მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

TAV Georgia-ს პროგნოზით, 2026 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 7%-ით, ხოლო ბათუმში - 10%-ით გაიზრდება

news image

გვყავს ახალი ავიაკომპანიები მომავალი წლისთვის და გვაქვს ასევე მოლაპარაკებები, - ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ კომპანიის მომავალი წლების გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2026 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 7%-იანი, ხოლო ბათუმში 10%-მდე ზრდა არის ნავარაუდევი.

„მომავალი 2 წლის გეგმებზე შემიძლია გითხრათ, რომ დინამიკა მატების ისევ გაგრძელდება. გვყავს ახალი ავიაკომპანიები მომავალი წლისთვის და გვაქვს ასევე მოლაპარაკებები. თქვენ იცით, რომ ახლახან დავაანონსეთ Norwegian Air-ი, ასევე მომავალი წლიდან იწყებს ფრენას Etihad-ი, ასევე გვაქვს კიდევ სხვა მოლაპარაკებებიც. ვაგრძელებთ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო სიმპოზიუმებზე, კონფერენციებში თუ გამოფენებზე და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლისთვისაც მინიმუმ 7%-იანი მატება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ასევე 10%-მდე მატება ბათუმში არის მოსალონდელი და ვემზადებით მომავალი წლისთვის,“ - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ავთენტური ქართული გემოები ინოვაციური ფორმით – როგორია "გიშნაგორას" საქმიანობის სპეციფიკა

10.03.2026.18:00

„გიშნაგორა“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ნატურალურ პროდუქტებს, ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით. მეტი დეტალისთვის Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, ხათუნა ხუხიას ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„გიშნაგორა“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ნატურალურ პროდუქტებს, ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ქართული, განსაკუთრებით მეგრული გემოების შენარჩუნება და მათი თანამედროვე ვერსიის მომხმარებლამდე მიტანა. ამ გემოებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ოჯახისთვისაც: ბრენდის შექმნის იდეა ეკუთვნით ჩემს შვილებს, რომლებიც აფხაზეთიდან არიან, ხოლო რეცეპტი დედას, რომელიც ასევე აფხაზეთიდან არის. ჩვენი მრავალფეროვანი რეცეპტები სწორედ ამ კულინარიული მემკვიდრეობის შთაგონებით იქმნება და აფხაზეთის ულამაზესი კუთხიდან მომდინარეობს.

საქმიანობა დავიწყეთ მცირე ოჯახური ბიზნესის სახით, ხოლო მომხმარებელთა დიდი ინტერესისა და დადებითი უკუკავშირის გათვალისწინებით, დროთა განმავლობაში გავაფართოვეთ.

დღეს მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქტთა მრავალფეროვან არჩევანს: სხვადასხვა სახეობის აჯიკას (მათ შორის მწვანე ნიგვზიან აჯიკას), ქართულ პესტოს, ნიორპასტას, სვანურ მარილს, საცივის საკმაზს, ასევე ტრადიციულ ტყემლისა და პომიდვრის საწებლებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ავთენტური ქართული გემოები - ნატურალური ინგრედიენტებით და ოჯახური რეცეპტებით შექმნილი ჯანსაღი ქართული პროდუქცია.

როგორია "გიშნაგორას" მიმდინარე ასორტიმენტი?

  • წითელი ცხარე აჯიკა;
  • მწვანე აჯიკა;
  • ნიგვზიანი აჯიკა;
  • ქართული პესტო;
  • ნიორპასტა;
  • საცივის საკმაზი;
  • სვანური მარილი;
  • მშრალი აჯიკა;
  • ტყემლის საწებელი;
  • პომიდვრის საწებელი;
  • მშრალი აჯიკა ორეგანოთი.

რას მიიჩნევთ კონკურენტულ უპირატესობად?

„გიშნაგორას“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ოჯახური, თაობიდან თაობაზე გადმოცემული რეცეპტები, ნატურალური ინგრედიენტები და ავთენტური ქართული გემოები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროდუქტი დამზადდეს ტრადიციული მეთოდებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხს. ამასთან ერთად, ვცდილობთ ტრადიცია შევუთავსოთ ახალ იდეებს.

სწორედ ტრადიციის, ნატურალური გემოს და ინოვაციის შერწყმაა ის, რაც „გიშნაგორას" მომხმარებლისთვის გამორჩეულსა და დასამახსოვრებელს ხდის.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

„გიშნაგორას“ სამომავლო გეგმები უკავშირდება როგორც პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, ისე ბრენდის განვითარებას უფრო ფართო ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი, საინტერესო პროდუქტები, რომლებიც ქართულ ტრადიციულ გემოებს თანამედროვე ფორმით წარმოაჩენს.

გარდა ამისა, ვგეგმავთ ბრენდის ცნობადობის გაზრდას და ეტაპობრივად საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რათა ქართული გემოები უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა