თბილისის მშრალი პორტი ფუნქციონირებას იწყებს
თბილისი დრაი პორტი – მულტიმოდალური ლოგისტიკური ჰაბი უკვე ფუნქციონირებს საქართველოს დედაქალაქში
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს აბუ დაბი პორტს გრუპის, ნორვეგიული ვილჰელმსენ პორტ სერვისის და ადგილობრივი ინვეკოს კოლაბორაციას. თბილისი დრაი პორტი, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად ამოქმედდა. ობიექტმა მიიღო როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე პირველი რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან. პორტი სტრატეგიულად მდებარეობს როგორც განუყოფელი ნაწილი საქართველოს ძირითადი საზღვაო პორტებისთვის – ფოთისა და ბათუმისთვის, მომავალში ანაკლიისთვის – და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადებში.
მთელ მსოფლიოში და ასევე შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებში ვითარდება საპორტო, სატერმინალო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გაზრდილი მოთხოვნიდან და ტვირთნაკადიდან გამომდინარე. განსაკუთრებით კი აღნიშნული ეხება საკონტეინერო ტვირთებს როგორც თანამედროვე სტანდარტს ტრანსპორტირებისთვის.
ობიექტი შექმნილია მასშტაბური და ეფექტიანი ლოგისტიკური ოპერირებისთვის. სრულად პორტი შენდება 3 ფაზად 286 000 კვ.მ ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე დასრულებულია და საოპერაციოდ ფუნქიონირებს პირველი ფაზა , რომელშიც უკვე განხორციელდა 21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია და ის მოიცავს::
• 110 000კვ.მ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს 50,000 მ² საკონტეინერო ეზოს სამი ერთეული ახალი საკონტეინერო ტექნიკით
• სამ 600-მეტრიან სარკინიგზო ჩიხს
• ორ საკუთარ სარკინიგზო ლოკომოტივს, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის დამხარისხებელ სადგურთან
• 2,500 მ² გადახურულ სასაწყობე სივრცეს
• სხვადასხვა ტიპის ამწე ტექნიკასა და სერტიფიცირებულ სასწორებს
ამ ინფრასტრუქტურით პორტს შეუძლია ყოველწლიურად 100,000 TEU-ს დამუშავება, საბოლოოდ კი ყველა ფაზის დასრულების შემდეგ შეძლებს 200,000 TEU-მდე სიმძლავრის გაზრდას.
მშენებლობის მეორე ფაზაში დაგეგმილია საკონტეინერო ეზოს გაფართოება, სარკინიგზო ჩიხის დამატება და თანამედროვე ა კლასის ტიპის 9800 კვ.მ საწყობის მშენებლობა.
თბილისი დრაი პორტი, გარდა იმისა რომ ემსახურება ქართულ პორტებს, ასევე ფუნქციონირებს როგორც საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბი და დეპო – კონტეინერების დამუშავებისა და გადაადგილების ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პუნქტს ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან "შუა დერეფნის" მეშვეობით რკინიგზით გადაზიდული კონტეინერებისთვის. ასევე, პორტი უზრუნველყოფს მოქნილ სატვირთო ნაკადებს ცენტრალური აზიიდან ან შორეული აღმოსავლეთიდან თბილისის დანიშნულებით სხვადასხვა სახის ტრანსპორტის გამოყენებით – რკინიგზით, მფლობელის კონტეინერით ან სატვირთო მანქანებით.
ა/წ 3 მაისს პორტმა მიიღო პირველი შემოსული მატარებელი, რომელიც MSC-ის საზღვაო ხაზის კუთვნილი 30 ერთეული 20-ფუტიანი სავსე კონტეინერით ჩამოვიდა ბათუმიდან. თითოეულ კონტეინერში 26 ტონაზე მეტი ტვირთი იყო განთავსებული, რაც წარმოაჩენს სარკინიგზო გადაზიდვის ეფექტიანობას, ეკოლოგიურ სარგებელს და მძიმე ტვირთის გადაზიდვის ეფექტურ შესაძლებლობას, სატვირთო სამანქანო ტრანსპორტთან შედარებით.
საზღვაო ხაზები, გადამზიდავები და ტვირთის მფლობელები ახლა სარგებლობენ მაღალი ხარისხის მულტიმოდალური ლოგისტიკური სერვისებით, რომლებიც ამარტივებენ მიწოდების ჯაჭვებს და ზრდიან სატრანზიტო პოტენციალს.
პორტის სტრატეგიული ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს: პირდაპირ წვდომას საერთაშორისო ავტომაგისტრალებთან ქალაქის ცენტრის ავლით, ასევე პირდაპირ კავშირს ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან, უპირატესობაა სიახლოვე სახმელეთო საზღვართან – მხოლოდ 70 კმ სომხეთთან და აზერბაიჯანთან და სულ 7 კმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.06.2025.13:47
კრისტალი, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, აქტიურად განაგრძობს ტექნოლოგიურ განვითარებას და ამ პროცესში ინოვაციური პროექტებს ახორციელებს, რომლის მიზანი საბანკო მომსახურების განვითარებაა.
ამჯერად, „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში ახალ ეტაპზე გადადის და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით Optio-ს CRM პლატფორმას ნერგავს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებუთ ხელს უწყობს მომხმარებლების საჭიროებების უკეთ აღქმას და მათზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურების მიწოდებას.
Optio-ს პლატფორმა კრისტალს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში გააერთიანოს მომხმარებელთა მონაცემები, დააკვირდეს ქცევით ტენდენციებს და მათი ანალიზის საფუძველზე შექმნას მეტად პერსონალიზებული, მიზნობრივი შეთავაზებები და ეფექტური კომუნიკაციის ფორმა.
„საბანკო ტრანსფორმაცია კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობაში. იმისთვის, რომ უკეთ მოვემსახუროთ მათ, კარგად უნდა ვახერხებდეთ მათი საჭიროებების ანალიტიკას. სწორედ ეს შესაძლებლობა მოგვცა Optio-მ — მოქნილი, ინტელექტუალური და მონაცემებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებით.“- აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია.
როგორც Optio-ს აღმასრულებელი დირექტორი, შოთა გიორგობიანი აცხადებს: „კრისტალი ყოველთვის გამოირჩეოდა მომხმარებელზე ორიენტირებულობით. ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თანამშრომლობა და იმ პროცესში მონაწილეობა, რაც საბოლოოდ მომხმარებლებს მეტად პერსონალიზებულ და მიზნობრივ ფინანსურ მომსახურებას შესთავაზებს.“
კრისტალის სტრატეგია - პერსონალიზებულ მომსახურებაზე ორიენტაცია, მოხმარებლების შესაძლებლობების გაძლიერება და ტექნოლოგიური განვითარება, საფინანსო ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის ახალ ფორმას ქმნის, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც კრისტალს, ასევე მის 130 000 -ზე მეტ მომხმარებელს.
კრისტალისთვის ტექნოლოგიური განვითარების პრიორიტეტულობა განსაკუთრებით იზრდება საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში, რომელსაც კომპანია ამჟამად გადის და 16 ივნისიდან მომხმარებლებს სრულ საბანკო სერვისებს შესთავაზებს.
პარტნიორობა Optio-სთვისაც მნიშვნელოვანი ეტაპია — ტექნოლოგიური პლატფორმა სულ უფრო მეტ ფინანსურ ინსტიტუტს ეხმარება მარკეტინგის მიმართულებით, მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდასა და ინოვაციების დანერგვაში.