TBC მეორე კვარტლის და წლის პირველი ნახევრის ფინანსურ შედეგებს 8 აგვისტოს გამოაქვეყნებს
TBC 2025 წლის II კვარტლის და 2025 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ შედეგებს 8 აგვისტოს გამოაქვეყნებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას TBC Bank Group PLC - ის ოფიციალურ ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
სხვა სიახლეები
09.07.2025.22:30
2025 წლის 9 ივლისს, ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯმა" მნიშვნელოვან ცერემონიას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიული მემორანდუმები გაფორმდა წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან: კოკა-კოლასთან, ბენე ჯგუფთან და ტურიზმის ასოციაციასთან (Georgian Tourism Association - GTA).
ღონისძიება მიზანს ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის", როგორც რეგიონის მთავარი შოპინგის დანიშნულების ადგილის განვითარება და აღნიშნულ სფეროში ახალი სტანდარტების შექმნა წარმოადგენს.
კოკა-კოლა ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის" სივრცეში ერთობლივ კამპანიებსა და მრავალფეროვან მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს, რაც ვიზიტორთა გამოცდილებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
ცნობისთვის, ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის" მიზანია, პარტნიორებთან ერთად შექმნას არა მხოლოდ შოპინგის სივრცე, არამედ ინოვაციური გამოცდილებების ერთობლიობა, რომელიც სტილს, კულტურასა და მომსახურების უმაღლეს სტანდარტს აერთიანებს.
თამაზ გუნიავა, Coca-Cola Bottlers Georgia-ს რეგიონალური გაყიდვების და დისტრიბუციის სამსახურის უფროსი: მოხარულები ვართ, რომ ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის" გახსნაზე ვართ - ეს არის მემორანდუმის ხელის მოწერა. ჩვენ რამდენიმე თვეა უკვე აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ. თავიდანვე განვსაზღვრეთ ეს კონცეფცია. როგორც იცით კოკა-კოლა მუდმივად მზადაა, რომ სიახლეებს ხელი შეუწყოს, მონაწილეობა მიიღოს, ინოვციებზე ორიენტირებული კომპანიაა და აქაც ბევრი ინოვაცია გვექნება. 4 სხვადასხვა დიდი ღონისძიება იგეგმება, რომლებშიც ჩვენც მივიღებთ მონაწილეობა. ასევე იქნება ბევრი სიახლეები საბავშვო, სკოლის მოსწავლეების სტუდენტების მიმართულებით, რაც იცით რომ ჩვენი პირდაპირი მიმართულებაა.
ვატო პაპავაძე, Coca-Cola Bottlers Georgia-ს გაყიდვების დირექტორი: „დიდი ხანია ჩვენ ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯთან" გვაქვს მოლაპარაკება და დღეს ოფიცალურად ეს პარტრიორული შეთამხება გავაფორმეთ. ჩვენ განვიხილავთ ნებიმიერ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოში განვითარებას უწყობს ხელს.