TBC Insurance ციფრებში - რა მონაცემებით დახურა სადაზღვევო კომპანიამ 9 თვე
2024 წლის იანვარ-სექტემბერში თიბისი დაზღვევამ 19.8%-ით მეტი სადაზღვევო პრემია მოიზიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 9 თვეში თიბისი დაზღვევამ 157 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა, 2023 წლის 9 თვეში კი 131 მლნ ლარის. აღნიშნული მაჩვენებლებით თიბისი დაზღვევა რეიტინგში მეორე პოზიციაზეა.
იანვარ-სექტემბერში თიბისი დაზღვევის მიერ ანაზღაურებულმა სადაზღვევო ზარალმა 68 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19,2%-ით მეტია 2023 წლის 9 თვის მაჩვენებლებთან მიმართებაში. გასული წლის იანვარ-სექტემბერში თიბისი დაზღვევამ 57 მლნ ლარის ანაზღაურება მოახდინა.
2024 წლის 9 თვის განმავლობაში თიბისი დაზღვევის მიერ გამომუშავებული პრემიის მოცულობამ 145 მლნ ლარი შეადგინა, დამდგარმა სადაზღვევო ზარალმა კი 71 მლნ ლარი.
2024 წლის 9 თვის განმავლობაში თიბისი დაზღვევის მიერ ნეტო გამომუშავებულმა პრემიამ 124 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ნეტო დამდგარმა სადაზღვევო ზარალმა 59 მლნ ლარი.
2024 წლის 9 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია სულ 428 მლნ. ლარი იყო, საიდანაც 39,6 მლნ ლარი თიბისი დაზღვევამ მოიზიდა და მისი ბაზრის წილი საანგარიშო პერიოდში 9%-ით განისაზღვრა.
2024 წლის 9 თვის განმავლობაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია იყო 192 მლნ ლარი, სადაც 47,3 მლნ თიბისი დაზღვევაზე მოდის, ანუ ბაზრის 25%-ი.
2024 წლის სამი კვარტლის მაჩვენებლებით ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 112 მლნ ლარი იყო, საიდანაც თიბისი დაზღვევის წილი იყო 18.2 მლნ ლარი ანუ ბაზრის 16%-ი.
იანვარ-სექტემბრის განმავლობაში თიბისი დაზღვევის მიერ სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია იყო 36.8 მლნ ლარი, რაც მთლიანი ბაზრის 45%-ია.
სამი კვარტლის განმავლობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 26 მლნ ლარი, საიდანაც 1,3 მლნ ლარი თიბისი დაზღვევაზე მოდიოდა, რაც ბაზრის 5%-ია.
2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 983 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 243 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 115 მილიონი ლარი. საანგარიშო პერიოდში სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 532 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 451 მილიონ ლარს.
სხვა სიახლეები
28.09.2025.14:07
იღბლიანი გამარჯვებული და საცხოვრებელი ბინა საჩუქრად. კომპანია „თეთრი კვადრატის“ უპრეცედენტო გათამაშების გამარჯვებულს შარტავას ქუჩაზე, დასრულებულ კომპლექსში ბინის გასაღები საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა.
ბინის მოგების შესაძლებლობა იმ მომხმარებლებს ჰქონდათ, რომლებაც 20 ივლისიდან 20 სექტემბრამდე კომპანიის პროექტში მათთვის სასურველი ბინა, კომერციული ან საოფისე ფართი შეიძინა და ღირებულების 20% გადაიხადა. ყოველი გადახდილი 1000$ მყიდველისთვის გათამაშების 1 ბილეთს უდრიდა, შესაბამისად, გამარჯვების შანსები საკმაოდ მაღალი იყო. უძრავი ქონების ყიდვასთან ერთად, მომხმარებლებს გადაეცემოდათ ბილეთი, რომელსაც ისინი გაყიდვების ოფისებში განთავსებულ სპეციალურ ყუთებში თავად ანთავსებდნენ.
გათამაშების გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლიდნენ, სადაც მომხმარებლებთან ერთად მიწვეული სტუმრებიც იმყოფებოდნენ.
კომპანია „თეთრი კვადრატი“ უკვე 5 წელია წარმატებით ოპერირებს დეველოპერულ ბაზარზე. გათამაშების გამრჯვებულების გამოცხადებამდე, სტუმრებს სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ნატროშვილმა, რომელმაც იმ მიმდინარე, თუ დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა, რასაც ამ ეტაპზე კომპანია წარმატებით ახორციელებს. ისაუბრა გათამაშებაზეც და აღნიშნა, რომ ის ერთადერთ მთავარ ამოცანას - მობინადრეების მაქსიმალურ კმაყოფილებას ემსახურება.
ეს დღე მხოლოდ ბინის გათამაშებით არ დასრულებულა. იღბლიანები აღმოჩნდნენ სხვა მომხმარებლებიც. გათამაშდა 6 ცალი 5000 დოლარიანი ვაუჩერი და 3 ცალი 10 000 დოლარიანი ვაუჩერი.
უძრავი ქონება, რომლითაც გათამაშების მეშვეობით „თეთრი კვადრატის“ იღბლიანი გამარჯვებული დასაჩუქრდა შარტავას ქუჩაზე დასრულებულ კომპლექსში მდებარეობს, მე-13 სართულზე და მისი ფართობია 71 კვ.მ
კომპანია თეთრ კვადრატს ამ ეტაპზე რამდენიმე მიმდინარე და მათ შორის დასრულებული კომპლექსებიც აქვს და მომავალი მობინადრეებისთვის ბევრ საინტერესო სიახლეს სთავაზობს.