მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7217.6
0.0281
flag
AZN 1.5845
-0.0003
flag
CNY 39.498
0.0019
flag
EUR 3.1687
-0.0084
flag
GBP 3.6395
-0.0044
flag
KZT 57.73
0.0023
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6931
-0.0005

თბილისში ლეგენდარული Planet Hollywood შემოდის

news image

ორბი ჯგუფისა“ და ბლოკ ჯგუფის“ ერთობლივი ძალისხმევითლას-ვეგასში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზემსოფლიოში ცნობილი ბრენდი, Planet Hollywood საქართველოშიკერძოდცენტრალ პარკ თაუერსის“ (Central Park Towers) პროექტში შემოდისეს ისტორიული შეთანხმება თბილისს რეგიონის მთავარ მიზიდულობის ცენტრად აქცევს.

რა არის ინტეგრირებული რეზორტი? ცენტრალ პარკ თაუერსი“ წარმოადგენს რეგიონში პირველ ინტეგრირებულ რეზორტსსადაც ერთ სივრცეში გართობადასვენებაგასტრონომია და შოუბიზნესია გაერთიანებულიკომპლექსი მოიცავს:

  • ორ ბლოკსერთში განთავსდება 5-ვარსკვლავიანი Radisson Blu, ხოლო მეორეში ლეგენდარული Planet Hollywood.

  • 12 საერთაშორისო ბრენდსმათ შორის Beefbar (მონტე-კარლო), Chateau Mate (ლონდონი), Roberto’s (დუბაი), Angelina (პარიზი), Harvey Nichols (ლონდონიდა სხვა.

  • მოლიპირველისაერთაშორისო დეფართამენთ-სთორი, 200-ზე მეტი ლუქს ბრენდით.

  • რეგიონში უდიდესი ივენთ-ჰოლი4000 ადამიანზე გათვლილი მულტიფუნქციური სივრცერომელიც წელიწადში 150-ზე მეტ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს.

საინვესტიციო შესაძლებლობა - ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ არა უბრალოდ აპარტამენტი, არამედ -უშუალოდ, Planet Hollywood-ის და Radisson Blu-ს სასტუმრო ნომერი. ნომრის მფლობელი ხდება ბიზნესის მეწილეც და მონაწილეობს მოგების განაწილებაში. პირველი 100 ნომრის შეძენისას კი სპეციალური ფასი და გადახდის პირობები მოქმედებს.

ეკონომიკური გავლენა და ვადები - Planet Hollywood-ის დამფუძნებლისრობერტ ერლის განცხადებითბრენდმა საქართველო სწორი ლოკაციისმშენებლობის მაღალი ხარისხისა და საიმედო პარტნიორობის გამო შეარჩია.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეცვლის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას და შექმნის მინიმუმ 2000 ახალ სამუშაო ადგილს.

ამჟამად დასრულებულია ორივე ბლოკის კარკასული სამუშაოები და მიმდინარეობს შიდა მოპირკეთებაკომპლექსის სრული ინფრასტრუქტურით გახსნა კი 2027 წლის სექტემბერში იგეგმება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით

21.04.2026.11:07

იურიდიული პროცესების ძირითადი გამოწვევები

კორპორაციების იურიდიულ გუნდებში ხელშეკრულებებზე მუშაობა ხშირად მრავალსაფეხურიანი და ხანგრძლივი პროცესია, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ იურისტებს უწევთ დოკუმენტების არაერთხელ გადამუშავება, კომენტარების ასახვა, ცვლილებების კოორდინაცია, შიდა თანხმობების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ დოკუმენტების მეორე მხარისთვის გადაგზავნა. მეორე მხარის კომენტარების მიღების შემდეგ კი იგივე პროცესი ხელახლა იწყება. ერთი ხელშეკრულების სამუშაო ვერსია ხშირად რამდენჯერმე იცვლება, ხოლო საბოლოო ვერსიის შეთანხმების პროცესი ხანგრძლივდება. 

როგორც წესი, აღნიშნული გამოწვევა პროცესების არასისტემურ მართვას უკავშირდება. როდესაც დოკუმენტების გადახედვის ერთიანი შიდა სტანდარტი არ არსებობს, ხოლო ვერსიების მიმოცვლა ფრაგმენტულად, ხშირად ელფოსტითა და არაერთი შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობს, ინფორმაცია იფანტება, პროცესი რთულდება, ხოლო დრო და რესურსი, რომელიც სტრატეგიულ და ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს უნდა ეთმობოდეს, საოპერაციო კოორდინაციასა და ტექნიკურ სამუშაოებში იხარჯება. 

შედეგად, იურიდიული გუნდები გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, ხოლო ბიზნესი კარგავს როგორც დროს, ისე ფინანსურ რესურსს.

სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ „თეგეტა ჰოლდინგმა“ Lawformer-თან პარტნიორობით იურიდიული პროცესების სისტემური გარდაქმნა დაიწყო. 

რატომ Lawformer

პარტნიორის შერჩევისას „თეგეტასთვის“ მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოყენებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა მორგებული ყოფილიყო ქართულ სამართლებრივ რეალობასა და ადგილობრივ ბიზნესსაჭიროებებზე. კომპანიას სჭირდებოდა არა ზოგადი AI ინსტრუმენტი, არამედ პლატფორმა, რომელიც მიესადაგებოდა ქართულ სამართლებრივ გარემოსა და დოკუმენტბრუნვის სპეციფიკას.

ქართულ იურიდიულ პრაქტიკაში ტერმინოლოგიურ სიზუსტეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: ზოგჯერ ერთი ფორმულირების შეცვლამაც კი შეიძლება დოკუმენტის შინაარსი და სამართლებრივი შედეგი არსებითად შეცვალოს. ასეთ პირობებში ზოგადი AI ინსტრუმენტები ვერ უზრუნველყოფს იმ სიზუსტეს, რომელიც საჭიროა ქართული სამართლებრივი ტექსტის ნიუანსებისა და ადგილობრივი პრაქტიკის სწორად გასააზრებლად. 

სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს Lawformer, გლობალური LegalTech სტარტაპი, რომელიც, სხვა ენებთან ერთად, ხელოვნურ ინტელექტს - Legal AI ასისტენტს - ქართულ ენასა და ქართულ სამართლებრივ დოკუმენტებზე ავითარებს. ამასთანავე, აქვს წვდომა საქართველოს საკანონმდებლო ბაზასთან, რაც ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

Lawformer-ის ერთ-ერთი საგრძნობი უპირატესობა ისიცაა, რომ AI ასისტენტს შეუძლია, ტექსტი სწორედ ისეთი სტილითა და ფორმულირებით მოამზადოს, როგორსაც კონკრეტული იურისტი გამოიყენებდა სამუშაო პროცესში. ამისთვის სისტემა აანალიზებს არსებულ სახელშეკრულებო მუხლებს, რის შედეგადაც გენერირებული პასუხი ასახავს არა მხოლოდ წერის სტილს, არამედ ფორმულირების ლოგიკასა და პროფესიულ სპეციფიკას.

პარტნიორის შერჩევისას „თეგეტასთვის“ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მონაცემთა დაცვის საკითხიც. Lawformer სრულ შესაბამისობაშია როგორც ქართულ, ისე ევროპულ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან. კლიენტის დოკუმენტებზე წვდომა მხოლოდ თავად კლიენტს აქვს, ხოლო სისტემაში დამუშავებული ინფორმაცია არასოდეს გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის მოდელების დასატრენინგებლად.

პრაქტიკული შედეგები

„თეგეტასთვის“ Lawformer იურიდიული ოპერაციების მართვის სისტემურ ნაწილად ჩამოყალიბდა. პლატფორმა კომპანიის შიდა წესებისა და პოლიტიკების შესაბამისად მუშაობს, რაც ხელშეკრულებების გადახედვისას ერთიანი სტანდარტის დაცვასა და გადაწყვეტილებათა თანმიმდევრულობას უზრუნველყოფს.

Lawformer-ის გამოყენებით, „თეგეტას“ იურიდიულ გუნდს შეუძლია ხელშეკრულებების გადახედვა, რისკების ავტომატური იდენტიფიცირება და შესაბამისი ალტერნატიული ფორმულირებების მომზადება „თეგეტას“ შიდა სტანდარტების დაცვით. შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება დრო, რომელიც დოკუმენტის მომზადებიდან საბოლოო შეთანხმებასა და ხელმოწერამდეა საჭირო.

„თეგეტა ჰოლდინგის“ იურიდიული გუნდის შეფასებით, პლატფორმის დანერგვამ შიდა ეფექტურობა საგრძნობლად გაზარდა და შედეგად, კომპანიის წარმომადგენლებს მეტი დრო რჩებათ სტრატეგიულ სამართლებრივ მხარდაჭერაზე და ნაკლები დრო სჭირდებათ დოკუმენტების ტექნიკურირედაქტირებისთვის.

პარტნიორობის ექვსთვიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტექნოლოგიის სწორად დანერგვა იურიდიულ პროცესებს არა მხოლოდ ამარტივებს, არამედ მათ უფრო სტრუქტურირებულსა და სტანდარტიზებულსაც ხდის, რაც პირდაპირ აისახება ბიზნესის ოპერაციულ ეფექტიანობაზე. 

ბაზრის ტენდენცია

საქართველოში LegalTech განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესისთვის უკვე არჩევანი აღარ არის, ის კონკურენტუნარიანობისა და ეფექტურად ოპერირებისთვის აუცილებელი პირობაა. 

კომპანიებმა ნათლად დაინახეს, რომ ძლიერი, სწრაფი და მოქნილი იურიდიული ოპერაციები ბიზნესის ზრდისა და მდგრადობის ერთ-ერთი საფუძველია. ამ ვითარებაში კი სწორი ტექნოლოგიური პარტნიორის არჩევა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა