თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეგვიძლია ვიფრინოთ ევროპის 21 ქალაქში და აქედან 9 მიმართულებას ტვირთავს Georgian Airways-ი - თეა ზაქარაძე
“თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეგვიძლია ვიფრინოთ ევროპის 21 ქალაქში და აქედან 9 მიმართულებას ტვირთავს Georgian Airways-ი”- ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა, რომელიც დღეს Georgian Airways-ის მიერ რომის მიმართულებით ფრენების დაწყების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა. როგორც თეა ზაქარაძემ განაცხადა, ახალი მიმართულებით ისარგებლებენ როგორც ქართველი მგზავრები, ასევე ტურისტები.
„ყველას გილოცავთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიც არის რომი. ეს არის ძალიან სასიხარულო ჩვენთვის, ჩვენი აეროპორტისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით გვაქვს 21 პირდაპირი მიმართულება. ანუ, თბილისიდან შეგვიძლია ვიფრინოთ ევროპის 21 ქალაქში და აქედან 9 მიმართულებას ტვირთავს Georgian Airways-ი, რაც არის ძალიან კომფორტული ქართველი მგზავრებისთვის და არა მხოლოდ ქართველი მგზავრებისთვის“, - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Georgian Airways-მა რომის მიმართულებით ფრენები დღეიდან დაიწყო, თუმცა რამდენიმე დღის უკან დაამატა ასევე ფორლის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები. ავიაკომპანია პირდაპირ ავიარეისებს ასრულებს ასევე მილანის მიმართულებითაც.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
26.04.2025
“აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუდმივად იყოს მზადყოფნაში ყველანაირი ტრაფიკისთვის, როგორც 2026-2027 წლებში და ასევე შემდეგაც”- ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა.
ზაქარაძის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის მატებაა და TAV Georgia ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაზრდილი ტრაფიკი უპრობლემოდ გაატაროს.
როგორც ცნობილია კომპანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვის ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება და ამ ფონზე საინტერესოა, რა ტიპის კომუნიკაციაა ოპერატორ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის.
“ამ მოლაპარაკებებზე ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გეტყვით იმას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობის საკმაოდ კარგი მატება გვაქვს და შესაბამისად ჩვენ ვმუშაობთ იმაზე რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუდმივად იყოს მზადყოფნაში ყველანაირი ტრაფიკისთვის 2026-ში, 2027-შიც და მერეც… შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები მხოლოდ აეროპორტის 2027-28 წლებში მზაობის თაობაზე, რომ აეროპორტი მზადყოფნაში იყოს იმ მომატებული ტრაფიკისთვის, იმ მგზავრთნაკადისთვის რაც დღეს გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში” - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.
კითხვაზე განაგრძობს თუ არა TAV Georgia-ს ინვესტიციების განხორციელებას, თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ “ჩვენ განვაგრძობთ ინვესტირებას. გავაგრძელებთ 2026-შიც და 2027-შიც, დანარჩენი კი უკვე როგორც სახელმწიფო გადაწყვეტს”.