მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.5
0.0738
flag
AZN 1.6019
0.0183
flag
CNY 39.487
0.0366
flag
EUR 3.1695
0.0089
flag
GBP 3.6431
0.0366
flag
KZT 54.76
0.0095
flag
TRY 0.062
0.0008
flag
USD 2.7234
0.0312

თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მეოთხე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ - SBC Summit Tbilisi 2026-ს მასპინძლობს!

news image

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის წამყვანი iGaming და Tech კონფერენცია, SBC Simmit Tbilisi 2026 15–16 ივლისს ბრუნდება და ევრაზიის რეგიონს სრულად მოიცავს.

ბრიტანული ორგანიზაციის, SBC-ისა და საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანიის, SMH Global-ის ორგანიზებით, სამიტი სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” გაიმართება.

2025 წლის გამორჩეულად წარმატებული ღონისძიების შემდეგ, რიგით მეოთხე SBC Summit Tbilisi 2026 გვპირდება ჩართულობის მინიმუმ 50%-ით მზარდ ტენდენციას, გასული წლების მსგავსად. სამიტის წარმდგენი კვლავ EGT Georgia და Amusnet იქნება.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისს ესტუმრება iGaming-ინდუსტრიის 3000-მდე მაღალი რანგის დელეგატი ევრაზიის, ევროპისა და ამერიკის წამყვანი გლობალური კომპანიებიდან. ასევე, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიები. წარდგება 30-მდე კომპანია, საგამოფენო სივრცეებით, სადაც მათ საკუთარი პროდუქტისა და სერვისის დემონსტრირების საშუალება მიეცემათ. მათ შორის იქნებიან სხვადასხვა პროდუქტების თუ სერვისების პროვაიდერები, პლატფორმები და საგადახდო ოპერატორები.

რიგით მეოთხე სამიტის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი წელს უკვე მეორედ იქნება SBC Regulations Summit Tbilisi. სამიტი, რეგიონის მასშტაბით, Gaming რეგულაციების განხილვას დაეთმობა. ღონისძიების წარმდგენი წელსაც - მსოფლიო ბაზრის ლიდერი Flutter CEE იქნება.

სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთის, სლოვენიის, საქართველოს, ლიეტუვის, ესტონეთის, რუმინეთის, სომხეთის ბაზრის რეგულატორები. მათ საშუალება მიეცემათ გააზიარონ საკუთარი გამოცდილება და აქტიურად განიხილონ მომავალი შესაძლებლობები.

 

ნიკა გიგაშვილი, SMH Global-ის თანადამფუძნებელი: 

“სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მისი რეგულაციების საკითხი. რეგულატორების ამოცანა მოსახლეობაზე ზრუნვა და ქვეყნის განვითარებაა, რომელშიც სექტორს საკმაოდ დიდი კონტრიბუციის შეტანა შეუძლია. SBC Regulations Summit Tbilisi 2025-მა რეგიონს უნიკალური პლატფორმა შესთავაზა, სადაც რეგულატორებს აქვთ ინფორმაციის გაცვლისა და ერთმანეთთან დაკავშირების სივრცე. ასევე, ლიცენზირებულ ოპერატორებს ეძლევათ საშუალება ჩაერთონ აღნიშნულ დისკუსიებში, რადგან მათი სურვილი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა და პროცესებში დახმარებაა. წელს სამიტი უფრო მასშტაბურად ბრუნდება და უკვე 15-ზე მეტი ქვეყნის რეგულატორებს უმასპინძლებს.”

ლაშა მაჭავარიანი, SMH Global-ის დანფუძნებელი:

„საქართველო ეტაპობრივად იმკვიდრებდა თავს, როგორც რეგიონული ცენტრი iGaming ინდუსტრიისა და სპორტული ბიზნესის მიმართულებით. SBC Summit Tbilisi 2025-ის მესამედ გამართვამ და მონაწილეთა რეკორდულმა რაოდენობამ ნათლად დაადასტურა როგორც ღონისძიებისადმი, ისე რეგიონისადმი საერთაშორისო ინტერესის ზრდა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო iGaming ინდუსტრიის ჰაბია რეგიონში. 2026 წელს სამიტი კიდევ უფრო გაფართოებული ფორმატითა და ახალი შესაძლებლობებით ბრუნდება.“

რასმუს სოიმარკი, SBC- ის დამფუძნებელი:

„SBC Summit Tbilisi 2026 კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისი, საქართველო, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის iGaming და ტექნოლოგიური ინდუსტრიის საკვანძო შეხვედრის წერტილია.

2025 წლის წარმატებულმა ღონისძიებამ ნათლად აჩვენა სამიტის მზარდი მასშტაბი და გავლენა, რის საფუძველზეც 2026 წელს ველოდებით ჩართულობის მინიმუმ 50%-იან ზრდას. სამიტი თბილისში თავს მოუყრის ათასობით მაღალი რანგის საერთაშორისო დელეგატს, წამყვან გლობალურ კომპანიებსა და ადგილობრივი ბაზრის ლიდერებს, რაც ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორობებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობების ჩამოყალიბებას.“

საქართველო დღეს არის iGaming ინდუსტრიის ცენტრში, რეგიონალურ ჰაბი iGamig-ისა და სპორტის მიმართულებით. რიგით მესამე, SBC Summit Tbilisi 2025- ზე, დასწრების რეკორდულმა მაჩვენებლმა ნათლად აჩვენა ინტერესი, როგორც სამიტის, ასევე რეგიონის მიმართ. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ინდუსტრიის ტრანსფორმაცია შთამბეჭდავია და წლევანდელი სამიტი სწორედ ამ ენერგიის ამსახველი იქნება.

სამიტი ჰპირდება მაღალი დონის გამოფენებს, ღრმა დისკუსიებსა და აქტიური შეთანხმებებს iGaming ინდუსტრიის წამყვან კომპანიებს შორის ევრაზიის მასშტაბით. სამიტი ქართულ კომპანიებს კიდევ ერთხელ აძლევს ურთიერთობის დამყარების განუმეორებელ შესაძლებლობას სექტორის წამყვან კომპანიებთან, პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან. ასევე უკვე არსებული კონტაქტისა და თანამშრომლობის მეტად გაღრმავების საშუალებას, სამიტი ხელს უწყობს საქართველოში არსებულ ბიზნესს გლობალურ მასშტაბებზე გასვლაში.

SBC

SMH Global

EGT Georgia

Amusnet

Lasha Machavariani

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მიიღეთ გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკში, ნებისმიერ დროს, უკეთესი კურსით

04.03.2026.17:38

საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში ავითარებს ემიგრანტებისთვის მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რათა მათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ საბანკო მომსახურებით.

ემიგრანტებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ კომფორტის საკითხია, არამედ ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებისა და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.

სწორედ ამ მიზნით, ბანკი ემიგრანტებს სთავაზობს ფულადი გზავნილების გაგზავნას ან მიღებას მობილბანკში, ნებისმიერ დროს, უკეთესი კურსით. თანხის კონვერტაცია ხორციელდება ონლაინ, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ მართონ საკუთარი ფინანსები, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ.

სერვისით სარგებლობა შესაძლებელია გზავნილების ისეთი სისტემებიდან, როგორებიცაა: Western Union, Rico, Gram, Elva, Intel Express, Ria, MoneyGram და სხვა.

თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ, შემოუერთდით Facebook ჯგუფს და პირველებმა გაიგეთ საქართველოს ბანკის მიერ, სპეციალურად ემიგრანტებისთვის, დაგეგმილი წამახალისებელი კამპანიების, შეთავაზებებისა და კულტურული ღონისძიებების შესახებ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა