მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7119.7
0.0015
flag
AZN 1.6057
-0.0006
flag
CNY 38.005
-0.0029
flag
EUR 3.1189
0.0003
flag
GBP 3.6858
-0.0184
flag
KZT 53.71
-0.0001
flag
TRY 0.0696
0
flag
USD 2.7306
-0.0005

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქალ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

news image

10 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში ქალი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება. ნებისმიერ მგზავრს საშუალება აქვს შეიძინოს ნამუშევარი და თან წაიღოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ღონისძიების მიზანი მხატვარი ქალებისთვის ნამუშევრების რეალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სივრცის შეთავაზებაა, რომელიც წლის ამ პერიოდში ყველაზე მეტად აქტიურია. 

ექსპოზიციაში ყველაზე დიდი წილი სტუდენტების ნამუშევრებს უკავია, ასევე გამოფენაში მონაწილეობას იღებენ თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ბენეფიციარი ქალები და გალერეა “გამრეკელი”.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი ღონისძიების ორგანიზების პარალელურად ტავ ჯორჯია მემორანდუმებს აფორმებს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან და თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასთან. აკადემიასთან მემორანდუმის გაფორმების მიზანი სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის თბილისის აეროპორტში საექსპოზიციო სივრცეების დათმობაა, ასევე სხვადასხვა პროექტისა და აქტივობის  ფარგლებში სტუდენტების ნამუშევრების გამოყენება მათი პოპულარიზაციისთვის.  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასთან მემორანდუმის გაფორმების მიზანი კი ამ დაწესებულების ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათთვის დასაქმების პლატფორმის შეთავაზებაა.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია, ტავ ჯორჯია უკვე 20 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მრავალი პროექტი განახორციელა, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კი სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობაა.

 

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა გეგმები აქვს „ორბი ჯგუფს“ სტუმარმასპინძლობის სფეროში - ირაკლი კვერღელიძე

10.06.2025.20:30

„ორბი ჯგუფი“ ბათუმში სასტუმრო ინდუსტრიისთვის კიდევ 14 ათასი ნომრის დამატებას გეგმავს, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ განაცხადა. მანვე ყურადღება გაამახვილა თბილისში  „ცენტრალ პარკ თაუერსის“ პროექტზე, სადაც ინვესტიციის მოცულობა 500 მლნ დოლარს აღწევს.

 „დღეისათვის „ორბი ჯგუფს“ ბათუმსა და ბაკურიანში ოპერირებაში აქვს დაახლოებით 16 ათასამდე ნომერი. სამომავლოდ ბათუმში იგეგმება 14 ათასი ნომრის დამატებით აშენება და შესაბამისად ოპერირება. ძალიან დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ასევე ჩვენ დავიწყეთ თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის „ცენტრალ პარკ თაუერსის“ განხორციელება, რომელიც არის უნიკალური საინვესტიციო პროდუქტი. მისი საინვესტიციო მოცულობა თითქმის 500 მლნ დოლარს აღწევს, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ქალაქში 12 ახალი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლას, უზრუნველყოფს მაღალ მსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვას და უზრუნველყოფს საკმაოდ ბევრი მიმართულებით, მათ შორის ღონისძიებათა დაგეგმვის მიმართულებით ახალი ტურისტული ნაკადების გაჩენას.

რადგანაც ამ კომპლექსში გარდა 8 ახალი საერთაშორისო რესტორნების ოპერატორისა იქნება ახალი ბრენდების მოლი, რომელსაც ბრიტანული ბრენდი ჰაინიკოლსი გაუწევს ოპერირებას, ჰაინიკოლსის ბრენდის ქვეშ იქნება და იქნება ყველაზე დიდი ივენთჰოლი 5 ვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს საკმაოდ მაღალი ხარისხის ღონისძიებების ჩატარებას. ის გათვლილია დაახლოებით 3000 ადამიაზე, რაც რა თქმა უნდა ქმნის ახალ შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით კიდევ მეტად განვითარდეს ქალაქი და შესაბამისად თავისი ეკონომიკური წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა