თბილისის ლოგისტიკურმა ცენტრმა გეზის ტერიტორიაზე 60 მლნ ლარის ინვესტიციით 3 ახალი საწყობის მშენებლობა დაიწყო
გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ Tbilisi Logistics Center • თბილისის ლოგისტიკური ცენტრი სასაწყობე მიმართულებით ინფრასტრუქტურას აფართოვებს და თბილისის გეზის მიმდებარედ სამი ახალი A კლასის საწყობის მშენებლობა დაიწყო.
2024 წლიდან თბილისის ლოგისტიკური ცენტრი სასაწყობე მიმართულებით პოზიციონირდა, როგორც ლიდერი. ამ ეტაპზე კი კომპანიამ 35,000 კვადრატულ მეტრზე დაიწყო 3 ახალი საწყობის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 15 000 მ² და 13,000 მ² არასაბაჟო საწყობების და ერთი 7,000 მ² საბაჟო საწყობის მშენებლობა.
მშენებლობლობისთვის საქართველოს ბანკის და თბისი ბანკის მხარდაჭერით ჯამურად 60 მილიონი ლარის ინვესტიცია არის გამოყოფილი.
„აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს კომპანიის დივერსიფიცირებული და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიაში,რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
2024 წლიდან დავიწყეთ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობა და ამ ეტაპზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ იმავე ტერიტორიაზე დავიწყეთ 3 ახალი საწყობის მშენებლობა, ჯამურად 35,000 მეტრზე აშენდება 2 არასაბაჟო და ერთი საბაჟო საწყობი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ამ მოთხოვნას შესაბამისად შევხვდეთ“, - აცხადებს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის დირექტორი არჩილ წერეთელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
გარე უბნების პოპულარობა, ინვესტორთა სტრატეგიები და NB TOWER-ის როლი უძრავი ქონების ტრანსფორმაციაში
სხვა სიახლეები
20.10.2025.16:00