მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.1
0.0019
flag
AZN 1.594
-0.0002
flag
CNY 38.037
0.0025
flag
EUR 3.1508
0.0097
flag
GBP 3.6205
0.0055
flag
KZT 50.26
-0.0018
flag
TRY 0.0648
-0.0001
flag
USD 2.7108
-0.0003

თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა

news image

„თეგეტამ“ დედაქალაქის ავტოპარკის განახლების მასშტაბური პროექტი წარმატებით დაასრულა. ჰოლდინგში შემავალმა კომპანიამ, Tegeta Truck&Bus-მა,  თბილისის მუნიციპალიტეტს გერმანული წარმოების, MAN-ის ბრენდის, საერთო ჯამში, 200 ერთეული სატრანსპორტო საშუალება გადასცა. ავტობუსები ქალაქის მერიას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გათვალისწინებით მიეწოდა.

MAN Lion's City 18C-ის მოდელის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსებით თბილისის მოსახლეობა უკვე არაერთ მარშრუტზე გადაადგილდება.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით  დიდი გამოცდილება გვაქვს, თუმცა ეს ყველაზე მასშტაბური პროექტია და მოხარულები ვართ, რომ წარმატებით დავასრულეთ. გერმანულ ავტოგიგანტთან, MAN-თან, მჭიდრო და ხანგრძლივი თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა, რომ თბილისისთვის ავტობუსების წარმოება პრიორიტეტულ საკითხად გვექცია. შესაბამისად, ავტობუსების მიწოდება დათქმულ ვადაზე ადრე შევძელით. დღეს ჩვენს ქალაქში გადაადგილდებიან ზუსტად ისეთივე მოდელის ავტობუსები, როგორებიც, მაგალითად, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ სატენდერო პირობები მხოლოდ ავტობუსით მომარაგებას არ ითვალისწინებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც ქარხნულ, ისე გახანგრძლივებულ გარანტიას, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციის ვადის ამოწურვამდე. ამასთანავე, ჩვენი გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მექანიკოსები „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ სერვისცენტრებში ავტობუსებს სრულ სერვისს უწევენ“.

„თეგეტას“ საგანგებოდ გადამზადებული მექანიკოსები რამდენიმე ბაზაზე არიან გადანაწილებული. უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც დღის, ისე საღამოს საათებში. თვის ჭრილში „თეგეტას“ მომსახურე პერსონალი „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილ ავტობუსებს 2000-ზე მეტ ინდივიდუალურ სერვისს უწევს. სამუშაოებისას გამოიყენება თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები. ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლებმა სრულად გამართული მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრონ.

მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად „თეგეტა მოტორსისა“ და Tegeta Truck&Bus-ის გუნდის წევრები ყოველწლიურ სწავლებას გადიან. მათ შორის არიან მექანიკოსები, სერვისისა და სექტორის მენეჯერები, ელექტრიკოსები და თითოეულ აგრეგატზე მომუშავე პასუხისმგებელი პირები. ჰოლდინგში აცხადებენ, რომ პერსონალი, გამოცდილებასთან ერთად, თანამედროვე ცოდნით არის აღჭურვილი.

საქალაქო ტიპის უახლესი MAN Lion's City 18C-ს ტიპის ავტობუსები 162 მგზავრზეა გათვლილი. სატრანსპორტო საშუალებებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, რომლებიც სრულად შეესაბამება თბილისის კლიმატურ პირობებს. ავტობუსი აღჭურვილია Wi-Fi სისტემებით და USB დატენის 8 წერტილით, რომლებიც თანაბრად ნაწილდება სამგზავრო განყოფილებაში.

MAN Lion's City 18C-ს შემოყვანა გარემოსდაცვითი მიმართულებითაც მნიშვნელოვანია. ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის CNG ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მოდელებთან შედარებით, გარემოსთვის გაცილებით უსაფრთხოა და CO2-ის ემისიის შემცირებას უწყობს ხელს.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „ჯერ კიდევ 2016-17 წლებში CNG ძრავით აღჭურვილი ტრანსპორტის გამოჩენა თბილისში წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ეკოლოგიის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად ამჯერადაც სწორედ გარემოზე ზრუნვა სახელდება. ახალი თაობის MAN -ის 18-მეტრიანი ავტობუსები მინიმალური ზემოქმედებით გამოირჩევა.

თუმცა ეს არ არის ბოლო გაჩერება გერმანული ავტოკონცერნისთვის. MAN ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია, ევროკავშირის მასშტაბით, ელექტრობუსებით მომარაგების კუთხით. სამომავლოდ, ვფიქრობთ, თბილისშიც მალე დადგება ეს საჭიროება და როგორც MAN-ის ექსკლუზიურ დილერს საქართველოში, გვექნება შესაძლებლობა, ელექტრიფიკაციის მიმართულებით პირველი ნაბიჯები ერთად გადავდგათ“.

„თეგეტა“ 2016 წლიდან აქტიურად არის ჩართული მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაში. ამასთანავე, 2023 წელს ჰოლდინგის საქმიანობა ამ მიმართულებით ქვეყნის ფარგლებს გასცდა. „თეგეტა“ ერევნის მუნიციპალური პარკის განვითარებაშიც ჩაერთო და დღეს სომხეთის დედაქალაქის მილიონზე მეტი მცხოვრები თანამედროვე ავტობუსებით გადაადგილდება.

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image EMAAR-ის ინვესტიციით სატრანსპორტო კომპანიები ნახავენ სარგებელს - ჯემალ ინაიშვილი

15.10.2025.19:00

EMMAR-ის ინვესტიციას საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და საქართველოს მიმზიდველობა, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, მისი თქმით, $6 მილიარდიანი ინვესტიცია ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე, პარალელური დარგების განვითარებას.

„პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ეს ინვესტორის გადაწყვეტილებაა და ამას საფუძვლად უდევს ის გარემო, ჩვენს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო და ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, ამ სახის და ამ ოდენობის ინვესტიციებისთვის უკვე. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც გაჟღერდა ამ ოდენობის ინვესტიცია ერთჯერადი, ერთი კონკრეტული მიმართულებით. რა თქმა უნდა ამის ათვისება არ მოხდება და ვერ მოხდება ვერც ერთი წლის განმავლობაში და ვერც ორის. ეს გაიწელება გარკვეულ პერიოდში და ეს ასეც არის ალბათ გათვალისწინებული, მაგრამ თვითონ ეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია ხელს შეუწყობს მრავალ სხვა პარალელურ ინვესტიციებს და ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას პარალელურად საქართველოში და ეკონომიკის პარალელური დარგების განვითარებას. იმიტომ, რომ ეს იქნება მრავალ წახნაგოვანი და მრავალ მიმართულებიანი ინვესტიცია, იმიტომ რომ იქ სადაც უნდა აშენდეს, იქ გზა იქნება მისაყვანი, იქ იქნება სხვა ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ მთავარი ინვესტორის გარდა ბევრი მოთამაშე იქნება პარალელურად ჩართული“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.

 "თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, EMMAR-ის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებით სარგებელს ბევრი სხვა მომიჯნავე სექტორები და ბიზნესები ნახავენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენც ვხედავთ სარგებელს აქედან, როგორც სატრანსპორტო კომპანიები, ჩვენი სატრანსპორტო კომპანია და ბევრი სხვა ჩვენი კონკურენტი. მათ შორის იმიტომ რომ ბევრი რამ რაც ამ მშენებლობის პროცესში იქნება საჭირო, ის იქნება ტრანსპორტირებული ზღვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. აქედან გამომდინარე, ბევრი მოთამაშე ეყოლება ამ ინვესტიციას და თანამონაწილე“, - ამბობს ჯემალ ინაიშვილი. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა