გარემოსდაცვითი ინიციატივები და ინოვაციები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - ტავ ჯორჯია
კორპორაციული მდგრადობის კამპანიის ფარგლებში, ტავ ჯორჯია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე პროექტს ახორციელებს და ამ პროექტების მიზნებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი გარემოზე ზემოქმედების შემცირებაა.
იმისთვის, რომ რაც შეიძლება ცოტა პლასტმასა, პოლიეთილენი და ალუმინის ქილა მოხვდეს ნაგავსაყრელებსა და თბილისის ქუჩებში, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალებთან კომპანია Sparklo-ს აპარატები დაიდგა. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ამ აპარატებში პლასტმასის ბოთლები და ალუმინის ქილები მოათავსოს და სანაცვლოდ ქულები მიიღოს, რომელსაც Sparklo-ს აპლიკაციის საშუალებით დახარჯავს. ეს კომპანია 10-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და მისი მიზანი სწორედ მწვანე მომავლის ხელშეწყობაა. Sparklo-ს აპლიკაცია საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება, რაც მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი პირდაპირ და დადებითად აისახება გარემოზე.
ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თანამშრომლობს ქართულ სტარტაპ „ტენესთან“, რომელიც თავის მხრივ საერთაშორისო კომპანია Sparklo-ს პარტნიორია. აეროპორტში განთავსებულ ყუთებში შეგროვებულ პლასტმასასა და პოლიეთილენს „ტენე“ გადაამუშავებს და უმაღლესი ხარისხის USB კაბელებად გარდაქმნის.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ფრანგული ADP ჯგუფის წევრია და ინოვაციებისა და მდგრადობის მიმართულებით სწორედ ამ ჯგუფის მიერ გაწერილი სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებს. ტავ ჯორჯია ინოვაციებისა და მდგრადობის ხელშემწყობ პროექტებს 2025 წელსაც გეგმავს. ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ტავ ჯორჯიას გუნდი უკვე მუშაობს საინფორმაციო რობოტების სერვისის დანერგვაა. ეს მომსახურება ხელოვნურ ინტელექტზე იქნება დაფუძნებული.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
14.04.2026.18:03
სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.
ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge