მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152.5
0.029
flag
AZN 1.5892
0.0011
flag
CNY 39.102
0.0037
flag
EUR 3.0967
-0.0065
flag
GBP 3.5657
-0.0069
flag
KZT 56.73
0.006
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.7015
0.0017

„თბილისი დრაი პორტი“ ფართოვდება

news image

Tbilisi Dry Port-ი (თბილისი დრაი პორტი) ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას „თბილისი დრაი პორტის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნემსაძემ განაცხადა, პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები იწყება და მათი დასრულება დაახლოებით ზაფხულისთვის არის დაგეგმილი.

„ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა მოსამზადებელი სამუშაოები. ტერიტორია საჭიროებდა გასუფთავებას, ასევე განხორციელდა რამდენიმე მცირე ნაგებობის დემონტაჟი და ტერიტორია სამშენებლოდ მომზადდა. შეიძლება ითქვას, რომ მშენებლობა უკვე დაწყებულია“, – განმარტავს ნინო ნემსაძე.

რაც შეეხება მეორე ფაზის განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობას, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, „ხარჯთაღრიცხვა ამ ეტაპზე ზუსტდება“.

აღსანიშნავია, რომ „თბილისი დრაი პორტის“ მშენებლობა რამდენიმე ფაზად მიმდინარეობს. კომპანიამ პირველი ფაზის მშენებლობა და შესაბამისად მისი გახსნა 2025 წელს განახორციელა, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ შეუდგა მეორე ფაზისთვის მზადებას.

„თბილისი დრაი პორტმა“ ფუნქციონირება ოფიციალურად 2025 წლის ივნისში დაიწყო და უკვე წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი ლოგისტიკური ოპერაციები, რაც რეგიონში სატრანსპორტო და სასაწყობო ინფრასტრუქტურის ახალ ეტაპზე გადაყვანას გულისხმობს.

„თბილისი დრაი პორტი“, რომელიც უკვე წარმოადგენს სანდო ლოგისტიკურ ჰაბს და ერთიან ეკოსისტემაში აერთიანებს სარკინიგზო, საავტომობილო და სასაწყობო ოპერაციებს, ტვირთბრუნვის ზრდას აფიქსირებს.

„მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. ამ ეტაპზე ვგეგმავთ მუშაობას ახალი მიმართულებით - მანქანებით დატვირთული კონტეინერები, მოგეხსენებათ, განსხვავებულ პროცედურებს მოითხოვს და ცალკე სპეციალურ ნებართვას საჭიროებს. ეს ნებართვა უკვე მიღებულია და უახლოეს კვირებში ველოდებით, რომ ამ ტიპის ტვირთის მიღებასაც შევძლებთ. შესაბამისად, წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ზრდას ველოდებით“, – აცხადებს „თბილისი დრაი პორტის“ გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ „თბილისი დრაი პორტის“ პირველი ფაზა წელიწადში 100 ათას TEU-მდე ტვირთბრუნვაზეა გათვლილი, ხოლო მეორე ფაზის განხორციელების შემდეგ პორტის წლიური ტვირთბრუნვა 280 ათას TEU-ს მიაღწევს.

„თბილისი დრაი პორტი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებაში, უზრუნველყოფს ინტეგრირებულ ლოგისტიკურ სერვისებს და წარმოადგენს ბათუმისა და ფოთის პორტების ლოგიკურ გაგრძელებას. იგი ფუნქციონირებს როგორც სატრანზიტო ჰაბი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების დასაკავშირებლად.

„თბილისი დრაი პორტი“ მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალია, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის მიღებას როგორც რკინიგზით, ისე სატვირთო ავტომობილებით, და მის დასაწყობებას. „თბილისი დრაი პორტი“ დაკავშირებულია სარკინიგზო ლიანდაგით საქართველოს რკინიგზის თბილისის ტერმინალთან, საიდანაც ბათუმისა და ფოთის ზღვის პორტებიდან ჩამოსული კონტეინერების „თბილისი დრაი პორტში“ გადმოზიდვა განხორციელდება.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორი იქნება კურორტ ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსი

31.03.2026.22:34

როგორი იქნება კურორტ ბახმაროში „ორბი ORBI ჯგუფის“ ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსი. კომპლექსი 82 215 კვ.მ. ფართობზე განთავსდება, სრულად იქნება ადაპტირებული ადგილობრივ ლანდშაფტთან
პროექტი ითვალისწინებს 15 მეტრამდე სიმაღლის ხის კოტეჯური ტიპის სასტუმროს მშენებლობას, ტერიტორიის უდიდესი ნაწილი კი დაეთმობა მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას, რაც მოიცავს: სპა და ფიტნეს ცენტრებს, კინოთეატრს, კაფეებსა და რესტორნებს, სპორტულ მოედნებსა და ბავშვთა გასართობ სივრცეებს.
 
 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა