოდ ახალი ობიექტის გახსნას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ახალი პროექტი სრულად შეესაბამებოდეს RENÉ-ს სტანდარტებსა და ფილოსოფიას.

ჩვენი მიზანია, RENÉ ჩამოყალიბდეს ძლიერ, ცნობად და გამორჩეულ იტალიურ რესტორნის ბრენდად ქართულ ბაზარზე.

ინფორმაციისთვის, RENÉ ილო მოსაშვილის N11-ში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა