მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7113.4
-0.0401
flag
AZN 1.6028
-0.0087
flag
CNY 38.323
-0.0202
flag
EUR 3.2099
-0.0135
flag
GBP 3.6796
-0.0214
flag
KZT 50.12
-0.005
flag
TRY 0.0659
-0.0003
flag
USD 2.7258
-0.0147

თბილისი დრაი პორტი 2025 წლის იანვრიდან ოპერაციებისთვის მზად იქნება

news image

საბაჟო საწყობის სტატუსის მქონე, სარკინიგზო ხაზით საზღვაო პორტებთან დაკავშირებული, თანამედროვე, ინტერმოდალური ლოგისტიკური ცენტრითბილისი დრაი პორტი რომელიც ოპერაციებისთვის მზად 2025 წლის იანვრიდან იქნება, დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის მომხმარებელთა ბაზრებთან აკავშირებს ე.წ. შუა დერეფნის მეშვეობით, საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა, როგორც საზღვაო, ისე მშრალი პორტების ქსელის გამოყენებით.  

AD Ports Group-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა თბილისის მშრალი პორტის შეძენის პროცესის დასრულების შესახებ, რის შედეგადაც ჯგუფი გახდა 60%-იანი წილის მფლობელი და მაჟორიტარი პარტნიორი. ახალი ლოგისტიკური ცენტრს AD Ports Group-ის ლოგისტიკური კლასტერი მართავს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვინარჩუნებთ ფოკუსს ერთ კლასიკურ პროდუქტზე - „ოქროველი“

22.09.2025.18:00

„ოქროველის“ ბრენდით ტყის ღვინო მაღალმთიან აჭარაში 2021 წლიდან იწარმოება. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „ოქროველის“ დამფუძნებელს ზანდა მესხიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

2025 წელი ნაკლები სიახლეებით ვართ  წარმოდგენილი, მხოლოდ რამდენიმე სარეალიზაციო წერტილი დაგვემატა, თუმცა ეს წელი გამოვიყენეთ მაღალმთიან რეგიონში ტყის მოცვის ძიებისთვის, რადგან ყოველწლიურად ტყის მოცვის რაოდენობა მცირდება და უფრო და უფრო რთული ხდება მისი მოპოვება.

გვქონდა ტური ცხენებით მაღალმთიან ადგილებზე. მოპოვება რთული იქნება, მაგრამ არის მოცვის რესურსი, რაც გვახარებს და გვაძლევს სტაბილურობის საფუძველს.

 

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ამ ეტაპზე ვინარჩუნებთ ფოკუსს ერთ კლასიკურ პროდუქტზე - ნატურალურ ტყის მოცვის სასმელზე. ამის მიზეზი მარტივია: ბუნებრივი რესურსების შეზღუდული ხელმისაწვდომობა და ხარისხზე კომპრომისის გარეშე მუშაობის პრინციპი. პერიოდულად ვთავაზობთ ტყის მოცვის ჩაის მომხმარებელს (თუმცა შეზღუდული რაოდენობით და არა მასიური წარმოებით) და ვიღებთ შეკვეთებს სხვადასხვა სამკურნალო, ველური მცენარეების ჩაიზე, როგორიცაა: მშრალი ასკილი, ევკალიპტი და უკვდავას ყვავილი.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ყველაზე გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი მიზანი არის თბილისის ბაზარზე სანდო და ხარისხიანი დისტრიბუციის არხების მოძებნა. ვგრძნობ, რომ დედაქალაქში დიდი მოთხოვნაა ჩვენი პროდუქტისადმი, მაგრამ ჯერ კიდევ ვეძებ იმ სანდო პარტნიორს, რომელიც გაითვალისწინებს ჩვენი პროდუქტის სპეციფიკას და ფასეულობებს.
პარალელურად ვცდილობთ ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობას, რადგან ყველაზე კომფორტული იქნება მომხმარებლისთვის შეკვეთა ადგილზე მიტანით. ასევე ვგეგმავთ საახალწლოდ სასაჩუქრე შეფუთვას ან ნატურალურ ჩაისთან ერთად ვარიაციას, რაც იდეალური იქნება მათთვის, ვინც ეძებს უნიკალურ, ხარისხიან საჩუქარს და ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად გავაზიარებთ წინასწარ ჩვენი სოციალური გვერდის დახმარებით.

მიუხედავად ყველა გამოწვევისა, წარმოების გაგრძელებაზე ყველაზე მეტად გვახარებს და გვაძლევს ნამდვილ სტიმულს ჩვენი ერთგული მომხმარებლები. აქვე მინდა გამოვხატო ღრმა მადლიერება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ირჩევს ჩვენს პროდუქტს. მათ გარეშე ჩვენი კომპანია უბრალოდ არც შეიქმნებოდა. ეს ნდობა არის ჩვენი ყველაზე დიდი ღირებულება და მოტივაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ და ვპირდებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი იმედები ყოველთვის გავამართლოთ ჩვენი ხარისხიანი, ავთენტური პროდუქციით.

ცნობისთვის, „ოქროველი“ არის პატარა საოჯახო წარმოება, რომელიც შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს ტყის მოცვის ნატურალური წვენისგან, სასიამოვნო და სასარგებლო სასმელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა