მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია სს „გეფას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image

თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია სს  „გეფას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც   თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამგეობას ან მერიას მედიკამენტების საჭიროების თაობაზე მიმართავენ,  „გეფას“ ნებისმიერი აფთიაქიდან კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტები დამატებითი ფასდაკლებით გაიცემა. 

სს „გეფა“ წარმოადგენს მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.  

დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა.

ხელმოწერის ცერემონიალი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.

მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ და ფარმაცევტული კომპანია  სს „გეფას“ სპეციალური პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა დავით სულაბერიძემ  მოაწერეს.

როგორც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, განაცხადა, გაფორმებული დოკუმენტი ეხმარება მოქალაქეებს უფრო სრულყოფილად მიიღონ ის სერვისები, რომლებსაც მათ თბილისის მუნიციპალიტეტი აწვდის. 

„გაფორმდა მემორანდუმი სს „გეფასთან“, რომელიც რამდენიმე აფთიაქს - „ჯი-პი-სი“, „ფარმადეპო“ და „ლურჯი ჯვარი“ - აერთიანებს. მემორანდუმის თანახმად, ფასდაკლების დღეების ნაცვლად, მთელი კვირის განმავლობაში მედიკამენტებზე  ფასდაკლებით  ისარგებლებს ყველა ის მომხმარებელი, რომლებიც ქალაქ თბილისის მერიას ან გამგეობას მიმართავენ“,   -  განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. 

თანამშრომლობა ხორციელდება მერიისა და რაიონული გამგეობების სოციალური პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მოქალაქეთა სამედიცინო და სხვა საჭიროებების მხარდაჭერას ითვალისწინებს. 

მემორანდუმის თანახმად, სს „გეფა“ იღებს ვალდებულებას  კალკულაციები გასცეს მედიკამენტებზე დამატებითი ფასდაკლებით კვირის ნებისმიერ დღეს. კერძოდ,  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქვეპროგრამის  „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებებისა“ და  „თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების  „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ქვეპროგრამების ფარგლებში  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის კალკულაციები გაიცემა დამატებითი ფასდაკლებით კვირის ნებისმიერ დღეს.

როდესაც თბილისში რეგისტრირებული მოქალაქე გამგეობას ან მერიას მედიკამენტების საჭიროების შესახებ განცხადებით მიმართავს,  მისთვის „გეფას“  ნებისმიერ აფთიაქში კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტი გაიცეს დამატებითი ფასდაკლებით. 

ხელმოწერის ცერემონიალს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე, საკრებულოს ფრაქციის „ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს წევრები ქეთევან ჭავჭანიძე და შალვა პერანიძე ესწრებოდნენ. 

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და 1 წლის ვადით არის ძალაში.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია „მეღვინეობა ჯობავას“ განვითარების გზა და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

06.04.2026.18:00

„მეღვინეობა ჯობავა“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარე საოჯახო მეღვინეობაა, რომელმაც საქმიანობა 2013 წელს დაიწყო. დამატებითი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორი თაკო ჯობავას ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა - როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

როგორც ჩვენი სახელწოდება მიანიშნებს, “მეღვინეობა ჯობავა” საოჯახო მეღვინეობაა. წარმოშობით აფხაზეთიდან ვართ, სადაც ჩვენი წინაპრები ღვინოს აყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს აფხაზეთის დატოვება მოუწია, ვაზისა და მეღვინეობის სიყვარული არ დაგვიკარგავს. სწორედ ამ სიყვარულმა დაგვაბრუნა ამ საქმეში და 2013 წლიდან დავიწყეთ ვაზის და ვენახების კულტივაცია.

წლების განმავლობაში ეტაპობრივად გავაფართოვეთ ვენახები და გავაშენეთ სხვადახვა ენდემური ქართული ჯიშები. ეს ისტორია ჩვენს ბრენდს განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებს - ჩვენთვის მეღვინეობა მხოლოდ ბიზნესი არ არის, ეს ქართული კულტურისა და ტრადიციის შენარჩუნების გზაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი დევიზია - “ღვინო, რომელიც გვაერთიანებს”.

2013-2022 წლებში ჩვენი ძირითადი ფოკუსი მევენახეობა იყო. 2022 წლიდან კი დავიწყეთ ღვინის ჩამოსხმა და სრულფასოვანი წარმოება. დღეს ჩვენი მეღვინეობა და თანამედროვე სტანდარტების საწარმო ფუნქციონირებს კახეთში, სოფელ შილდაში, ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში.

საწარმო აღჭურვილია თანამედროვე იტალიური დანადგარებით. ღვინის დავარგებისათვის ვიყენებთ საფრანგეთში დამზადებულ და სპეციალურად ჩამოტანილ მუხის კასრებს. ქვევრები ტრადიციული მეთოდით, ადგილობრივად ხელნაკეთია. ამასთან, გვაქვს საკუთარი ლაბორატორია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოთ ხარისხი როგორც ყურძნის მიღებისას, ისე ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე. შესაბამისად, სრულად ვაკონტროლებთ პროცესს - ვენახიდან ბოთლამდე.

ჩვენ ვაერთიანებთ ქართულ ტრადიციულ ქვევრის მეთოდს, კახურ ტექნოლოგიასა და თანამედროვე ევროპულ მეთოდებს, რის შედეგადაც მომხმარებელს ვთავაზობთ 15 სახეობის პრემიუმ ხარისხის ღვინოსა და 2 სახის ჭაჭას. უახლოეს პერიოდში კი, მომხმარებელს ახალ პროდუქტს - ბრენდსაც წარვუდგენთ.

