მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

თბილისის ბაზარზე დივერსიფიკაციის მიზნით შემოვედით, გვაინტერესებს რეგიონებიც - „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელი

news image

ესპანური Barcelo Hotel Group-ი უკვე საქართველოს ბაზარზეა. საქართველოში პირველად, ხანგრძლივი მოლაპარაკებების, მრავალმხრივი კრიტერიუმებისა და უკვე არსებული რეპუტაციის გათვალისწინებით სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ საქართველოში ევროპული ცნობილი სასტუმროთა ჯგუფის Barcelo Hotel Group-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა.

ესპანური კომპანიის წარმომადგენლები თბილისს სტუმრობდნენ, სადაც ქართველ პარტნიორებთან ერთად პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

„ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელი ელგუჯა თურმანიძე განმარტავს, რომ ბათუმის შემდეგ თბილისის ბაზარზე შემოსვლა ბიზნესის დივერსიფიცირების მიზნით გადაწყდა, სადაც „ელთ ბილდინგი“ Barcelo Hotel Group-თან ერთად მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს. ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა კი 150 მლნ ლარს აჭარბებს.

„ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიბადა ეს იდეა, რომ რეგიონში შემოგვეყვანა ისეთი ბრენდი, რომელიც წარმოდგენილი არ იქნებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაშიც კი.  ეს არის სასტუმრო ბრენდებს შორის ერთ-ერთი დიდი ქსელი Barcelo Group-ი. 2-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად სწორედ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენი კომპანია შეერჩიათ. პირველი პროექტი, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზეა. პროექტის ღირებულება ₾150 მილიონზე მეტია, რომელიც მოიცავს ძირითადად 3 სახის პროდუქტს: პირველი ეს არის 150 ნომრიანი Barcelo Group-ის სასტუმრო, მეორე პროდუქტია 300 ნომრამდე აპარტოტელი, რომელსაც საინვესტიციო დატვირთვა აქვს. და მესამე, ერთ ბლოკში განთავსებულია საცხოვრებელი ბლოკი, სადაც ბინის შეძენის შემთხვევაში ჩვენი თანამოქალაქეები ისარგებლებენ იმ საერთო ინფრასტრუქტურით, რაც ამ ტერიტორიაზე იქნება განთავსებული“, - ამბობს ელგუჯა თურმანიძე. 

ამასთან, „ელთ ბილდინგი“-ის დამფუძნებელი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ კომპანიამ თბილისის ბაზარზე შემოსვლა დივერსიფიკაციის მიზნით გადაწყვიტა.

„ჩვენი საქმიანობა 7-8 წლის უკან დეველოპმენტში დაიწყო ბათუმში. ამ ქალაქში საკმაოდ ბევრი პროექტი განვახორციელეთ და საკმაოდ დიდი წარმატებით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩვენ საერთაშორისო ბრენდებთან ვმუშაობთ. თბილისის ბაზარზე ეს არ იქნება უკანასკნელი პროექტი. დედაქალაქში სულ მცირე ყოველ წელს წარმოვადგენთ ერთ ახალ საინტერესო პროექტს. ბაზრების კვლევიდან გამომდინარე ჩვენთვის საინტერესოა ზუგდიდი, გორი, მარნეული და ქუთაისი“, - ამბობს ელგუჯა თურმანიძე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე

20.02.2026.22:52

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.

„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.

აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო. 

არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.

„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.

საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა