მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7256.1
0.0036
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 39.391
0.0007
flag
EUR 3.1499
0.0018
flag
GBP 3.6358
0.0044
flag
KZT 58.14
-0.006
flag
TRY 0.0597
-0.0001
flag
USD 2.692
-0.0005

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება ქვეყანას დაეხმარება, მიიღოს კიდევ უფრო მეტი ტურისტი და გახდეს რეგიონული ჰაბი - Voyager-ის დირექტორი

news image

ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნულ შეთანხმებას Business Insider Georgia-სთან ბიზნესის წარმომადგენლები აფასებენ. საქართველოში ხუთი უცხოური ავიაკომპანიის წარმომადგენელი (GSA), კომპანია Voyager-ის დირექტორი სოფო აზარაშვილი აცხადებს, რომ აეროპორტის გაფართოება მეტი ტურისტის მიღების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„ძალიან სასიხარულო ამბავია. ეს ჩვენს ქვეყანას დაეხმარება, მიიღოს კიდევ უფრო მეტი ტურისტი და გახდეს რეგიონული ჰაბი. ამასთან, როდესაც აეროპორტი განვითარდება და გაფართოვდება, სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი ახალი ავიაკომპანია დაგვემატება. ბევრად უფრო მოქნილები ვიქნებით და ეს ნამდვილად სასიხარულოა“, - აცხადებს Voyager-ის დირექტორი სოფო აზარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP, რომელიც საერთაშორისო აეროპორტების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია  მსოფლიო ბაზარზე, თბილისის აეროპორტის განვითარების მომდევნო ეტაპის ფარგლებში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიც არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია,“ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას მომავალი ხუთი წლის განმავლობაში განახლებული პირობებით გააგრძელებს.

აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, Groupe ADP-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ფილიპე პასკალი, TAV Airports-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი და სხვა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ფრანგულ სახელმწიფო კომპანია Groupe ADP-თან საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობა წარმოადგენს მაღალი ნდობისა და საერთო სტრატეგიული ხედვის საფუძველზე ჩამოყალიბებულ პარტნიორობას, რომელიც სრულად ასახავს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს სამოქალაქო ავიაციის განვითარების მიმართულებით. სახელმწიფოსა და Groupe ADP-ის წევრ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ შორის არსებული 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა პარტნიორობის ახალი, გაფართოებული ეტაპის საფუძვლად იქცა, რაც მიზნად ისახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მდგრად განვითარებას, მისი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას და საქართველოს, როგორც ავიაციის რეგიონული ჰაბის პოზიციის განმტკიცებას.

აღნიშნული თანამშრომლობის შედეგია უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელსაც ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP განახორციელებს.  2027–2031 წლებში ფრანგი პარტნიორები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც  ხელი მოაწერეს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურული გაფართოებისა და ოპერაციული განვითარების ძირითად ასპექტებს განსაზღვრავს,  რაც 2031 წელს, ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებამდე ოპერირების განახლებული პირობებითა და გაუმჯობესებული მიდგომებით გაგრძელებას ითვალისწინებს.

ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალის მასშტაბური გაფართოება, რის შედეგადაც მისი საერთო მოცულობა დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება. პროექტი მოიცავს როგორც ჩამოფრენის, ისე გამგზავრების ზონების განვითარებას, რაც აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას არსებული 5 მილიონი მგზავრიდან მინიმუმ 10 მილიონამდე გაზრდის. პარალელურად, თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა 58-დან 65-მდე გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაფართოვდება აეროპორტის ბაქანი.

ხელშეკრულების შესაბამისად, აეროპორტების გაერთიანება მიიღებს პროექტის ღირებულების საავანსო თანხას — დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული წლიური შემოსავალი სამჯერ გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, აეროპორტის მმართველი კომპანია უზრუნველყოფს ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის ახალი ავიამიმართულებების განვითარებისა და საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვისთვის.

აღნიშნული ინვესტიცია მიზნად ისახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიან, მდგრად განვითარებას, მისი ოპერაციული შესაძლებლობების საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას და საქართველოს, როგორც რეგიონული ავიაციური ჰაბის პოზიციის გაძლიერებას. პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს, გაზრდის ქვეყნის დაკავშირებადობას, ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესმობილობის განვითარებას და შექმნის დამატებით ეკონომიკურ სარგებელს სახელმწიფოსთვის.

სახელმწიფოსა და ფრანგულ Groupe ADP-ს შორის პარტნიორობის ახალი ეტაპი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიის მიმართ.

news banner news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

30.04.2026.10:41

თიბისიმ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან - IFC, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და იტალიურ ფინანსურ ინსტიტუტთან - CDP, ხელი მოაწერა 90 მილიონი დოლარის 5-წლიან სასესხო ხელშეკრულებებს. პარტნიორობა მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების ხელშეწყობასა და ენერგორესურსების ეფექტიანი გამოყენების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

თანამშრომლობის ფარგლებში, MSME ბიზნესისთვის გრძელვადიანი სესხით სარგებლობის პირობები გაუმჯობესდება და ის უფრო შეღავათიანი და ხელმისაწვდომი გახდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზრდება სესხებით სარგებლობის შესაძლებლობა ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც ბიზნესებს ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენების საშუალებას და მდგრადი განვითარების მოტივაციას მისცემს.

IFC-ის მიერ თიბისისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი - 50 მლნ დოლარს შეადგენს CDP-ის მიერ გამოყოფილი კი - 40 მლნ დოლარს. აღნიშნული ტრანზაქცია პირველი პრეცედენტია, როცა უმსხვილესმა იტალიურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, Cassa Depositi e Prestiti-მა სასესხო ხელშეკრულება ქართულ ბანკთან გააფორმა.

„მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, IFC-სა და CDP-სთან თანამშრომლობით, 90 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსის მოვიზიდეთ. აღნიშნული ტრანზაქცია შესაძლებლობას მოგვცემს, მომხმარებლებს გრძელვადიანი ფინანსური პროდუქტები გაუმჯობესებული პირობებით შევთავაზოთ და კიდევ უფრო გავუმარტივოთ მათ ცხოვრება. გვჯერა, რომ ამ თანამშრომლობით მხარს დავუჭერთ ბიზნესების ზრდასა და განვითარებას ქვეყანაში და მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, მათ შორის - ენერგოეფექტურობის მხარდაჭერაში. ეს შეთანხმება საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაგვაახლოვებს და კიდევ უფრო გაამყარებს ფინანსური ინსტიტუტების ნდობას ქართული საბანკო სექტორის მიმართ“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი.

„საქართველოში მცირე ბიზნესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, თუმცა ბევრი მცირე კომპანიისთვის ჯერ კიდევ რთულია გრძელვადიანი დაფინანსების მიღება.თიბისი ბანკთან პარტნიორობის მეშვეობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ენერგორესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას, კერძო ბიზნესის ზრდას, განვითარებაში თანხების ინვესტირებას და სამუშაო ადგილების შექმნას’’, - ანდრეს ფელიპე გომესი, IFC-ის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის რეგიონული მენეჯერი ევროპაში.

“CDP აგრძელებს საერთო მიზნებსა და ნდობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო პარტნიორობებს. IFC-სა და თიბისისთან თანამშრომლობით, ასევე თიბისი ლიზინგთან უკვე არსებული პარტნიორობის საფუძველზე, CDP ხელს უწყობს ადგილობრივი საფინანსო ეკოსისტემის გაძლიერებას და ამავდროულად, ამყარებს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობებს“, - ქრისტინა მორელი, CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი.

„დღეს, ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა, თუ როგორ ძლიერდება იტალიასა და საქართველოს - კერძოდ, ჩვენი ქვეყნების ფინანსურ სექტორებს შორის არსებული კავშირები. CDP-სა და თიბისის შორის ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულება, რომელიც CDP-ს მიერ საქართველოში განხორციელებული მეორე ტრანზაქციაა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის მთავარი საყრდენის - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერაში. ფინანსური რესურსის მოზიდვის გარდა, ეს შეთანხმება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობაცაა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბიზნესსექტორის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას’’, - საქართველოში იტალიის ელჩი, მასიმილიანო დ’ანტუონო.

ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის ფინანსების მართვის დირექტორი - გიორგი მეგრელიშვილი, IFC-ის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის რეგიონული მენეჯერი ევროპაში - ანდრეს ფელიპე გომესი, IFC-ის წარმომადგენელი საქართველოში - თეა გიგიბერია და CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი - ქრისტინა მორელი, ასევე, იტალიის ელჩი საქართველოში - მასიმილიანო დ’ანტუონო ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა