მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.7
-0.0001
flag
AZN 1.5869
-0.0003
flag
CNY 38.283
0.0038
flag
EUR 3.1681
0.0041
flag
GBP 3.6087
0.0003
flag
KZT 52.34
0.0057
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6981
-0.0004

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი მიმართულება - შიმკენტი დაემატა -ლევან მოსეშვილი

news image

ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა შიმკენტი-თბილისი-შიმკენტის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. ავიაკომპანია შიმკენტსა და თბილისს შორის კვირაში ორი სიხშირით იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, შიმკენტი არის მესამე ყაზახური მიმართულება, რომელი ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება. 

,,დღეიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი მიმართულება - შიმკენტი დაემატა. ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის ეს უკვე მესამე პირდაპირი მიმართულებაა, რომელიც ზამთრის სანავიგაციო სეზონზე სრულდება,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

რაც შეეხება მგზავრთნაკადს ყაზახეთიდან, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის თქმით, ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადი ყოველწლიურად მზარდია.

,,გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 %-იანი მატება გვაქვს. წელს, 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ყველა აეროპორტში 300 ათასზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ. იმედს ვიტოვებთ, რომ დადებითი დინამიკა კვლავ შენარჩუნდება და მომავალ წელს ყაზახეთიდან კიდევ უფრო მზარდი მგზავრთნაკადი და ტურისტული ნაკადები გვექნება,-‘’ განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

პირველი რეისით შიმკენტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და პირიქით, 166-მა მგზავრმა ისარგებლა. პირველ ფრენასთან დაკავშირებით გამართულ საინაუგურაციო ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, აღინიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და შუა დერეფნისთვის ეკონომიკური და სატრანზიტო-ლოგისტიკური კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

შიმკენტი არის მეხუთე ყაზახური მიმართულება, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოსა და ყაზახეთს შორის სრულდება. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად 3 ავიაკომპანია ასრულებს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Air Astana და SCAT Airlines დაფრინავს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან FlyArystan ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-ში და Rooms Kazbegi-ში - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa

15.12.2025.18:29

SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული საახალწლო გამოცდილების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO და Visa Room Hotels-ში გამართული საახალწლო ღონისძიებების წარმდგენები არიან.

შეხვდით ახალ წელს Rooms Kazbegi-ში ელენე კალანდაძესთან ერთად და მოუსმინეთ ქართველ შემსრულებლებს. ორ-დღიანი საახალწლო ღონისძიება 31 დეკემბრის საღამოს დაიწყება და 1 იანვარს Day Party-ით გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

შეთავაზების ფარგლებში, SOLO-ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, SOLO Visa ბარათით გადახდისას, 2 ღამის დაჯავშნის შემთხვევაში მიიღონ 20%-იანი, ხოლო 1 ღამის დაჯავშნის შემთხვევაში - 15%-იანი ფასდაკლება. შეთავაზება ვრცელდება 17 დეკემბრამდე დაჯავშნილ ოთახებზე.

ამასთან, SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მოქმედებს Rooms Batumi-შიც, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაატარონ ახალი წელი Stephane-სთან ერთად.

SOLO-ს მომხმარებლები, SOLO Visa ბარათით გადახდისას, ორი ღამის დაჯავშნის შემთხვევაში ისარგებლებენ 20%-იანი, ხოლო ერთი ღამის დაჯავშნის შემთხვევაში - 15%-იანი ფასდაკლებით. ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა