მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 000 000-ე მგზავრს მოემსახურა

news image

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 5 000 000-ე მგზავრს უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ამ აეროპორტისა და ზოგადად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში. მეხუთე მემილიონე მგზავრი საფრანგეთის მოქალაქე პიერ ბერეტი იყო, რომელიც თბილისიდან პარიზის მიმართულებით გაფრინდა. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეხუთე მემილიონე მგზავრის დაჯილდოების სიმბოლური ღონისძიება გაიმართა.

მგზავრთნაკადის მხრივ წელს რეკორდული მაჩვენებლებია როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. ტავ ჯორჯიას გათვლებით, 2025 წელს თბილისისა და ბათუმის აეროპორტები 6,6 მილიონი მგზავრით დახურავენ. 11 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისში ზრდა 13%-ია, ხოლო ბათუმში 30%. ტავ ჯორჯიას მართვაში არსებული ორივე აეროპორტი ამ 2025 წლის 11 თვის განმავლობაში ჯამში 6 147 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის რეკორდული იყო 12 აგვისტო, როცა მან მიიღო და გააცილა ჯამში 97 რეისი - 21 959 მგზავრით. ბათუმისთვის კი რეკორდული იყო 24 აგვისტო, როცა აეროპორტმა მიიღო და გააცილა 35 რეისი და მოემსახურა 8 446 მგზავრს.

“დღეს 5 დეკემბერია და ჩვენს აეროპორტში წლის განმავლობაში მეხუთე მემილიონე მგზავრს მოვემსახურეთ. 9 ოქტომბერს კი რეკორდული ციფრი აღვნიშნეთ ბათუმში, სადაც ისტორიაში პირველად წლიურად მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპის დასაწყისია ჩვენი კომპანიისთვის. მით უმეტეს კი იმ ფონზე, როცა წელს ტავ ჯორჯიას საქართველოში ოპერირების 20 წელი შეუსრულდა და შედარებისთვის გეტყვით, რომ ზუსტად 20 წლის წინ, როცა TAV Airports-მა საქართველოში საქმიანობა დაიწყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადი 540 000 იყო. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელიც. ჩვენი კომპანია, ამ 20 წლის განმავლობაში ჯამში უკვე მოემსახურა 50 მილიონზე მეტ მგზავრს თბილისსა და ბათუმში. დღეს, 20 წლის შემდეგ, ქვეყნის მთავარ საერთაშორისო კარიბჭეს გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს. ვხედავთ რომ მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე მატულობს და ჩვენი კომპანია მზად არის დამატებითი ინვესტიციები ჩადოს ჩვენს მართვაში არსებული აეროპორტების განვითარებაში.“ - აცხადებს ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

ტავ ჯორჯიამ საქართველოში ოპერირება 2005 წელს დაიწყო და მას შემდეგ ააშენა და განავითარა ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი თბილისსა და ბათუმში. დღეისთვის კომპანიას დასაქმებული ჰყავს 1900-ზე მეტი ადამიანი. 20 წლის განმავლობაში ტავ ჯორჯიას ინვესტიციამ უკვე გადააჭარბა 230 მლნ აშშ დოლარს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ავთენტური ქართული გემოები ინოვაციური ფორმით – როგორია "გიშნაგორას" საქმიანობის სპეციფიკა

10.03.2026.18:00

„გიშნაგორა“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ნატურალურ პროდუქტებს, ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით. მეტი დეტალისთვის Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, ხათუნა ხუხიას ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„გიშნაგორა“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ნატურალურ პროდუქტებს, ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ქართული, განსაკუთრებით მეგრული გემოების შენარჩუნება და მათი თანამედროვე ვერსიის მომხმარებლამდე მიტანა. ამ გემოებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ოჯახისთვისაც: ბრენდის შექმნის იდეა ეკუთვნით ჩემს შვილებს, რომლებიც აფხაზეთიდან არიან, ხოლო რეცეპტი დედას, რომელიც ასევე აფხაზეთიდან არის. ჩვენი მრავალფეროვანი რეცეპტები სწორედ ამ კულინარიული მემკვიდრეობის შთაგონებით იქმნება და აფხაზეთის ულამაზესი კუთხიდან მომდინარეობს.

საქმიანობა დავიწყეთ მცირე ოჯახური ბიზნესის სახით, ხოლო მომხმარებელთა დიდი ინტერესისა და დადებითი უკუკავშირის გათვალისწინებით, დროთა განმავლობაში გავაფართოვეთ.

დღეს მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქტთა მრავალფეროვან არჩევანს: სხვადასხვა სახეობის აჯიკას (მათ შორის მწვანე ნიგვზიან აჯიკას), ქართულ პესტოს, ნიორპასტას, სვანურ მარილს, საცივის საკმაზს, ასევე ტრადიციულ ტყემლისა და პომიდვრის საწებლებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ავთენტური ქართული გემოები - ნატურალური ინგრედიენტებით და ოჯახური რეცეპტებით შექმნილი ჯანსაღი ქართული პროდუქცია.

როგორია "გიშნაგორას" მიმდინარე ასორტიმენტი?

  • წითელი ცხარე აჯიკა;
  • მწვანე აჯიკა;
  • ნიგვზიანი აჯიკა;
  • ქართული პესტო;
  • ნიორპასტა;
  • საცივის საკმაზი;
  • სვანური მარილი;
  • მშრალი აჯიკა;
  • ტყემლის საწებელი;
  • პომიდვრის საწებელი;
  • მშრალი აჯიკა ორეგანოთი.

რას მიიჩნევთ კონკურენტულ უპირატესობად?

„გიშნაგორას“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ოჯახური, თაობიდან თაობაზე გადმოცემული რეცეპტები, ნატურალური ინგრედიენტები და ავთენტური ქართული გემოები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროდუქტი დამზადდეს ტრადიციული მეთოდებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხს. ამასთან ერთად, ვცდილობთ ტრადიცია შევუთავსოთ ახალ იდეებს.

სწორედ ტრადიციის, ნატურალური გემოს და ინოვაციის შერწყმაა ის, რაც „გიშნაგორას" მომხმარებლისთვის გამორჩეულსა და დასამახსოვრებელს ხდის.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

„გიშნაგორას“ სამომავლო გეგმები უკავშირდება როგორც პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, ისე ბრენდის განვითარებას უფრო ფართო ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი, საინტერესო პროდუქტები, რომლებიც ქართულ ტრადიციულ გემოებს თანამედროვე ფორმით წარმოაჩენს.

გარდა ამისა, ვგეგმავთ ბრენდის ცნობადობის გაზრდას და ეტაპობრივად საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რათა ქართული გემოები უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა