მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7095.1
0.0079
flag
AZN 1.5918
-0.0005
flag
CNY 38.044
-0.0026
flag
EUR 3.1203
-0.0139
flag
GBP 3.5401
-0.0113
flag
KZT 52.17
-0.0005
flag
TRY 0.0639
0
flag
USD 2.7067
-0.0006

თბილისის ახალი ზოოპარკის პირველი ნაწილის გახსნა 2026 წელს იგეგმება

news image

თბილისის ახალი ზოოპარკის პირველი ნაწილის გახსნა 2026 წელს იგეგმება. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განაცხადა. მისი თქმით, დღესდღეობით ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე უკვე გადაყვანილია ადგილობრივი წარმოშობის ცხოველები, ხოლო სამომავლოდ, ვოლიერების აშენების შემდეგ, სხვა ცხოველების გადაყვანაც ეტაპობრივად მოხდება.

„თბილისის ახალ ზოოპარკის ინფრასტრუქტურის ნაწილი უკვე აშენებულია/გაკეთებულია. მაგალითად, ტერიტორიაზე გადაყვანილია ძირითადად ადგილობრივი ცხოველები - მგლები, დათვები, ჯიხვები, ირმები, ნიამორები, ფოცხვერები. ასევე ტერიტორიაზე გვყავს აფრიკული ძაღლები, აქლემები და მტაცებელი, ლეშჭამია ფრინველები.

წელს რითაც ვართ დაკავებულები, ეს არის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარება - უნდა დაიდგას სველი წერტილები, უსაფრთხოების ღობეები და მოეწყოს გზები. 2026 წელს უნდა დავასრულოთ ტერიტორიაზე დაწყებული „აფრიკის სავანის“ მშენებლობა, რომელიც განკუთვნილია დიდი აფრიკული ცხოველებისთვის - მარტორქებისთვის, ბეგემოტებისთვის, ჟირაფებისთვის, ანტილოპებისთვის, კამეჩებისთვის, ზებრებისთვის და ასე შემდეგ.

ზამთრის შენობები ზოგი ნაწილობრივ არის აშენებული, ზოგიც უკვე დასრულებულია. ახლა უკვე უნდა გავაკეთოთ საზაფხულო ვოლიერები. მომავალ წელს უნდა შევაჯეროთ პროექტი, თუ მომდევნო წლებში რის გაკეთებას ვაპირებთ,“ - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი.

ზურაბ გურიელიძის განმარტებით, ახალი ზოოპარკის ტერიტორია საკმაოდ გაფენილია და 48 ჰექტარს აერთიანებს, რომელიც დაყოფილია ბიო-გეოგრაფიული პრინციპით, შესაბამისად, თითოეულ გეოგრაფიულ ერთეულს თავისი ინფრასტრუქტურული ნაწილები აქვს.

„ვცდილობთ და გვინდა, რომ ზოოპარკის პირველი ნაწილი რაც შეიძლება მალე გავხსნათ. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იარსებებს ახალი ზოოპარკიც და არსებული ზოოპარკიც.

ზოოპარკის პროექტი რამდენიმე ფაზად იქნება დაყოფილი. რთულია ამაზე წინასწარ საუბარი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება პროცესები და როგორი იქნება დაფინანსება,“ - ამბობს ზურაბ გურიელიძე.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ზოოპარკის ბიუჯეტი თითქმის გაორმაგებულია, რაც ადმინისტრაციას მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების საშუალებას მისცემს.

„2026 წლის ბიუჯეტი გაზრდილია. სხვა წლებთან შედარებით ბიუჯეტის კუთხით ზრდა გვაქვს,“ - ამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორი.

ირკვევა, რომ ახალ ზოოპარკში საწყის ეტაპზე ახალი ცხოველების დამატება არ მოხდება. მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე ახალი ვოლიერები დაემატება, მოხდება ახალი ცხოველების მოძიება და ჩამოყვანაც.

„ახალი ცხოველების ჩამოყვანა დამოკიდებულია ვოლიერების არსებობაზე. მთავარი არის, რომ ავაშენოთ ახალი ვოლიერები. ჩვენ ვართ ევროპის ზოოპარკების ასოციაციის წევრები და მათგან ვიღებთ ცხოველებს. ცხოველების მოძიება გარკვეული პროცესია, თუმცა მიღებული ცხოველი ყოველთვის უფასოა. ევროპის ზოოპარკების ასოციაციის ძირითადი პრინციპია, რომ ცხოველებით ვაჭრობა არ შეიძლება,“ - განმარტავს ზურაბ გურიელიძე.

ცნობისათვის, თბილისის ზოოპარკის ისტორია 1927 წლის 10 თებერვლიდან იწყება და ის კავკასიის ცხოველთა აკლიმატიზაციის საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.

ახლად დაარსებულ ზოოპარკს ქალაქის შემოგარენში, მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარი ფართობი გამოეყო. ადგილმდებარეობა კარგად იყო შერჩეული - საუკეთესო მიკროკლიმატი ქმნიდა იდეალურ პირობებს ცხოველებისთვის.

ახალი ზოოპარკის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. ტერიტორია ბიო-გეოგრაფიული ზონირების შესაბამისად დაიყოფა: ევროპა და კავკასია, აფრიკის სავანა, ცენტრალური აზიის სტეპი და მთიანეთი, ტროპიკული აზია, ავსტრალია, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა. ახალი ზოოპარკის პირველი ვოლიერები გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა.

ახალი ზოოპარკის მშენებლობის დასრულებამდე ცხოველების მონახულება ძველ ზოოპარკშია შესაძლებელი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თბილისის ახალი ზოოპარკის პირველი ნაწილის გახსნა 2026 წელს იგეგმება

21.11.2025.14:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა