თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ხიდებში საფეხმავლო საფარი განახლდა
სამგზავრო ხიდებში არსებული ხალიჩები სრულად გამოიცვალა, რაშიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ 60 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
„უახლოეს პერიოდში დაიწყება ტერმინალის შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც მგზავრთნაკადის გამტარობის გაზრდას და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რიგების შემცირებას ისახავს მიზნად. „ტავ ჯორჯია“, მგზავრებისთვის მეტი კომფორტის შექმნისა და საჰაერო ხომალდების მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს.
დაგეგმილ შიდა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ტექნიკის განახლებაში მიმდინარე წელს კომპანია 24 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს“, - აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.