მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7092
0.0054
flag
AZN 1.6121
-0.0006
flag
CNY 38.048
0.0005
flag
EUR 3.0686
-0.0046
flag
GBP 3.6432
-0.0035
flag
KZT 53.77
0.0007
flag
TRY 0.0706
-0.0003
flag
USD 2.7415
-0.001

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო ibis Tbilisi Airport ოფიციალურად გაიხსნა

news image

აქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო ibis Tbilisi Airport ოფიციალურად  გაიხსნა. ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

“თბილისს შეემატა კიდევ ერთი ახალი სასტუმრო ibis TBILISI AIRPORT, რომელიც 72 ნომრიანია. ძალიან მნიშვნელოვანია აეროპორტის მიმდებარედ ახალი სასტუმროს გახსნა, რომელიც მოემსახურება, როგორც ტრანზიტით მოსარგებლე მგზავრებს, ისე ტურისტებს. იცით, რომ ძალიან ბევრი ავიარეისი, სიხშირე და მიმართულება დაგვემატა და შესაბამისად წელს ძალიან ბევრ ახალ ტურისტს ველოდებით. ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია. ველოდებით ახალ სტუმრებს, როგორც საქართველოში, ისე თბილისში და კონკრეტულად ამ სასტუმროში”-განაცხადა მაია ომიაძემ.   

მულტიფუნქციურ სასტუმროში 50-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი ფრანგიინვესტორის ჯონ დოდელანდისა და კომპანია Fujin Silk Properties LLC-ის ინვესტიციითგანხორციელდა.

ibis Tbilisi Airport 39,000 მ² კომპლექსის განვითარების პირველი ეტაპია, რომლისმიზანია სატრანზიტო, ტურისტული და ინფრასტრუქტურული სერვისების გაუმჯობესებააეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ibis TBILISI AIRPORT - თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს სასტუმრო გაიხსნა

17.05.2025.19:00

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს სასტუმრო ibis TBILISI AIRPORT- ი ოფიციალურად გაიხსნა. ibis TBILISI AIRPORT -ი არის საქართველოში პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო, რომელიც ქვეყნის სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებაში სერიოზულ წვლილს შეიტანს.
ibis TBILISI AIRPORT -ის მულტიფუნქციური შენობის მშენებლობისთვის მიწა ინვესტორმა კომპანიამ აუქციონის წესით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან საინვესტიციო პირობებით შეისყიდა. სახელმწიფო ვალდებულება შესრულდა და დღეს უკვე დედაქალაქს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო აქვს.
პროექტი, ფრანგი ინვესტორის, John Dodelande (ჯონ დოდელანდის) და კომპანია Fujin Silk Properties LLC - ის ინვესტიციით განხორციელდა, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ევროს შეადგენს. ინვესტიციის ძირითადი წილი ფრანგ ინვესტორს ჯონ დოდელანდს ეკუთვნის, პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ნაწილობრივ საქართველოს ბანკმა უზრუნველყო. ibis თბილისის აეროპორტის სასტუმრო მასშტაბური, 39,000 მ² კომპლექსის განვითარების პირველ ეტაპს წარმოადგენს, რომლის მიზანია, აეროპორტის მიმდებარედ ტურისტული, სატრანზიტო და ინფრასტრუქტურული სერვისების გაუმჯობესება.
„თბილისს შეემატა კიდევ ერთი ახალი სასტუმრო ibis TBILISI AIRPORT, რომელიც 72 ნომრიანია. ძალიან მნიშვნელოვანია აეროპორტის მიმდებარედ ახალი სასტუმროს შექმნა, რომელიც მოემსახურება, როგორც ტრანზიტით მოსარგებლე მგზავრებს, ისე ტურისტებს. იცით, რომ ძალიან ბევრი ავიარეისი, სიხშირე და მიმართულება დაგვემატა და შესაბამისად წელს ძალიან ბევრ ახალ ტურისტს ველოდებით. ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია. ველოდებით ახალ სტუმრებს როგორც საქართველოში, ისე თბილისში და კონკრეტულად ამ სასტუმროში“, - აღნიშნა სასტუმროს გახსნის ცერემონიალზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
 
„მოხარული, ვარ, რომ საქართველოში გაიხსნა პირველი ბრენდირებული სააეროპორტო სასტუმრო. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ  TAV Georgia-სთან და გვჯერა, რომ ამ ტიპის სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, გაზრდილია ჩვენი წარმატების მაჩვენებლებიც და ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ვფიქრობ ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იქნება“, - განაცხადა Fujin Silk Properties -ს დამფუძნებელმა, ფრანგმა ინვესტორმა ჯონ დოდელანდმა.
 
„თბილისის რუკას დღეს დაემატა კიდევ ერთი ახალი სივრცე, რომელიც მოგზაურობას არამხოლოდ ამარტივებს, ასევე განსაკუთრებულსა და ლამაზს ხდის. ჩვენი სასტუმრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რაღაც 400 მეტრში მდებარეობს და ის წარმოადგენს Accor-ის ჯგუფის ბრენდს. სასტუმრო შედგება 72 ოთახისგან, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზებისგან. ასევე გვაქვს ფიტნესის და იოგას სივრცეები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აქ არის რესტორანი „მარიონი“, რომელიც 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს და მომხმარებელს სთავაზობს, როგორც ევროპულ, ისე ქართულ სამზარეულოს. ჩვენთვის ორმაგად პატივია და ასევე არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, აქ ამ ადგილას ყოფნა, რადგანაც ვართ პირველი, რომელიც მასპინძლობს საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს და ასევე შეიძლება ვიყოთ ბოლო, რომელიც გაუშვებს აქედან ვიზიტორებს“, - აღნიშნა Ibis TBILISI AEROPORT -ის გენერალურმა დირექტორმა მადონა მეგრელიშვილმა.
 

„Fujin Silk Properties უკვე წლებია ჩვენი პარტნიორი კომპანიაა და ზოგადად ჯგუფთან არაერთი წარმატებული პროექტი გვაკავშირებს. განსაკუთრებით გვიხარია ibis​-ის სასტუმროს გახსნა საქართველოში, ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ქვეყანაში ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, რაც საქართველოს ბანკისთვისაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - აღნიშნა ​საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ნინო აფციაურმა.

„დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ibis-ის სასტუმრო გაიხსნა, რომელიც არის ძალიან სასიამოვნო, კომფორტული და მნიშვნელოვანი სივრცე ჩვენი მგზავრებისთვის. დიდი ხანი მიდიოდა მუშაობა ამ პროექტზე, რომლის დეტალებიც იყო შეთანხმებული ჩვენთან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მგზავრებისთვის, ტრანზიტული მგზავრებისთვის, ავიაკომპანიის ეკიპაჟებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, ასე მოკლე მანძილზე ასეთი სივრცეა. ძალიან სასიამოვნო რესტორნით და მნიშვნელოვანი  გარემოთი“, - განმარტა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.
 
“პირველ რიგში მინდა მივულოცო სასტუმროს კომპანიას და სასტუმროს ხელმძღვანელობას დღევანდელი დღე, სასტუმროს ოფიციალური გახსნა. აეროპორტის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლოს მდებარეობდეს სასტუმრო, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს, რომ რეისების გადადების ან გაუქმების შემთხვევაში მიიღონ სრულფასოვანი მომსახურება. მინდა აღვნიშნო, რომ წელს ველოდებით გაზრდილ მგზავრთნაკად, რომელიც პოზიტიურად აისახება საქართველოში ტურიზმზე“, - აღნიშნავს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლეევან მოსეშვილი. 
 
სასტუმრო ibis TBILISI AIRPORT -ი ACCOR - ის საერთაშორისო ბრენდის ქვეშ ფუნქციონირებს. სასტუმრო უკვე აღიარებულია, როგორც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ibis დიზაინის სასტუმროდ. ACCOR - ი ევროპის უმსხვილესი ფრანგული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 110 ქვეყანაში 5,584 სასტუმროს, კურორტსა და დასასვენებელ სახლს ფლობს და მართავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა