მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას იწყებს - დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 20 000 ლარი

news image

თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას იწყებს. 

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაფინანსდებიან მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს.

„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას ვიწყებთ. პროგრამა გულისხმობს ახალი შესაძლებლობების შექმნას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. დაფინანსება საშუალებას მისცემს მათ, მოიპოვონ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, გააუმჯობესონ წარმოების პროცესები, გაზარდონ დასაქმებულთა რაოდენობა და მომხმარებლებს მიაწოდონ უფრო ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი. 

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან ის მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღებამეტა 500 000 ლარს. დაფინანსებას ექვემდებარება, როგორც პროდუქციის დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა/მანქანა-დანადგარები/ტექნოლოგია, ისე პროდუქციის დამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნისთვის საჭირო სხვა კატეგორია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, საწყის ეტაპზე, მოთხოვნილი თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 20 000 ლარით, თანადაფინანსებაში განმცხადებლის თანამონაწილეობის პროპორციულობა კი შემდეგნაირად განისაზღვრება: 5 000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 10%; 5 001 – 20 000 ლარის ჩათვლით - მოთხოვნილი თანხის 15%.

„რაც შეეხება შეფასების მეთოდოლოგიას, ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც ეფუძნება პროგრამის მიზნებსა და მხარდაჭერის ეფექტიანობას. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ აქტიური საწარმო და წარმოადგენენ რეალურ კონსტრუქციულ გეგმას იმ დანადგარის ან აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც არსებითად გააუმჯობესებს მათ საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ განაცხადებს, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ინვესტიცია გააუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს ან გაზრდის წარმოების მოცულობას და შექმნის დამატებულ ღირებულებას - პროდუქტის ხაზის დანერგვა, არსებული პროდუქტის გაუმჯობესება ან საწარმოო პროცესის ოპტიმიზაცია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.  

მისივე ინფორმაციით, განაცხადების მიღება დაიწყება დღეიდან და გაგრძელდება 15 კალენდარული დღის განმავლობაში. განაცხადის ფორმისა და საჭირო დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება

31.07.2025.10:28

ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი 2 აგვისტოს, ვალდო ვეზერსის დაუვიწყარი კონცერტით დაიხურება. სცენის რაინდად წოდებული მუსკალური მოგზაური საქართველოში თავის ევროპულ ბენდთან ერთად ჩამოდის და ეს კონცერტი იქნება ამერიკული და ევროპული ბლუზის საუცხოო სიმბიოზი; ასევე, შეასრულებენ ჯეიმს ბრაუნის ცნობილ ჰიტებს.

სერ ვალდო ვეზერსი - ბლუზის შემსრულებელი და საქსოფონისტი. თავისი უნიკალურობით მან მთელი ევროპა დაიპყრო. ის გამორჩეულია, როგორც პირველი შავკანიანი ქანთრი საქსოფონისტი, რომელიც მუსიკით არღვევს კულტურულ და რასობრივ საზღვრებს.

ვალდო ვეზერსი - ეს მხოლოდ მუსიკოსის სახელი არ არის - ესაა მთლიანი ეპოქის ხმა. არტისტი, რომელმაც ჯეიმს ბრაუნის ფანკის იმპერიაში 15 წელი გაატარა.

2008 წელს, ვეზერსს გერმანიაში მაინბრექსენის სასახლის რაინდის წოდება მიენიჭა.

ასეთ არაჩვეულებრივ ნოტაზე დასრულდება წელს ლაგოდეხის მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი, რომელიც წლების განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით ტარდება და უკვე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით მუსიკალურ სამყაროში. ფესტივალმა მსმენელს არაერთი დაუვიწყარი ემოცია აჩუქა - საოცარი მუსიკოსები, ბლუზი ლაგოდეხის უნიკალურ გარემოში და გრძნობა, რომ მუსიკა და თავისუფლება მართლაც აქ და ახლაა.

ფესტივალის დასკვნითი კონცერტის ბილეთების შეძენისას,  ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.

ფესტივალი მომდევნო ზაფხულამდე გვემშვიდობება.

მომავალ, უკვე მეათე შეხვედრამდე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა