თბილისი დრაი პორტი პირველ ტვირთებს მომავალ კვირაში ელოდება
თბილისი დრაი პორტის (Tbilisi Dry Port) პირველი ფაზის მშენებლობა უკვე დასრულდა ის პოსტი მზადაა ტვირთების მისაღებად, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას თბილისი დრაი პორტის გენერალურმა დირექტორმა ნინო ნემსაძემ განაცხადა.
როგორც კომპანია თბილისი დრაი პორტის გენერალური დირექტორი აცხადებს, პორტში პირველი ტვირთი მომავალ კვირაში შევა.
„ყველა ნებართვა რაც ოპერირებისთვის იყო აუცილებელი უკვე მიღებული გაქვს. ეს არის საბაჟო საწყობის ნებართვა, რკინიგზის ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ნებართვები. ფაქტობრივად გახსნილები ვართ და პირველ მატარებელს უკვე მომავალ კვირაში ველოდებით, რომელიც პორტში პირველ ტვირთებს შემოიტანს. მატარებელი ჩვენთან შემოვა ფოთის პორტიდან, ხოლო ტვირთი რა ტიპის იქნება და ფოთში საიდან შემოვა ეს ჯერ ჩვენთვის უცნობია.
ჩვენ ამ წუთას შესაძლებლობა გაქვს, რომ 100 ათას TEU-მდე ტვირთბრუნვა გვქონდეს წლის განმავლობაში. შესაბამისად იმედია მაქვს, რომ წლის ბოლოსთვის საშუალოდ ამ ბრუნვას მივუახლოვდებით“, - აღნიშნა ნინო ნემსაძემ.
თბილისი დრაი პორტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ იწყება მეორე ფაზის განხორციელება. როგორც ნინო ნემსაძე ამბობს, ამ დროისათვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„მეორე ფაზის პროექტირება ამ ეტაპისთვის აქტიურ ფაზაშია და როგორც კი საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდება და სამშენებლო ნებართვებს მივიღებთ დავიწყებთ მშენებლობას. რაც შეეხება მშენებლობის პროცესს, მისი დასრულება მშენებლობის დაწყებიდან 4-6 თვეში მოხდება. თუმცა კონკრეტული გეგმა-გრაფიკი ჯერჯერობით გაწერილი არ გაქვს“, - აღნიშნა თბილისი დრაი პორტის გენერალურმა დირექტორმა.
2021 წელს დაარსებული თბილისი დრაი პორტი არის ერთობლივი საწარმო Abu Dhabi Ports Group-ს, Wilhelmsen Port Services Georgia-სა და Inveco LLC-ს შორის.
თბილისი დრაი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც დაშორებულია შავი ზღვის ნავსადგურებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით. იგი წარმოადგენს მომხიბვლელ ადგილს მიწოდების ჯაჭვის მართვისთვის საქართველოსა და რეგიონისთვის. მთლიანი ფართობით, რომელიც მოიცავს 196,000 მ² და 87,000 მ² მიწის ნაკვეთებს თბილისის სამრეწველო ზონაში, თბილისი დრაი პორტი უზრუნველყოფს ფართო სივრცეს სხვადასხვა ლოგისტიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
დღის ტოპ 10 სიახლე
სოფელ ჭოპორტის, ახატანისა და მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დოკუმენტაციის საჯარო განხილვა ჩატარდა
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
01.05.2025.13:10
24–25 აპრილს, არქის მოწვევითა და ინიციატივით, საქართველოში ჩამოვიდა ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წამყვანი პროფესორი და ერთ-ერთი გამორჩეული ეკონომისტი – Das Narayandas, რომელმაც არქიში ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი თემაზე Strategic Leadership and Marketing Excellence Program.
„ვიმუშავე არქის გუნდთან ერთად და ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ მათი მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, აქ ნამდვილად ძალიან ჭკვიანი ადამიანები და თავიანთ საქმეში მსოფლიო კლასის პროფესიონალები მუშაობენ. გვქონდა დიდებული საუბრები და ვორქშოფები. მიხარია, რომ ჩამოვედი და დრო გავატარე არქის გუნდთან ერთად. ნამდვილად შესანიშნავი იყო და გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის.“ – Das Narayandas, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი და ეკონომისტი.
ტრენინგი განკუთვნილი იყო არქის მენეჯმენტის გუნდისთვის და მოიცავდა ინტენსიურ ტრენინგებს, სხვადასხვა ბიზნესქეისების ანალიზს, ლექციებსა და ინტერაქციულ სამუშაო ფორმატს. გარდა ამისა, სპეციალურად ყველა დაინტერესებული თანამშრომლისა და პარტნიორისთვის მოეწყო ერთდღიანი ვორქშოპი, სადაც მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ სფეროს წამყვანი ექსპერტის ხედვა და გამოცდილება.
„მოხარულები ვართ, რომ ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წამყვანი პროფესორი Das Narayandas ჩამოვიდა საქართველოში და ჩვენს გუნდთან ერთად ჩაატარა ვორქშოფი. ეს ტრენინგი დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურების, ბრენდის ხარისხი, დავნერგოთ თანამედროვე მიდგომები ჩვენს სფეროში და უფრო გავაძლიეროთ არქის პოზიციები.” — არქის დამფუძნებელი, ილია წულაია.
არქიში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამშრომლების პროფესიული ზრდის მხარდაჭერა. გუნდის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, კომპანიის დაფინანსებით, მონაწილეობა მიიღონ მათთვის საინტერესო სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული განვითარებისთვის.
„სასიხარულოა, რომ ჰარვარდის გამორჩეული პროფესორი საქართველოშია და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გვიზიარებს. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ მიდგომები, კიდევ უფრო განვვითარდეთ და მეტი ცოდნა შევიძინოთ ლიდერშიფის, მარკეტინგისა და კომპანიის მართვის მიმართულებით.“— აღნიშნა დეველოპერული კომპანია არქის აღმასრულებელმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა.
Das Narayandas ჰარვარდის ბიზნესის სკოლის წამყვანი პროფესორი და ცნობილი ეკონომისტია ბიზნესის, მარკეტინგისა და ლიდერობის სფეროში. ის ფლობს Edsel Bryant Ford-ის სახელობის პროფესორის წოდებას, არის ჰარვარდის ბიზნეს ფაბლიშინგის უფროსი ასოცირებული დეკანი და Executive Education-ის ყოფილი ხელმძღვანელი. მისი ვიზიტი და თანამშრომლობა არქის გუნდთან ადასტურებს კომპანიის სტრატეგიულ ხედვას – მუდმივი განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და ლიდერობის განმტკიცება სამშენებლო და დეველოპერულ სფეროში.