მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

ტავ ჯორჯიას ინვესტიციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე, ფრენების სახანძრო უზრუნველყოფის სამსახურის შენობა გაფართოვდა

news image
ტავ ჯორჯიას ინვესტიციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე, 40%-ით გაფართოვდა ფრენების სახანძრო უზრუნველყოფის სამსახურის შენობა. განახლებული ნაგებობა 1000 მ2 ფართობს მოიცავს და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ამ ტერიტორიაზე განთავსებულია სამეთვალყურეო კოშკურა, საავარიო ოპერატიული ცენტრი, სასწავლო ცენტრი, საწყობი, ოფისები და სხვა.
აეროდრომის ტერიტორიაზე არსებული შენობის რეკონსტრუქციის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენების სახანძრო უზრუნველყოფის სამსახურს ICAO-ს სტანდარტით მე-9 კატეგორია მიენიჭა. ამ ცვლილების შედეგად გაიზარდა მეხანძრე-მაშველების რაოდენობა და დადგა მათთვის დამატებითი კომფორტისა და ხარისხიანი სამუშაო პირობების შექმნის საჭიროება.
აღსანიშნავია, რომ ICAO (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია) აეროდრომების სახანძრო-სამაშველო მზადყოფნას სულ 10 კატეგორიით აფასებს. ეს კატეგორიები იმ საჰაერო ხომალდების ზომითა და ტიპებით განისაზღვრება, რომლებსაც აეროპორტი ემსახურება.
მე-9 კატეგორია, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენების სახანძრო უზრუნველყოფის სამსახური აკმაყოფილებს, მაღალი კლასის საჰაერო ხომალდებს მოიცავს (B777, B787, A350 და მსგავსი ტიპები). ეს კატეგორია მეხანძრე-მაშველების რაოდენობის გაზრდასთან ერთად მოითხოვს მაღალი ტევადობის სახანძრო მანქანებს, უმოკლეს დროში რეაგირების შესაძლებლობას, დამატებით ინფრასტრუქტურას, ტექნიკასა და ოპერატიულ სივრცეს. ტავ ჯორჯიამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი ეტაპობრივად უზრუნველჰყო. მათ შორის, განაახლა ფრენების სახანძრო უზრუნველყოფის სამსახურის ავტოპარკიც და შეიძინა სრულიად ახალი, სწრაფი რეაგირების სახანძრო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სახანძრო-სამაშველო მანქანა. ამ ეტაპისთვის აღნიშნული სამსახური დაკომპლექტებულია სათანადოდ აღჭურვილი 4 ერთეული ძირითადი და 3 ერთეული დამხმარე სახანრო-სამაშველო ავტომობილით.
news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სტუდენტური კონკურსი „მარეგულირებლის დილემა“ დასრულდა - კონკურსის მხარდამჭერია ბაზისბანკი

11.12.2025.16:55

ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ ორგანიზებით გამართული სტუდენტური კონკურსი "მარეგულირებლის დილემა" დასრულდა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი, რომელთაგან ერთი ბაზისბანკისგან ფულადი პრიზით დაჯილდოვდა. 

კონკურსი 8 ოქტომბერს გამოცხადდა და მიზნად ისახავდა სტუდენტებში ცენტრალური ბანკის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების წახალისებას. კონკურსის ფარგლებში სტუდენტთა გუნდებმა განიხილეს ცენტრალური ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული დილემები და ჟიურის წევრებს გადაწყვეტის საკუთარი გზები შესთავაზეს. 

კონკურსში მონაწილეობდა 14 გუნდის 67 სტუდენტი, საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. 

სტუდენტური კონკურსი ორ ეტაპად წარიმართა. პირველ რაუნდში სტუდენტებმა განიხილეს დილემა „ფინანსური დისციპლინა თუ სოციალური პასუხისმგებლობა“. ჟიურის შეფასების შედეგად მონაწილე 14 გუნდიდან ფინალურ ეტაპზე 5 გუნდი გადავიდა.

დასკვნითი, ფინალური რაუნდი, 5 დეკემბერს გაიმართა. გამარჯვებულები ეროვნული ბანკის 9 თანამშრომლით წარმოდგენილმა ჟიურიმ გამოავლინა. 

კონკურსი “მარეგულირებლის დილემა” ბაზისბანკისა და ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ მორიგი ერთობლივი წარმატებული პროექტია. ბაზისბანკის ჩართულობით სტუდენტური კონკურსის გარდა 2025 წელს სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ცნობიერების ამაღლების მიზნით.        

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა