თბილისის მასშტაბით ამანათების სახლში უფასოდ მიტანა - ONEX-ის ახალი სერვისი
კომპანია ONEX-ში ამოქმედდა ახალი სერვისი, რომელიც მთელი თბილისის მასშტაბით ამანათების უფასო ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. როგორც Business Insider Georgia-სთან ONEX-ის საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ადამიამ განაცხადა, ამიერიდან აღარაა საჭირო გამოწერილი ამანათების აღება სერვის ცენტრიდან, ან ლოქერებიდან, რადგან ONEX-ის საკურიერო სერვისი მას პირდაპირ სახლში მოგიტანთ, თანაც სრულიად უფასოდ.
“კომპანია ONEX-ის ახალი საკურიერო სისტემა, ჩვენს ერთგულ მომხმარებლებთან კიდევ უფრო დააახლოებს, მათი ცხოვრების გამარტივებას და კომფორტის შექმნას ემსახურება, რადგან მათ აღარ უწევთ დროის კარგვა საცობში და ამანათების გატანა სერვის ცენტრიდან, ან ლოქერებიდან. ასევე სერვისის მიზანია ახალი მომხმარებლების დაინტერესება, რადგან აღნიშნული სიახლე მათ საშუალებას მისცემს სწრაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ იშოპინგონ მსოფლიოს 5 ქვეყანაში, ესენია: აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საბერძნეთი და ამანათი, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით ყველა, მიიღონ სახლის მისამართზე.” - განაცხადა კომპანია ONEX-ის მარკეტინგის მენეჯერმა, მარიამ ადამიამ.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა ფუნქციონირებას აგრძელებს უწყვეტად როგორ სერვის ცენტრები, ასევე ლოქერები.
“მათ ვისაც ამანათის მიღება ამ გზით უფრო ეკომფორტულება, რა თქმა უნდა ამ ალტერნატივას ვტოვებთ და მეტიც, ამ კუთხითაც ვაგრძელებთ ზრდა განვითარებას და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ მომხმარებელს გავახარებთ ჩვენი სიახლეებით” - ამბობს მარიამ ადამია.
შეგახსენებთ, რომ ამანათების სახლში მიტანის სერვისი ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისის მასშტაბით, თუმცა კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ დიდ და საინტერესო გეგმებსაც აანონსებს.
სხვა სიახლეები
18.06.2025.18:12
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განათლების შესაძლებლობების შექმნით განაგრძობს. ამჯერად, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, Startup Grind-თან თანამშრომლობით, 19 ივნისს ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება თემაზე — „ფინტექის მომავალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.
ღონისძიებას გაუძღვება შილ მოჰნოტი — ფინტექ ინვესტორი და Better Tomorrow Ventures-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც არაერთი მილიარდდოლარიანი სტარტაპის შექმნასა და გლობალურ განვითარებაში შეიტანა წვლილი.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
ვორკშოპი 19 ივნისს 10:00 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის 37 მ-ში გაიმართება.
სესია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს ღონისძიებაზე დასწრება 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ბილეთები ხელმისაწვდომია Startup Grind-ის ვებგვერდზე.
ცნობისთვის, ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში იმართება, რომელიც ბიზნესის მხარდამჭერ საგანმანათლებლო პროექტებს, პრაქტიკულ ვორქშოპებსა და თემატურ ღონისძიებებს აერთიანებს, რაც ბიზნესებს თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.