ჩვენი მიზანია, თითოეულ ბოთლში გადმოვცეთ ქართული ღვინის კულტურა, ისტორია და გემო.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი და რამდენი სახეობის სასმელს მოიცავს?

ჩვენი პორტფოლიო დღეს მოიცავს 15 სახეობის პრემიუმ ხარისხის წითელ და თეთრ ღვინოს, რომელიც აერთიანებს როგორც კლასიკურ ევროპულ, ისე ტრადიციულ ქვევრისა და მუხის კასრის მეთოდით დაყენებულ პროდუქტებს.

ასორტიმენტი დაფუძნებულია ქართულ ენდემურ ჯიშებზე: საფერავი, რქაწითელი, ქისი და კახური მწვანე, რაც თითოეულ ღვინოს ანიჭებს ავთენტურ ხასიათს და მკაფიოდ გამოხატავს კახეთის ტერუარს. ქინძმარაულის მიკროზანაში მდებარეობა კი ამ უნიკალურობას კიდევ უფრო აძლიერებს.

2023 წლიდან პორტფოლიო გავაფართოვეთ და ასორტიმენტს დავამატეთ ჭაჭა - როგორც კლასიკური, ისე კასრში დავარგებული ოქროსფერი. აღნიშნულმა მომხმარებელს საშუალება მისცა კიდევ უფრო სრულად გაცნობოდა ქართული ყურძნისეული სასმელების მრავალფეროვნებას.

ამასთან, მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმენტის განვითარებაზე. უახლოეს პერიოდში მომხმარებელს შევთავაზებთ როგორც ღვინის ახალ სახეობებს, ისე ბრენდის. აღსანიშნავია, რომ ბრენდი უკვე სამი წელია ფრანგულ მუხის კასრში ვარგდება და წელს პირველად ჩამოისხმება.

ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია, ამიტომ ასორტიმენტის გაფართოებას დიდი სიფრთხილით ვუდგებით, რათა თითოეულ ახალ პროდუქტში დამახასიათებელი პრემიუმ სტანდარტი შევინარჩუნოთ.

ეს მიდგომა აისახება ჩვენს შედეგებშიც - ჩვენს ასორტიმენტში არსებული თითქმის ყველა ღვინო არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ჯილდოს მფლობელია.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი უპირატესობა ხარისხია, რომელიც ტრადიციისა და ინოვაციის სინერგიით მიიღება. ვმუშაობთ უნიკალურ ტერუარზე, ქინძმარაულის მიკროზონაში, ვიყენებთ ქართულ ენდემურ ჯიშებს და ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ გამორჩეული ხარისხის ღვინო.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი კოშერული ღვინის მიმართულება. ისრაელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვაწარმოებთ ქართული კოშერული ღვინის ყველაზე ფართო ასორტიმენტს, რომელიც სრულად შეესაბამება ქაშრუტის უმაღლეს დონეს.

კოშერული ღვინის წარმოება მოითხოვს განსაკუთრებულ კონტროლს თითოეულ ეტაპზე: ვენახიდან ბოთლამდე პროცესში ჩართულია სპეციალურად სერტიფიცირებული პერსონალი და დაცულია მკაცრი რელიგიური და ტექნოლოგიური ნორმები, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის ავთენტურობასა და სანდოობას საერთაშორისო ბაზარზე.

ამ მიმართულებებით ჩვენ არა მხოლოდ ვპასუხობთ ბაზრის მოთხოვნებს, არამედ ვქმნით ხიდს ქართულ მეღვინეობასა და გლობალურ მომხმარებელს შორის, რაც დამატებით ზრდის ჩვენი ბრენდის კონკურენტუნარიანობას.

რა არის Jobava Winery-ის სამომავლო გეგმები?

“მეღვინეობა ჯობავა” აქტიურად განაგრძობს განვითარებას და გეგმავს როგორც ასორტიმენტის გაფართოებას, ისე საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გლობალურ ბაზრებზე ბრენდის სტრატეგიულ განვითარებას და ქართული პრემიუმ ღვინის ცნობადობის გაზრდას.

2026 წელს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ღვინის ტურიზმის კიდევ უფრო განვითარება. სეზონის განმავლობაში ვმასპინძლობთ სტუმრებს, ტურისტებს და ვთავაზობთ სრულ გამოცდილებას: დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, მეღვინეობის ტურებს და ჩვენი რესტორნის სერვისს.

ჩვენი მიზანია, “მეღვინეობა ჯობავა” იქცეს ქართული პრემიუმ ღვინოს სინონიმად და ღვინის ტურიზმის განუყოფელ ნაწილად - ადგილად, სადაც სტუმარი არა მხოლოდ ღვინოს აგემოვნებს, არამედ სრულად ეცნობა ქართული მეღვინეობის კულტურას.

ცნობისთვის, “მეღვინეობა ჯობავა” სტუმრებს ადგილზე სთავაზობს სრულ ტურისტულ გამოცდილებას: ღვინის დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, მეღვინეობის ტურებსა და სარესტორნო სერვისს ერთ სივრცეში, რაც მეღვინეობასთან ურთიერთობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და ემოციურს ხდის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა