თბილისი HR Congress 2025-ს მასპინძლობს - ყველაზე მასშტაბური კონგრესი ადამიანური რესურსების მართვის სფეროში
10 ოქტომბერს, სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში საქართველოში ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაციის (HRPA Georgia) ორგანიზებით HR Congress 2025 გაიმართება, რომელიც ადამიანური რესურსების სფეროში ყველზე დიდი მასშტაბის ღონისძიებაა.
კონგრესის თემაა HR & OD სტანდარტები, და ის ფოკუსირდება ორ მთავარ მიმართულებაზე:
კონგრესის მონაწილეები გაეცნობიან საერთაშორისო HR სერტიფიცირების მნიშვნელობას კარიერული ზრდისთვის. ღონისძიებაში ჩაერთვებიან წამყვანი გლობალური მასერტიფიცირებელი ინსტიტუციების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რაც აუდიტორიას მისცემს უპრეცედენტო წვდომას გლობალური HR სტანდარტების შემქმნელებთან.
ღონისძიების მონაწილეები უშუალოდ გაეცნობიან უმსხვილესი მასერტიფიცირებელი ინსტიტუციების წარმომადგენლებს საკუთარი ორგანიზაციების აღიარებისა და განვითარების ახალ საფეხურზე გადასაყვანად.
კონგრესი მიზნად ისახავს როგორც ინდივიდუალური HR პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას, ისე ორგანიზაციების განვითარებას თანამედროვე, საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
ღონისძიება დიდ შესაძლებლობას აძლებს HR სფეროს წარმომადგენლებს. მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ გლობალურ ტრენდებს, გაიღრმავონ პროფესიული კავშირები და იმუშაონ სტრატეგიებზე, რომლებიც ადამიანური რესურსების მართვას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.
HR Congress 2025-ზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე შეხვდნენ დარგის ისეთ წამყვან, გლობალურ ექსპერტებს, როგორებიც არიან:
დეივიდ დი'სუზა - ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გლობალური HR გაერთიანების - CIPDის - პროფესიის განვითარების დირექტორი.
ზაჰიდ მუბარიქი - ISO სტანდარტების თანა-ავტორი, საერთაშორისო დონის ექსპერტი ექსკლუზიურად HR Congress 2025-ისთვის მთავარ სცენაზე განიხილავს ISO სტანდარტებს ადამიანური კაპიტალის ანგარიშგებისა და ხარისხის მართვის მიმართულებით.
რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულ HR ისტორიაში პირველად, HR კონგრესი აღიარებულია HRCI-ის მიერ. სერტიფიცირებული HR პროფესიონალები კონგრესში მონაწილეობით მოიპოვებენ გლობალურ პროფესიულ კრედიტებს, რაც მნიშვნელოვანი წინაგადმული ნაბიჯია როგორც საერთაშორისო, ასევე ადილობრივი წარმატებული HR კარიერისთვის.
HR Congress 2025 განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის, რომელიც ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების სფეროში საერთაშორისო სტანდარტებით არის დაინტერესებული.
კონგრესის მიზნობრივი აუდიტორია მოიცავს:
HR მენეჯერებსა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, რომელთათვისაც პრიორიტეტულია პროფესიული ზრდა და საერთაშორისო სერტიფიცირება;
აღმასრულებელ დირექტორებს (CEO), მმართველი საბჭოს წევრებსა და ბიზნესის მფლობელებს, რომლებიც ისწრაფვიან თავიანთი ორგანიზაციების გლობალური აღიარებისა და სტრატეგიული განვითარებისთვის;
BPO სერვისების პროვაიდერებსა და საკონსულტაციო კომპანიებს, რომლებსაც სურთ თავიანთი მომსახურება საერთაშორისო დონეზე გაიტანონ;
და ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს HR კარიერული გზის ან ორგანიზაციული განვითარების შესაძლებლობების უკეთ გაცნობა.
კონგრესზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ. ბილეთების შესაძენად დააჭირეთ აქ:
შეუერთდით 500-ზე მეტ HR პროფესიონალსა და ბიზნეს ლიდერს. ეს არის ადგილი, სადაც იქმნება შენი გლობალური HR მომავალი და ორგანიზაციის მდგრადი წარმატება.
სხვა სიახლეები
07.10.2025.20:00
არაბთა გაერთიანებული საამიროები წარმოადგენენ ძლიერ ეკონომიკურ მოთამაშეს და ჩვენი მჭიდრო ურთიერთობები მათთან მნიშვნელოვანია ინვესტიციების თვალსაზრისით, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, რომელმაც საქართველოსი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ოფიციალური ვიზიტი შეაფასა.
„მინდა აღვნიშნო, რომ როგორც პოლიტიკური კუთხით ასევე ეკონომიკური კუთხით იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ვინაიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროები წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ მოთამაშეს არამარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. და ჩვენი კარგი და მჭიდრო ურთიერთობები მათთან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ინვესტიციების თვალსაზრისით და ამ ვიზიტს არამარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მნიშვნელობაც ჰქონდა, როგორც აღვნიშნე და გავიმეორებ კიდევ ერთხელ. შესაბამისად, იყო ასეთი ძლიერი ქვეყნის სანდო პარტნიორი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან საქართველოში ვიზიტად მყოფ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. მათ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ორი ქვეყნის პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.